კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიმეტა ფაქომ რაჭული დათვი სასიკვდილოდ და რატომ იხოცავდნენ თავებს ზღვაში გოგონები მისი დანახვისას


„კომედი შოუსა” და „კლაბ შოუს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოქნილი მსახიობი, ფაქო, იგივე ლევან გოგორელიანი, ძალიან ენერგიული და ენაწყლიანი ადამიანია. უყვარს ექსტრემი და ამის გამო ბევრჯერ საშიშ სიტუაციაშიც მოხვდა. ეს ზაფხული და შვებულება როგორც თავად ამბობს, ფაქომ, „დვიჟენიებში” გაატარა: არც ზღვაზე დასვენება დაიკლო, არც მთაში მანქანით სიარული და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მეტი არც ნაკლები, დათვსაც კი შეება, თუმცა, მას არც უკრაინელი ქალების „შებმა” უჭირს და არც სიმაღლიდან ხტომის ეშინია. ერთი კი უდავოა: ბევრი საინტერესო ამბავი აქვს თავს გადახდენილი, ცხოვრებაში უკან არც იხევს და დასახულ მიზანსაც ყოველთვის აღწევს.


ფაქო: როგორც იქნა, ოცნება ავისრულე – მანქანა ვიყიდე და ამ ზაფხულს ჩემი საკუთარი ავტომობილით „ვდვიჟენიობდი”. ყველგან ვიყავი, სადაც გზა მიდიოდა და არ მიდიოდა (იცინის). მივაჭერდი გაზს ფეხს და „ვუბერავდი“. მიყვარს მთებში და მიუვალ ადგილებში სიარული. საწყალი მანქანა შევიკალი ხელში, მაგრამ, რაც მართალია მართალია, ერთგულად მემსახურა. ბიჭები ხუმრობდნენ, ამ მანქანას ენა რომ ჰქონდეს, სულ კახურად გაგინებდაო (იცინის). რაჭაში, მდინარიდან მოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები. გვითხრეს, აქვე ულამაზესი ტბააო. ვიფიქრეთ, აქ ვართ და ბარემ ეს ტბაც ვნახოთო. მივედით, ვნახეთ ტბა. იქვე გზა ადიოდა. გავყევი, არადა საღამო იყო. ვიფიქრე, ახლა აქ თუ მგელი ან დათვი „გამეჩითა“, სად უნდა წავიდე-მეთქი. ამ ფიქრში, ისეთ ადგილას მივედი, გასასვლელი აღარ ჩანდა, გავიჭედე. სხვა გზა არ იყო, მეგობრები ხელით უნდა მოსწოლოდნენ მანქანას. არადა, შიშით კვდებოდნენ, ტყიდან მხეცი არ გამოვარდეს და არ დაგვგლიჯოსო (იცინის). მადლობა ღმერთს, იმ დღეს გადავურჩით დათვებისა და მგლების ნახვას. მაგრამ, ამ ზაფხულს დათვთან შეხვედრას მაინც ვერ ავცდი.

– სად ნახე დათვი და როგორ დასრულდა თქვენი პირისპირ შეხვედრა?

– რაჭაში, მონადირეებს წავყევი დათვზე სანადიროდ. ტყეში სატყუარა გააკეთეს და ხეზე დავსხედით, სპეციალურად გაკეთებულ ბუდეში. უნდა გენახათ, რა სასაცილო ვიყავი, ბარტყივით რომ ვიჭყიტებოდი ბუდიდან. მოკლედ, დათვს ველოდებით სულგანაბულები. მთვარიანი ღამე იყო. უცებ, ხმელი ტოტების ტკაცა-ტკუცი გაისმა და მივხვდი, დათვი მოდის. გავისუსე, სუნთქვა შევწყვიტე. შიშისგან კინაღამ გული წამივიდა.

– თოფი ხომ გქონდა?

