კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ პირობებში გავახარო კტენანტა?

პასუხი: ამ მცენარეს ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი სინათლე. კარგია ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ამყოფეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე – 18-24 გრადუსზე. ზამთარში კი 10 გრადუსსაც უძლებს. ზაფხულში ხშირად მორწყეთ, რომ მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ზამთარში კი მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგს შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. რგებს მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. სასურველია ეს მცენარე მოათავსოთ ნათელ სასტუმრო ოთახში.

კითხვა: ხშირად უნდა მოვრწყა თუ არა დიფენბახია?

პასუხი: ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის სიგრილეში მისი ზრდა ნელდება, ამიტომ შესაბამისად მორწყვაც უნდა შეამციროთ. წყლის დასხმამდე, მიწას შეშრობა უნდა აცადოთ. ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. თუ ფოთლის წვეროები გაუყავისფრდა, ეს იმის ნიშანია, რომ ან წყალი აკლია მცენარეს, ან ჰაერის სიმშრალეა.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ცრუ არალია?

პასუხი: კარგია თუ ამ მცენარეს განათებულ ადგილას დადგამთ, რადგან სინათლეზე ის კომპაქტური გაიზრდება, ფოთლები კი მუქი ფერის და ხასხასა ექნება. მოარიდეთ მცხუნვარე მზე, რადგან შეიძლება, ფოთლები დაეწვას. მას ჰყოფნის ოთახის ნორმალური ტემპერატურა, ზამთრობით კი, მინიმუმ, 13 გრადუსი მაინც უნდა იყოს.

კითხვა: როგორ მოვუარო ბუგენვილიას ყვავილობის დროს?

პასუხი: როცა ყვავილები შეფერადდება, მცენარე ჩრდილში გაიტანეთ და მეტხანს იყვავილებს. თუ ახალ ყლორტებს საყრდენზე შემოახვევთ, ყვავილების რაოდენობა მოიმატებს. ზამთარში გამხმარი ნაწილები გაზაფხულზე მოაცილეთ. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე მცენარეს მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი.

კითხვა: რა ადგილას გვირჩევთ კამპანულას დადგმას?

პასუხი: სასურველია თუ მას აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგამთ. მოარიდეთ მწველ მზეს, მაგრამ სინათლე არ მოაკლოთ, რათა კომპაქტურობა შეინარჩუნოს. ყვავილობისას მცენარე აუცილებლად სიგრილეში ამყოფეთ, რადგან სითბოში ნაკლებად ყვავის.


скачать dle 11.3