კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: შეიძლება, რომ კლუბში შეძენილი ძაღლი ისეთი არ გამოდგეს, როგორიც სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს?

პასუხი: საბედნიეროდ, საქართველოში, მრავალ კინოლოგიურ კლუბს შორის ჯერ კიდევ არსებობს თითზე ჩამოსათვლელი კინოლოგიური კლუბები და არიან კერძო მომშენებლები, რომლებიც პროფესიულად უდგებიან ჯიშიანი ძაღლების მოშენების საკითხს. ერთ-ერთი მიზეზი კითხვაში მოხსენიებული შედეგისა, შეიძლება, ძაღლის მყიდველია – მან თავად არ იცის, როგორი კლასის ძაღლის შეძენა სურს. თუ გაიზრდება მოთხოვნა და კლიენტურა ზუსტად განუმარტავს კლუბსა თუ მომშენებელს, როგორი ძაღლის შეძენა სურს, მოსთხოვს გარანტიას, რომ ძაღლი ისეთი გაიზრდება, როგორსაც მას ჰპირდებიან, კინოლოგიურ სფეროში მოღვაწე სპეციალისტები თვითონვე ეცდებიან, აამაღლონ ძაღლების ხარისხი.

კითხვა: მაინტერესებს ყველა შემთხვევაში უქმნის ძაღლის ბეწვი ადამიანს საფრთხეს, თუ ის შეუმჩნევლად გადაეყლაპა?

პასუხი: თუ ძაღლის ბეწვი ექინოკოკის მატარებელი არ არის, ადამიანს დაავადებას ვერ დამართებს. შეიძლება, ექინოკოკი დაემართოს ადამიანს, რომელსაც სახლში საცხოვრებლად არ ჰყოლია ძაღლი და კატა. შესაძლოა, ექინოკოკიანი ბეწვი მოხვდეს ბოსტნეულში, რომელიც კარგად ვერ გაირეცხა და ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდა საკვების მიღების დროს. ასე რომ, თუ ძაღლის ბეწვი ჯანმრთელია, საფრთხე არ გემუქრებათ.

კითხვა: ეზოში უფრო ჰიგიენურია ძაღლი თუ ბინის პირობებში?

პასუხი: ძაღლი ბინის პირობებში ათჯერ უფრო ჰიგიენურია. როცა ძაღლი ეზოში ცხოვრობს, თავისთავად, ის ასფალტზე, ბეტონზე ან მიწაზე წევს. შესაბამისად, მას ხშირად ვერ ვუსუფთავებთ ფეხებს, ცხვირს, თათებს. საუკეთესო შემთხვევაში, თვე-ნახევარ ან ორ თვეში ერთხელ ვაბანავებთ. აქედან გამომდინარე, ძაღლი დაბანიდან დაბანამდე დროს სიბინძურეში ატარებს. მას ვერ აუხსნი, რომ ჰიგიენურად მოიქცეს, არ დაჯდეს ჭუჭყიან ადგილას, წვიმიან ამინდში, ტალახში არ გაიაროს და ასე შემდეგ. როცა ძაღლი ბინის პირობებში გვყავს, მაშინაც კი, როცა წვიმიან ამინდში ეზოში გავიყვანთ სასეირნოდ, უკან დაბრუნებისას ის, პირველ ყოვლისა, აბაზანაში შეგვყავს და აუცილებლად ვასუფთავებთ. ამიტომ, ძაღლის სახლში ყოლა ჰიგიენურად უფრო გამართლებულია.

კითხვა: ჰიგიენურია თუ არა ძაღლის ხშირი მოფერება? არიან ადამიანები, რომლებიც თავის ოთხფეხა მეგობარს დრუნჩზეც კი ჰკოცნიან.

პასუხი: ყველაფერში ზომიერება უნდა დავიცვათ. მინახავს, ძაღლს სამზარეულოში ონკანიდან დაულევია წყალი, რაც დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში ძაღლს არ უნდა ეძინოს დივანზე, სავარძელზე, ლოგინზე და ასე შემდეგ. არსებობს ჰიგიენის ნორმები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. ძაღლი ეჩვევა იმას, რასაც პატრონი შეაჩვევს. საბოლოო ჯამში, არ არსებობს, პატრონს არ უნდოდეს და ძაღლმა ის მაინც გააკეთოს. ეს თუ ასე მოხდა, ესე იგი, ძაღლმა აღზრდის პროცესში ნებისყოფით მოგიგოთ.


скачать dle 11.3