კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ პატიობს გია სურამელაშვილი საყვარლებსა და მეგობრებს და რა ბინძური ხერხით მოიშორა მან ცოლი თავიდან


ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული, პოპულარული ადამიანი ბევრია ჩვენ გარშემო, მაგრამ ნაკლებად თუ ვიცით, რაში არ უმართლებთ მათ. ჩვენ შევეცდებით, ეს ადამიანები სწორედ ამ კუთხით დაგანახვოთ. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი საყვარელი რესპონდენტი გია სურამელაშვილია.


– შენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად მოხდა – ერთ დღეს შეხვდი ქალს და მეორე დღეს შენი ცოლი გახდა. ასეთ გადაწყვეტილებებს, ხშირ შემთხვევაში, გაუგებრობები მოსდევს. ასე არ არის?

– რასაც ვერ წარმოიდგენ, სწორედ ის ხდება. თან, ეს იმდენი ხნის წინ მოხდა, აღარც კი მახსოვს, ბევრად ადრე, სანამ პოპულარული გავხდებოდი. სამაგიეროდ, ძალიან ლამაზი, მაგარი ტიპი ვიყავი, ყოველთვის გამომწვევად, ექსტრავაგანტურად ვიცვამდი და ჩემზე ყველას ელეთმელეთი მოსდიოდა. მაიას ორჯერ თუ სამჯერ ვყავდი ნანახი. ბევრნი იყვნენ. რომ დამინახეს, გაითიშნენ. იმ პერიოდში არანაირად არ ვაპირებდი არც დაოჯახებას და არც არაფერს. ყველაფერი მართლაც უცებ მოხდა. რომ გითხრა, ვიღაცაზე ვენებს ვიჭრიდი-მეთქი, ასე არასდროს მყვარებია.

– რატომ არ აეწყო ეს ურთიერთობა ისე, როგორც გინდოდა, რომ ყოფილიყო? ვიცი, რომ მაია შენზე ასაკით უფროსი იყო და, თან, არც სიყვარული ყოფილა. კიდევ, რამ შეგიშალათ ხელი?

– ჩემი სასიმღერო კარიერა დაიწყო და ეჭვიანობის ნიადაგზე დაინგრა ოჯახი. ჩვენს ოჯახში ყოველთვის არასასიამოვნო ამინდი იყო. დედაჩემი ვერ შეეწყო ჩემს ცოლს, მაგრამ, არც ეს იყო მთავარი. მაიას სახლი ჰქონდა ქობულეთში და, შეიძლებოდა, აქ თუ არა, იქ მაინც გვეცხოვრა. ასეც მოხდა, ორი წელი ერთად ვიყავით. ბავშვი ხან აქ იყო, ხან – იქ. თუ კარგი სიტუაციაა, ურთიერთობაში სადღაც მაინც გამოანათებს მზე, მაგრამ, სიყვარული არ იყო. მიუხედავად ამისა, მინდოდა, რომ ბოლომდე ერთად ვყოფილიყავით – არავის უნდა, ოჯახი დაანგრიოს.

– როგორც ჩანს, აქ დედის ფაქტორიც იყო.

– რა თქმა უნდა. მეც ყოველთვის მქონდა ოჯახში გავლენა და დედასაც. დედაჩემს ისე ვუყვარდი, მის სურვილებსა და პრინციპებს ვერ გადავაბიჯებდი. ის სიყვარული არ მქონდა, რაც ოჯახს სჭირდება, ხომ გესმის?

– ყველაზე ცუდად თავი როდის გიგრძნია?

– აი, ამწუთასაც მე ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან შეხლა-შემოხლა მომივიდა. არის რაღაცეები, რასაც ვერ აპატიებ ადამიანს, ამიტომ, ამ ადამიანთან ურთიერთობა დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა და ვენებს ვიჭრიდი-მეთქი, მაგრამ, შეიძლებოდა, ყველაფერი ძალიან ლამაზად აწყობილიყო და გაგრძელებულიყო. არადა, ახალი დაწყებული მქონდა ურთიერთობა და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. თუ აპატიე, შეიძლება, ბოლომდე ასე გაგრძელდეს, მაგრამ, რატომ? რა ძალა მადგას, მე, გია სურამელაშვილს?! ბუღალტერი ან ინჟინერი ხომ არ ვარ?! ვიცი, რომ მე ვარ მართალი. ვერაფრით ვერ გადავაბიჯებ ჩემს პრინციპებს, ვერ გაპატიებ იმას, რაც არ არის საპატიებელი და არც მე გთხოვ, მაპატიე-მეთქი. უმძიმესი ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურები. ახლა ვზივარ, გესაუბრები და მტკივა, რომ პატიება ვერ შევძელი, თორემ, სიყვარულში ყველაფერი მოდის – გაბუტვა, წყენა...