– თოფი კი მქონდა, მაგრამ, ისე მეშინოდა, რისი მსროლელი ვიყავი? ვფიქრობდი, ვაი, შე საწყალო ფაქო, ეს სად კვდები, დათვის კლანჭებში უნდა გარდაიცვალო, ამხელა პოტენციის ახალგაზრდა კაცი-მეთქი (იცინის). ისე ვუჭერდი თოფს ხელს, კინაღამ გავღუნე. მონადირეებმა გადაუჩურჩულეს ერთმანეთს, დათვმა გეზი შეიცვალა, აქეთ აღარ მოდის და უნდა გავყვეთ კვალზეო. სულ გადავირიე. არადა, იმ ბუდეში ხომ არ დამტოვებდნენ ხეზე მარტოს?! მოკლედ, გავყევით დათვის კვალს და ბუნაგამდე მივედით. პირველად ვნახე ასე ახლოდან დათვი. კი ვესროლე, მაგრამ, უკან რომ მოვბრუნდი, ფეხები მიცახცახებდა. მონადირეები „მეკაიფებოდნენ“ მერე, დათვი რომ მობრუნდა, თქვა: ეჰ, ფაქო, ეს რა იკადრე, რა მიქენი, როგორ დამღუპე, მე ის დათვი აღარ ვარო (იცინის). მერე დაკლეს დათვი, გაატყავეს და შებრაწეს კიდეც უგემრიელესი მწვადები. მეც მივირთვი დათვის ხორცი და გემრიელადაც დავნაყრდი. ახლა კი მეცოდება, მაგრამ, თუ მონადირეობაზე გაქვს პრეტენზია, გულიც უნდა გაიმაგრო კაცმა, აბა, როგორ გინდა?!

– გოგონებთან არ მოგქონდა თავი შენი შუმახერობითა და მონადირული მონაცემებით?

– რა ვიცი, თავის გამოჩენა არ მიყვარს ხოლმე... ძალიან მიყვარს ზაფხული და, სულ მგონია, ეს სეზონი რომ დგება, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. თან, ხომ იცით, დასვენების სეზონი რომანტიკულ შეხვედრებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება. რომანტიკული შეხვედრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, თავგადასავლები არ დამიკლია. მიყვარს ადრენალინის შეგრძნება და ექსტრემალური სიტუაციები. სიმაღლეებიდან ხტომაც მიყვარს. ერთხელ აივანზე ვაპირებდი გადასვლას ხიდან. ავცოცდი და დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლიდან ისეთი გადმოვვარდი, მტრისას. ტოტი მოტყდა და რაკეტასავით დავეშვი მიწაზე.

– ხეზე რა გინდოდა, კარიდან არ შეგიშვეს?

– (იცინის) კარიდან კი შემიშვებდნენ, მაგრამ, დაბლა ძაღლები ჩხუბობდნენ და ვიფიქრე, ამათ დაგლეჯას, ავდგები და ხიდან გადავძვრები-მეთქი სახლში. 8 მარტი იყო და, რომ დავეცი მიწაზე და მივხვდი, ცოცხალი გადავრჩი, გავიფიქრე, დასწყევლოს ღმერთმა ქალების დღე-მეთქი (იცინის). თან, რომ ამბობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოვრება კადრებად გაგივლის თვალწინო, ასე კი არ მოხდა. იმდენ ხანს მოვფრინავდი, ვფიქრობდი, ვა, რამხელა მანძილი ყოფილა დედამიწამდე, რით ვეღარ მივუახლოვდი-მეთქი. მერე კი ისე მტკივნეულად მივუახლოვდი, ვფიქრობდი, ნეტავ კიდევ მეფრინა-მეთქი.

– ფაქო, შეყვარებული არ ხარ?

– იცით, როგორ სიტუაციაში ვარ? საკუთარ თავს რომ ვერ ვუტყდები და თან ვუტყდები; ვეკითხები, სიგიჟემდე გიყვარს თუ არა-მეთქი. ისე, დაკვირვების ობიექტი არის და მეც გაფართოებული თვალებით ვაკვირდები. საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, თუ მიზანს დავისახავ, იმას ყოველთვის ვაღწევ. მთავარია, მიზანი დასახულია და მიღწევას რაღა უნდა? (იცინის).

– ცნობილი სახე ხარ. ამით სარგებლობ ხოლმე?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არასდროს მისარგებლია ჩემი ცნობილობით. ერთადერთი, ვინც ამით ღიზიანდება, მამაჩემია. ვინმეს რომ აცნობენ, ეუბნებიან, ეს ფაქოს მამააო. ერთხელ, მოვდივართ. ერთი კაცი შეგვხვდა, რომელიც მამაჩემს კარგად იცნობდა, მე კი – არა. ვინც გვახლდა, იმან ასე გააცნო იმ კაცს ჩემი თავი: გაიცანი, ეს ფაქოს მამის შვილიაო. ამაზე სულ გადაირია მამაჩემი (იცინის). ქუჩაში რომ მივდივარ, გოგონები მცნობენ და წამიმღერებენ ხოლმე. ბათუმში რომ ვისვენებდი, სარფში წავედი საბანაოდ. იქ 5 წლის ქეთა გავიცანი. წყალში ვარ. მომიახლოვდა და მეკითხება, შენ ძალიან გავხარ ერთ ბიჭს, ტელევიზორში რომ ჩანსო. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. რა გქვიაო. ვუთხარი, ლევანი-მეთქი. გაეცინა, რატომ მატყუებ, იმას ფაქო ჰქვიაო. გოგონები უნდა გენახათ, თავს როგორ იწონებდნენ: შემომხედავდნენ, ჩაყვინთავდნენ და ელოდებოდნენ ჩემს რეაქციას. ვფიქრობდი, ნეტავ თავები არ დაიხოცონ წყალში და რაღას დავეძებ, მე ამათი გადამრჩენელი არ ვარ-მეთქი. (იცინის).

