კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იტანჯება ნინო ჩხეიძე და რა ულტიმატუმი წაუყენა მან მეუღლეს თურქეთში წასვლის სანაცვლოდ


ნინო ჩხეიძე ქართულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მომღერალია, შესაბამისად, მისი ზაფხულიც დატვირთული იყო საინტერესო კონცერტებითა და გასტროლებით. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყოველთვის თვალზე ცრემლით ხვდებიან ნინოს სიმღერებს და ნოსტალგია კიდევ უფრო უმძაფრდებათ. ნინოს მომავალშიც დიდი გეგმები აქვს.


ნინო ჩხეიძე: ჩემი ზაფხული დაიწყო ოდესაში გასტროლით, სადაც პრივატ-საღამოზე ვიყავით მიწვეულები მე და ლელა წურწუმია. ჩვენმა ერთმა ახლობელმა დაგვპატიჟა, მისი დაბადების დღე იყო. წავედით მე, ჩემი მეუღლე, ლელა და მამულიჩა...

– რა უცნაურია, რომ შენ და ლელას ამ ბოლო დროს ყველგან ერთად გიწვევენ.

– რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ჩვენ რაღაც უთანხმოება გვქონდა, არ ვიცი მიზეზი. ერთად რომ გვხედავენ კონცერტზე, მაყურებელი ნირვანაში გადადის (იცინიან). ძალიან მოსწონთ ჩვენი ერთად ნახვა. ჩვენც ერთად კარგ დროს ვატარებთ და, ალბათ, ესეც გადადის მაყურებელზე. ოდესაში საშინლად ცხელოდა. მართალია, მეორედ ვიყავი იქ კონცერტის ჩასატარებლად, მაგრამ, პირველად მარტო წავედი და ასეთი კარგი დრო ვერ გავატარე. ერთი სიტყვით, კარგად გავერთეთ და ჩამოვედით. ამის შემდეგ წავედი ისრაელში, ოღონდ, მარტო. ისრაელიდან კი უკვე თურქეთში გადავედი, ამჯერად დასასვენებლად. სულ ვამბობ ხოლმე, მეზიზღება ეს თურქეთი, ვერ ვიტან-მეთქი, მაგრამ, ჩემი ქმრის მსხვერპლი ვხდები და მაინც მიწევს წასვლა. ჩემს ქმარს ძალიან უყვარს იქ დასვენება, მე კი, პროტესტის ნიშნად, გარეთ არ გავსულვარ მთელი იქ ყოფნის პერიოდში. რომ მკითხო, რა ამინდი იყო, რა ხდებოდა, ბევრი ხალხი იყო თუ არა, – ვერ გეტყვი, რადგან ნომრიდან არ გავსულვარ. მთელი დღე „ვიჯექი” „ფეისბუქში“, ოცდარვასაათიანი სტუმარი ვიყავი. სულ ვიცოდი, ვინ რას დებდა, ვინ როგორ ხასიათზე იყო, რა სტატუსები ჰქონდათ, ყველას „ვუკომენტებდი”. ზაფხულის ხუთი დღე „ფეისბუქში” გავატარე. ძალიან მაგარი იყო, ხალხს საჭმელად რომ ვუშვებდი, არ დააგვიანო, დროზე შემოდი, გელოდები-მეთქი.

– შენს ქმარს არ გამოუთქვამს ამაზე პრეტენზია?

– არა, პირიქით. „ფეისბუქმა” ცოტა „გამალაითებინა” თურქეთი და მას აღარ ვეჩხუბებოდი, რატომ წამომიყვანე-მეთქი. ჩვენთან ერთად იყო გიორგის ძმაკაცი ოჯახთან ერთად და ისიც ერთობოდა. წელს თურქეთში ცხოვრებაში პირველად დავამუღამე თურქული აბანო და საუნა. ადრე სულ ვიხუთებოდი ხოლმე, ფობია მქონდა თითქოს, დახურულ სივრცეში ცუდად ვგრძნობდი თავს, იქ კი წყალში ევკალიპტის ექსტრაქტს ყრიდნენ. ევკალიპტის სურნელი იყო აბანოში, რომელიც მთელ სასუნთქ გზებს მიხსნიდა. ყოველდღე იქ ჩავდიოდი და მერე პირდაპირ ნომერში ამოვდიოდი. არც ვჭამდი, არც ვსვამდი, მთელი დღე იქ ვიჯექი. გარუჯვაზეც უარი ვთქვი და ფითქინა ჩამოვედი.

