კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აუცილებელი „რევიზია“...


როცა თქვენი ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც ისურვებდით, ან, რაღაც არ გამოდის და ხვდებით, რომ ამაში კონკრეტული დამნაშავე არ არსებობს, აუცილებელია, გადახედოთ თქვენს რეალობას და მოძებნოთ მიზეზი, რის გამოც წარუმატებლობა თქვენს თანამგზავრად იქცა – ეს ეგრეთ წოდებული „რევიზია” აუცილებელია იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რის შეცვლასაც ისურვებდით. შეეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, თუნდაც წვრილმანები, მაგალითად: აბაზანის საკიდი, სასაპნე და, უფრო მნიშვნელოვანი – ურთიერთობები ოჯახში. როცა გააცნობიერებთ, კონკრეტულად რა გიშლით ხელს, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ, მაშინ თქვენი ყოველდღიურობის შეცვლასაც ადვილად შეძლებთ, მაგრამ, სანამ „რევიზიას” დაიწყებდეთ, რაც თქვენს სტილს, ვარცხნილობასა და გარდერობსაც აუცილებლად შეეხება, დაიმახსოვრეთ, საგანგებო პირობა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ: „მე არ გამიმართლებს”, „მე საშინელი სამსახური მაქვს”, „მე ქმარი არ გამომადგა”, „არაფერი გამოვა”, „დროს ტყუილად დავკარგავ”... ამ სიტყვების ნაცვლად, შთააგონეთ საკუთარი თავი, რომ ყველაფერი გამოვა: ურთიერთობაც, საქმეც... გარეგნულადაც ისე შეიცვლებით, რომ უპირველესად თავად იქნებით კმაყოფილი.

ამ შემთხვევაში, ოცნება მხოლოდ ხელს შეგიწყობთ, მაგრამ, ოცნებაც კონკრეტული და ხელშესახები უნდა იყოს – დეტალებში წარმოიდგინეთ თქვენი ახალი ცხოვრება.

P.S. დიდ მეგაპოლისებში ქალები გაცილებით ხშირად არიან საკუთარი თავით უკმაყოფილონი, ვიდრე პატარა ქალაქებში. პროგრესი, ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, ქალებისგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ფეხი აუწყონ მას. მაგალითად, ინგლისელი ქალბატონების უმრავლესობას მანიაკალური სურვილი აქვს, იყვნენ ყველაფერში იდეალურები. მათი 50 პროცენტი ზედმეტად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. ასეთი ქალბატონების რიცხვში შედის ვიქტორია ბექჰემიც, რომელიც ზოგჯერ სახლიდანაც კი არ გამოდის, ისე ეშინია, რას იტყვის მასზე ხალხი.

ამომავალი მზის ქვეყანაში ერთმანეთთან არის შერწყმული ცხოვრების სუპერთანამედროვე რიტმი და უძველესი კულტურა, რაც ქალებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს. უმრავლესობა ვერ უძლებს ამას. ამიტომაც, იაპონიაში ყველაზე მეტი ანტიდეპრესანტი იყიდება.


скачать dle 11.3