– რასთან ასოცირდება შენთვის ქალი?

– ქალი ჩემთვის წყალთან ასოცირდება. წყალი სიცოცხლისთვის ხომ აუცილებელია? ჰოდა, ასეა ქალიც. მე წყლის გარეშე ვერ ვძლებ და, შესაბამისად, ვერც ქალის გარეშე გავძლებ (იცინის). ერთხელ მე და ვახო ბიჭიკაშვილი ვართ კიევში. დედა, რა ქალები დადიან იქ!.. ფეხები კბილებიდან ეწყებათ და, თან, ვერ აარჩევ, ისეთი ლამაზები არიან. ქუჩაში მოვდივართ. გავიხედეთ, მოდის ორი მაგარი ქალი: ერთი მულატია, მეორე – ქერა ნაშა და შუაში მოჰყვებათ ზანგი კაცი. ყვავილი მეჭირა ხელში. ვახომ მითხრა, მიდი, აბა, თუ მაგარი ხარ, ამ ქალებს ეს ზანგი კაცი დააწერეო. რა პრობლემაა-მეთქი. ავდექი, გავიჭიმე და ამაყად გავემართე მათკენ. გოგონებმა იფიქრეს, ნეტავ რომელს მოგვართმევს ყვავილსო, მე კი იმ ბიჭს მივუახლოვდი, თვალები ავუჟუჟუნე და ნაზად ვუთხარი: აი, ეს თქვენ ჩემგან-მეთქი. იმ გოგონების სახე უნდა გენახათ. მერე ვამბობდი: ვა, აქ კაციც რა ადვილი შესაბმელი ყოფილა-მეთქი (იცინის).

– ამბობენ, ფაქომ უკრაინელი ლამაზმანები გადარია თავისი მამაპაპური მონაცემებითო. ეს როგორღა მოახერხე?

– ერთი ბარი იყო და იქ იკრიბებოდნენ გაურკვეველი წარმოშობის ახალგაზრდები. ასეთი წესი ყოფილა იქ: მიდიან 8-10 საათისთვის, ღამის პირველ საათამდე სვამენ და მერე იწყებენ ცეკვას და გიჟობას. მე რა ვიცოდი? რომ დავიწყე 8 სააათზე სმა, ხასიათზე მოვედი, ცეკვა მომინდა და წამოვხტი. გადაირივნენ – რა დროს ცეკვააო. ერთი კატასავით ქალი გამომეცეკვა. ისე იქნევდა წაგრძელებულფრჩხილებიან თითებს, ბეწვზე გადავრჩი დაპორჭყნას. გეუბნებით, ნამდვილი ქალი-კატა იყო. ჩემი მტერი მოხვდა იმის კლანჭებში (იცინის). ისე მაცეკვა, ნამდვილი გაორება დამემართა. ისე, ჩემი აზრით, ადრე უფრო ჭრიდა ქართული ტემპერამენტი უცხოეთში, ვიდრე ახლა, თუმცა, განსხვავებულები ნამდვილად ვართ უცხოეთში ქართველი მამაკაცები ჩვენი ტემპერამენტით. გოგონებმა მითხრეს, რაღაცნაირი განსხვავებულები ხართ ქართველებიო. ეტყობა, მართლა ასეა, თორემ, ხომ არ მომატყუებდნენ?! რომ „მარიაჟობენ“, ქართველ კაცებს რომ დაგვინახავენ რუსის ნაშები და ეგრევე ეცემიანო, ასე ნამდვილად არ არის. ისე, ყურადღებას რომ ვიქცევთ და მართლა განსხვავებული ტემპერამენტის მატარებლებიც ვართ, ეს უდავოა, ამას ვერავინ წაგვართმევს.


скачать dle 11.3