კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უწოდა ნიკოლას ქეიჯთან დაქორწინებას ლიზა მარია პრესლიმ და რატომ ითვლება დრიუ ბერიმორისა და ტომ გრინის განქორწინება ყველაზე ტრაგიკულ გაყრად


ის ფაქტი, რომ ვარსკვლავებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი, ეჭვს არ იწვევს. მათაც, როგორც ყველა ჩვენგანს, აქვთ სისუსტეები და კომპლექსები, თუმცა ზოგიერთ ასპექტში ისინი მართლაც, გამორჩეულნი არიან. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქორწინება სულ რაღაც ორ დღეს გასტანს, ან, უარეს შემთხვევაში რამდენიმე საათს. წარმოუდგენელია, ხომ?! მსახიობებისთვის და მომღერლებისთვის კი ასეთი ცხოვრების რიტმი იშვიათი არ არის.

ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვარსკვლავური ქორწინება არის იტალიური მუნჯური კინოს ვარსკვლავის, რუდოლფ ვალენტინოს დაქორწინება კინოვარსკვლავ ჯინ ეკერზე 1919 წელს. მათმა კავშირმა მხოლოდ ექვს საათს გასტანა. საქორწინო ცერემონიის შემდეგ ჯინი სასტუმროს ნომერში ჩაიკეტა და უარს აცხადებდა ოთახში „ახლად გამომცხვარი“ ქმრის შეშვებაზე. შედეგად, მეორე დღესვე გაფორმდა განქორწინების საბუთები და ვალენტინო-ეკერის კავშირი დასრულდა.

სკანდალური პოპ-მომღერლის, ბრიტნი სპირსის ქორწინებამ ამერიკელ მსახიობთან და ბავშვობის მეგობართან, ჯეისონ ალექსანდერთან, 55 საათს გასტანა. ისინი 2004 წლის იანვარში შეუღლდნენ და მხოლოდ ორი დღე იცხოვრეს ერთად. მოგვიანებით ამ ქორწინებას ბრიტნი სპირსმა ასეთი შეფასება მისცა: „ხუმრობა, რომლითაც ძალიან შევტოპე“.

აწ განსვენებულმა ჰოლივუდის ლეგენდა დენის ჰოპერი და ჯგუფ „მამას ენდ პაპას“ წევრი მიშელ უილიამსი 1970 წელს დაქორწინდნენ და მხოლოდ 8 დღე იცხოვრეს ერთად. დენისმა და მიშელმა ერთმანეთი ფილმ „უკანასკნელი ფილმის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. დენისი მთავარი როლის შემსრულებელი და რეჟისორი იყო, ხოლო მიშელისთვის ეს იყო პირველი კინოროლი. მოგვიანებით მიშელი იხსენებდა, რომ ეს იყო საუკეთესო რვა დღე მის ცხოვრებაში.

ამერიკელმა მოდელმა და ტელევარსკვლავმა კარმენ ელექტრამ და NBA-ს ვარსკვლავმა, „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა დენის როდმანმა ქორწინებაში 9 დღე იცხოვრეს. ისინი 1998 წელს დაქორწინდნენ და სპორტსმენის აგენტის თქმით, მას შემდეგ განქორწინდნენ, რაც დენის როდმანი გამოფხიზლდა. ადვოკატების თქმით, შეუღლების პროცესში როდმანი არაადეკვატური იყო და ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს, იგივე ითქმის კარმენ ელექტრაზეც. თუმცა, რატომ დასჭირდა ახალშეუღლებულ ვარსკვლავებს ცხრა დღე გამოსაფხიზლებლად, დღემდე უცნობია.

მექსიკური ფესვების მქონე ამერიკელმა მსახიობმა მარიო ლოპესმა და 1996 წლის „მის ამერიკამ“ და მსახიობმა ალი ლანდრიმ ერთად მხოლოდ 2 კვირა იცხოვრეს (2004 წლის აპრილში) და მას შემდეგ განქორწინდნენ, რაც ალიმ მეუღლე ღალატში გამოიჭირა.

კომედიური მსახიობი კრის კეტენი და მოდელი სანშაინ ტატი 2008 წლის ივნისში დაქორწინდნენ და ერთად მხოლოდ ორი თვე იცხოვრეს.

ერთი თვით მეტი გაძლეს ერთმანეთთან ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიკოლას ქეიჯმა და „როკ-ენ-როლის მეფის ქალიშვილმა, ლიზა-მარია პრესლიმ. ლიზას, მანამდე, ცხრათვიანი ქორწინება აკავშირებდა პოპის მეფე მაიკლ ჯეკსონთან, ხოლო ქეიჯთან ქორწინებას მან „თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა“ უწოდა.

ამერიკელმა ქანთრი-მუსიკოსმა კენი ჩესნიმ და ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელმა, ოსკაროსანმა რენე ზელვეგერმა ქორწინებაში 4 თვე იცხოვრეს. მათი განშორების ძირითად მიზეზად „ქორწინების მიზნის გაუგებრობა“ ითვლება.

ზუსტად ამდენი იცხოვრეს ერთად ჯენიფერ ლოპესმა და მოცეკვავე კრის ჯადმა. საინტერესოა, რომ განქორწინებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯენიფერი ირწმუნებოდა, რომ ერთადერთი, რაც მას სჭირდებოდა ცხოვრებაში, ეს იყო კრისის სიყვარული.

ხუთი თვე იცხოვრეს ერთად ამერიკელმა მსახიობმა დრიუ ბერიმორმა და კანადელმა კომიკოსმა ტომ გრინმა. მათი დაშორება ჰოლივუდში ყველაზე ტრაგიკულად ითვლება, რადგან განქორწინებისთანავე დრიუს სახლი დაეწვა, ხოლო ტომს კიბო აღმოაჩნდა. ამაზე ოდნავ ნაკლებხანს გაძლო დრიუმ თავის პირველ მეუღლესთან, ირლანდიური ბარის მფლობელთან, ჯერემი ტომასთან – 1994 წელს 19 წლის დრიუ ცოლად გაჰყვა ბარის მფლობელს და ექვსი კვირის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

„ფლეიბოის“ ლეგენდამ, პამელა ანდერსონმა და მუსიკოსმა კიდ როკმა ერთად ხუთი თვე იცხოვრეს. ისინი 2006 წელს დაქორწინდნენ, ხოლო განქორწინება მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს. კიდ როკი პამელას რიგით მეორე ქმარი იყო მუსიკოს ტომი ლის შემდეგ, რომელთანაც პამელამ სამი წელი იცხოვრა. პამელას მესამე ქორწინება ასევე ხანმოკლე აღმოჩნდა – პოკერის მოთამაშე რიკ სოლომონთან მან ექვსი თვე იცხოვრა კანონიერი მეუღლის სტატუსით.


скачать dle 11.3