– რატომ არ გამოგდის ქალებთან ურთიერთობა? არადა, ძალიან მეგობრული ხარ. როგორც ჩანს, ბედი არ გწყალობს.

– ვერ გეტყვი, რატომ ხდება ასე. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბედი მაგათ არ სწყალობთ, თორემ მე მწყალობს.

– შენს ცხოვრებაში იყო მართლაც ძალიან ცუდი პერიოდი, როცა დედა გარდაგეცვალა.

– დედაჩემის გარდაცვალება ყველაზე მძიმე და, რაც მთავარია, მოულოდნელი იყო ჩემთვის, თორემ, როცა ადამიანი ავადმყოფობს, უკვე შეგუებული ხარ იმ აზრს, რომ მალე აღარ იქნება. ერთი წლის მერე შევეგუე ამ ამბავს. ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყო. „დარტყმები“ ჩვეულებრივ ადამიანებში ხდება და მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. თუ ოდესმე გონზე მოვიდოდი, არავის ეგონა. არანორმალურ განცდებში ვიყავი, საერთოდ გავითიშე ცხოვრებიდან. ჩემთვის არც ახალი წელი იყო და არც არაფერი, სიმღერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საერთოდ, თუ სიმღერას დავიწყებდი, ესეც არ მეგონა, იმდენად დიდი დარტყმა მივიღე. მერე ბებია გარდამეცვალა, ჩემი შვილი დაიჭირეს, საყვარელ ადამიანს დავშორდი... ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო. დედაჩემი ჩემთვის უახლოესი მეგობარი იყო. ძალიან მიჭირს მასზე საუბარი. დღე არ არის, რომ არ გამახსენდეს, მის სურათს არ შევხედო. ერთი დღე არ დაველაპარაკე გულში და მაშინ მომივიდა ავარია, მე ვიჯექი საჭესთან. დღესდღეობით მე რომ კარგად ვარ და წარმატებული, უფრო მეტად მტკივა გული, რადგან ამას დედაჩემი ვერ უყურებს. მას ყველაზე მეტად გაუხარდებოდა.

– მამაზე არასდროს საუბრობ. რატომ?

– მამაჩემს დიდ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ დედა არანორმალურად უყვარდა.

– როგორ ცდილობ ხოლმე, გვერდი აუარო უსიამოვნო სიტუაციებს, დაძაბულობას, აგრესიას?

– ადამიანი თვითონ იქმნის პრობლემებს. მე ვცდილობ, რომ არ შევიქმნა. გვერდში ყოველთვის მყავს ის ადამიანები, ვინც არასდროს მიქმნიან პრობლემებს. ყველას ვუყვარვარ. შენც ხომ გიყვარვარ? გადაბმული მეგობრები არ ვართ, მაგრამ, ვიცი, რომ გიყვარვარ. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც შეცდომებზე სწავლობს – ვცდილობ, შეცდომა აღარ დავუშვა. შეცდომები ჩემთან მოსდით. შემიძლია, ადამიანი ძალიან ადვილად დავკარგო, რადგან, ზუსტად ვიცი, ის კიდევ ჩაიდენს იმავეს და, რატომ უნდა ავიტკიო აუტკივარი თავი და ნერვები ვიშალო?

– მოდი, შენს კარიერაზეც ვისაუბროთ: სიმპათიური, ექსტრავაგანტური, დახვეწილი მანერები, სასიამოვნო საუბარი და ხმის ტემბრი... მაგრამ, არიან ადამიანები, ვისაც არ სიამოვნებს შენი სიმღერა, ზოგი ცოტა ირონიული თვალითაც გიყურებს. შენს ყურამდე ჯერ არ მოსულა, რას ლაპარაკობენ კულუარებში გია სურამელაშვილზე?