– წელს, რაღაც, გარუჯვაზე ბევრმა თქვა უარი.

– დავიღალე. ძალიან მიჭირს გარუჯვა და მივხვდი, რომ ძალიან ვწვალობ. როგორ ვწვალობ, იცი?! ვიტანჯები, მცხელა, ცუდად ვარ, ზღვაში არ ჩავდივარ, ვისვამ უამრავ ზეთსა და საშინელებას, მერე ბუზები მესევიან...

– ცოტნე დადიანი ხარ...

– (იცინის) თითქმის. თან, ამ ყველაფრის მერე, თბილისში ჩამოვდივარ და მეუბნებიან: „უი, ზღვაზე არ ყოფილხარ? რა თეთრი ხარ!“ წელს კი მზეთუნახავი ვიყავი. ამის შემდეგ ბათუმში წავედით, მართლა ძალიან მომეწონა ქალაქი და გემრიელად დავისვენეთ. ზღვა არც მინახავს, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ, „შერატონში” ვიყავით, სადაც მთელი თბილისი ვნახე. ჩემი მეგობრები, ნაცნობები, ნახევარი შოუ-ბიზნესი იქ იყო და, პრინციპში, სასტუმროდან არც გავდიოდით, გადასარევად ვერთობოდით. ოთხი დღე შენობიდან არ გავსულვარ და ამის შემდეგ წავედი პარიზში.

– პარიზს ყოველ წელს დესერტივით მოიტოვებ ხოლმე?

– ასე გამოდის. ჩემს ქმარს თურქეთში იმ პირობით წავყევი, რომ შემდეგ პარიზში წამიყვანდა სამი დღე მაინც. ეს არის ქალაქი, სადაც ვისვენებ, არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. ბოლოს უკვე მეშინოდა, თრომბი არ დამეცოს-მეთქი, ვენები გამიგანივრდა სიარულისგან. ძალიან მიყვარს იქ მარტო სეირნობა – მარტო შევდივარ კაფეში და გამოვდივარ, ვგიჟდები მთელ ამ სიტუაციაზე. ძალიან კარგი ამინდები იყო, გრილოდა, ერთი სიტყვით, კარგი შემოდგომა იდგა, მაგრამ რა დამემართა: იმ პირობით წავედი პარიზში, რომ არაფერს ვიყიდდი, ფულს არ დავახარჯვინებდი. ხომ ისვენებ და მოგწონს, ჰოდა იარეო. კარგი-მეთქი. რაც მომცა, ის პირველივე დღეს დავხარჯე, იქ კი ხუთი დღე უნდა დავრჩეთ. რა უნდა გამეკეთებინა, აღარ ვიცოდი. არადა, პირობა პირობაა. არ არსებობს, ხმას აღარ ამოვიღებდი. დავიწყე „ფეისბუქში” წუწუნი: „ფული აღარ მაქვს, ამის ყიდვა მინდა“... და, უცებ, ატყდა მესიჯები: „ასი დოლარი მაქვს გადანახული, გინდა, გამოგიგზავნო?“ „სამას დოლარს ჩაგირიცხავ, თუ გინდა, ხვალ“... მოკლედ, აქ გამოჩნდა, ვინ როგორი მეგობარია (იცინის). ჩემი ქმარი ამაზე დამცინოდა, თვალყურს ადევნებდა ჩემ უფულო ცხოვრებას. ჭამა ჩემმა ქმარმა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ, აი, „შოპინგზე” მოვიკოჭლე, თუმცა, ახალი კოლექციები იყო და რაღაცეების შეძენა მაინც მოვახერხე. ერთი ძალიან საინტერესო რაღაც უნდა მოგიყვეთ. თურქეთში „6D“ კინოში ვიყავი. მინახავს ტელევიზორში, როგორ უყურებენ ასეთ ფილმებს: კივიან, ეშინიათ, ხტუნავენ და, ვფიქრობდი, რა აგიჟებს ამ ხალხს, რა სისულელეა, როგორ უნდა დაკარგო რეალობის შეგრძნება-მეთქი. თურმე, რას არ დაკარგავ?! გგონია, რომ „ხრამში” ვარდები, ადიხარ წარმოუდგენელ სიმაღლეებზე, საოცარი სისწრაფით ატარებ მანქანას, გიჟივით დადიხარ. თან, სკამზე გაბამენ, ის ისეთი ძალით მოძრაობს, შეიძლება გადმოვარდე. მერე ერთ მომენტში ბზიკები გესევიან და ეს ბზიკები მართლა გესევიან – რაღაცეები გხვდება სახეში. ისე მომეწონა, გავგიჟდი, ხვალაც უნდა წავიდე-მეთქი. მოკლედ, მივედი ხვალაც, ზეგაც და, ბოლოს მივხვდი, რომ, შეიძლება, შიზოფრენია დამემართოს. თურმე, იქ ხშირად სიარული არ შეიძლება, უდიდესი სტრესია. მე კიდევ საქმე არაფერი მქონდა და ყველა სეანსს ვესწრებოდი. ბოლოს დადებილებული დავდიოდი.