– როცა ოც და ოცდაათ კაცში გამორჩეული ხარ, რა თქმა უნდა, გულზე არ დაეხატები ბევრ კოლეგას. ჩემთვის ბარიერი არ არსებობს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამ საქმიდან შედეგი მოდის. მე მაინც ვფიქრობ, რომ კარიერაში უფრო გამიმართლა. პირადი ცხოვრება მაინცდამაინც არ გამომდის და რა ვქნა? პირადსა და კარიერას ერთმანეთს ვერ ვუთავსებ. მაინც, მირჩევნია, რომ არავინ მიყვარდეს და ჩემი საქმე ვაკეთო. აღარ ვარ 20 წლის ბიჭი. უკან რომ ვიხედები, დიდად არც ვგიჟდები იმ წლებზე. ასე თუ ისე, რაღაც დრო ყოველთვის გრჩება ადამიანს, თუნდაც ღამე, ძილის წინ, თავს ბალიშზე რომ დადებ, იფიქრო. მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რაც არ გამოგდის, იმას არ უნდა ეპოტინო. რაც შეეხება სიმღერას, ვისაც არ უნდა, ნუ მომისმენს. მე რა, ყველას ვუსმენ? მაგრამ, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ მაინც მისმენენ.

– შვილთან მიმართებაში არის რამე ისეთი, რაც გინდა, რომ ჰქონდეს და ვერ უსრულებ?

– რასაც მთხოვს, ყველაფერს ვუსრულებ. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ შეყვარებულს ვითომ ჩემ გამო დაშორდა – მე დავიწუნე და ეს ეწყინა. რომ გითხრა, ჩემი შვილის ცხოვრებაში არ ვერევი-მეთქი, სისულელე იქნება. როგორ შეიძლება, მშობელი შვილის ცხოვრებაში არ ჩაერიოს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მართლა არაფერ შუაში ვიყავი. მისი სურათი ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა და მაშინ ვნახე. ნამდვილად არაფერი ჰქონდა დასაწუნი.

– არ აპირებ, პირად ცხოვრებას მიხედო? თუ ასე გაგრძელდება?

– წეღან რომ გითხარი, ერთ ადამიანთან ურთიერთობა დავამთავრე-მეთქი, იმ დღეს მეგობარიც დავკარგე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი, სიტუაცია გაქარწყლებულიყო და უფრო მშვიდი საღამო ყოფილიყო, მაგრამ, ამას მაინც ვერ გავექეცი. ღამის 2 საათზე მოხდა ის, რასაც მთელი დღის განმავლობაში გავურბოდი.

– ასე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კარგო მეგობრები, მართლა ძნელია.

– ეს, შეიძლება, ორ-სამ წელიწადში ერთხელ მოხდეს.

– მითხარი ყველაზე ბინძური ჭორი, რაც საკუთარ თავზე გაგიგია.

– მე ყოველთვის ვარ ვიღაცის ჭორაობის საბაბი. თუ ადამიანი არაფერს წარმოადგენ, შენზე არც ლაპარაკობენ. არ ვმღეროდი, მაგრამ, მაინც ლაპარაკობდნენ: ცხვირი გაუკეთებია, ახლა ტუჩები დაუბერავს... უნდათ და ილაპარაკონ. პირიქით, მოხარული ვარ, მაგრამ, არაფერი მაქვს გასაკეთებელი და რა გავიკეთო? დედაჩემმა ასეთი გამაჩინა. თუ თავს ვუვლი, ეს ჩვეულებრივი ამბავია – ადამიანმა თავს უნდა მოუაროს, არაჩვეულებრივს არაფერს ვაკეთებ. ერთხელ გავიგე, ვითომ, ჩემი ცოლი, რომელიც ფილარმონიაში ერთ-ერთ კონცერტზე შემოვარდა და სკანდალი მომიწყო, ვიღაცეებს მუხათგვერდის სასაფლაოზე ავაყვანინე და ცოცხლად დავამარხვინე. არადა, დღემდე ცოცხალია. შანსი არ არის, რაც უნდა ცუდად იყო, მეგობარს ან ცოლს, ამას ვერ გაუკეთებ. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის დედას როგორ გავიმეტებდი ასე! რამე არ მსიამოვნებს?! – გავცილდები და მორჩა. დავცილდი კიდეც. იმ პერიოდში გვქონდა ცუდი ურთიერთობა, თორემ, დღეს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაშინ მან ამისთვის მიიღო პასუხი. ახლა რომ მახსენდება, ჩვეულებრივად აღვიქვამ.


скачать dle 11.3