– ახალ გეგმებზეც ვისაუბროთ. რამე სიახლეებს ხომ არ გეგმავ?

– პირველი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვუშვებ ახალ ალბომს, რომელიც გასაყიდად უკვე დაახლოებით ნოემბრის დასაწყისში გამოვა. ამ ალბომს ექნება კლიპიც, რომელსაც რუსა მორჩილაძის სიმღერაზე გადავიღებ. 22 სექტემბრიდან დავიწყეთ ამ კლიპზე მუშაობა. პარალელურად, ჩემი სახელობის ღვინოც გამოვა – „ნინო ჩხეიძე”, რომელიც ისეთი იქნება, როგორიც მიყვარს: წითელი, ნახევრად ტკბილი და ძალიან გემრიელი. კი გაიტანეს გასაყიდად, მაგრამ, შეზღუდული რაოდენობით. ალბომის ძირითადი ნაწილი „არ დაიდარდოს” ფორმატზეა მორგებული. სიმღერების უმრავლესობა უკვე გაჰიტებულია და ხალხს ძალიან უყვარს. ანუ, სტილი იგივეა. ალბომის გარდა, სხვა სიმღერებზეც ვმუშაობ. რუსა მორჩილაძემ სხვა ჟანრის სიმღერები დამიწერა, რომელიც ჩემთვის „ნოუ-ჰაუა“. დავდივარ ვოკალზე, ცეკვაზე, მინდა, რომ კარგად მოვემზადო და ისე გადავიდე ამ ახალ სტილზე. მოვერგო და გავითავისო. მინდა, ისევე მოეწონოს ხალხს, როგორც ჩემი სხვა სტილის სიმღერები. თუმცა, „არ დაიდარდოს” მსმენელს არასდროს მოვაკლებ.

– როგორც ვიცი, „აფხაზეთის ხმაზე” გადაცემაც უნდა წაიყვანო.

– დიახ, მე და ნიკუშა ხაჩიძე წავიყვანთ მუსიკალურ გადაცემას, გვეყოლება სტუმრები, გვექნება პრემიერები, მოვისმენთ ახალ სიმღერებს – ასე რომ, გელოდებით ყველას „აფხაზეთის ხმაზე”, სადაც თქვენთვის საყვარელი ძალიან ბევრი ადამიანი იმუშავებს.


скачать dle 11.3