კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო ყველაზე დიდი შოკი „მის საქართველოსთვის“ და რა შეზღუდვები არ უნდა დაუწესონ მას


20 სექტემბერს ბათუმის „შერატონში“ კონკურსი „მის საქართველო 2010“ ჩატარდა, რომლის გამარჯვებული 20 წლის, მშვენიერი დეა არაყიშვილია. როგორც შევიტყვე, დეამ, რომელიც ძალიან ჭკვიანი გოგონაა, ჟიური, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მშვენიერი გარეგნობთ მოხიბლა, მაგრამ არც მისმა ინდივიდუალიზმმა, ერუდიციამ, თავდაჭერილობამ და ცეკვის ნიჭმა დატოვა ჟიურის წევრები გულგრილი. „მის საქართველო“, ძალიან საყვარელი გოგონაა და იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც გარშემო მყოფთა მოხიბვლას ადვილად ახერხებენ. მე მას კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას და ცხოვრებაში კიდევ უფრო ბევრ, წარმატებას ვუსურვებ.



დეა არაყიშვილი: არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. მაშინვე ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა, რადგან შოკში ვიყავი. ახლა ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ „მის საქართველო“ ვარ და არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება. რაც მთავარია, ამ ტიტულის ტარება გარკვეული პასუხისმგებლობაა და არცთუ ისე ადვილი. უკვე აჩქარდა ჩემი ცხოვრების ტემპი, ადრე შემეძლო რაღაცეები გადამედო, ჩემი სურვილისამებრ, ხასიათის მიხედვით. ახლა წუთებშია ყველაფერი გათვლილი, ყველგან მაგვიანდება და სულ მსაყვედურობენ.

– ალბათ, უფრო თავდაჯერებული გახდი, მეტად დააფასე საკუთარი თავი.

– თავდაჯერებულობა ნამდვილად მომემატა. ძალიან თვითკრიტიკული ვიყავი, ახლა უკვე ვცდილობ, თავიდან მოვიშორო ზედმეტი კრიტიკულობა. ეს ბევრ რამეში მიშლიდა ხელს. ახლა უფრო მეტად მჯერა საკუთარი თავის, შესაძლებლობების და ეს განსაკუთრებით გამომადგება, როდესაც „მის მსოფლიოზე“ წავალ.

– რა არ მოგწონდა?

– საკუთარ თავში, ყველა დეტალში ვპოულობ ისეთ რაღაცას, რომ გავაკრიტიკო. როცა სარკეში ვიხედები, შეიძლება, მთლიანობაში კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ არის მომენტი, როდესაც ვფიქრობ, რომ სხეულის რომელიღაცა ნაწილს გადავიკეთებდი. არ მომწონს, გადავწყვეტ ოპერაცია უნდა გავიკეთო-მეთქი, მაგრამ აქამდე არ მივდივარ. ეს, ალბათ, უფრო განწყობაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გავიღვიძებ და ჩავიხედავ სარკეში. ჩემს ხასიათშიც ბევრი რამ არ მომწონს, ვცდილობ, გამოვასწორო. რაღაცეები უკვე გამოვასწორე და იმედია, ნელ-ნელა ხასიათიც დამეხვეწება.

– საკმაოდ მხიარული ბავშვი იყავი, მშობლებისგან განებივრებული...

– მამიკოს ნებიერა ვიყავი ყოველთვის. ვერ ვიტან და არ მომწონს, როდესაც ვიღაცას რაღაც უვარდება თავში და თვითონ ამას როგორ გავაკეთებ?! ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, წარმატებამ არ შემცვალოს, ისევ ისეთი ვიყო. საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, შეიძლება, უცებ შემეცვალოს – უაზრო დეტალმა შეიძლება ისე „დამგრუზოს“, რომ მერე ორი დღე ვცდილობდე ხასიათის გამოსწორებას. ან შეიძლება, უაზრო რაღაც მეწყინოს და ამაზე ორი დღე ვიტირო. ადვილად არ გამოვდივარ წყობიდან. ერთადერთი ადამიანია ჩემი ძმა, ზაქრო, რომელსაც წყობიდან გამოვყავარ. უცხო გარემოში წყენას, გაბრაზებას უფრო მშვიდად გამოვხატავ. მე და ჩემს ძმას ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ ხშირად ვჩხუბობთ.

– სად სწავლობ?

– ჯავახიშვილში ვსწავლობ. დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. სულ მინდოდა აქ სწავლა, თან ყველა მეუბნებოდა, კარგი გარეგნობა გაქვს, დიპლომატიური ურთიერთობების დროს ეს აუცილებლად გამოგადგებაო. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე გამოცდები, ლექტორები მეუბნებოდნენ, წინ დაჯექი, შენ დიდი პერსპექტივა გაქვს, რომ ამ სფეროში ბევრს მიაღწიოო.

– რადგან მომავალი დიპლომატი ხარ, ალბათ, ამიტომ გიტაცებს სხვადასხვა ენების შესწავლა.

– ოთხი ენა ვიცი – რუსული, ინგლისური, გერმანული და არაბული. არაბულის სწავლა რთული იყო, მაგრამ ვიცი, მომავალში გამომადგება. ამიტომ, საკუთარი სურვილით ვისწავლე. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, როცა რაღაცას დავისახავ, თავს დავაკლავ და მაინც მივაღწევ.

– გადაცემა „ეტალონის“ გამარჯვებულიც ხარ.

– კი. გავიმარჯვე. როდესაც მაქებენ, ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ჩემებს სულ ვეჩხუბები, ჩემს წარმატებებზე ნუ ლაპარაკობთ-მეთქი, კარგი გარეგნობა ბევრ რამეში გიწყობს ხელს, მაგრამ მთავარი საფუძველი მაინც ინტელექტი, გონებრივი განვითარებაა.

– გატაცებები თუ გაქვს?

– ფიტნესი ჩემი სტიქიაა, განსაკუთრებით ბოლო დროს, ყოველდღიურად რომ ვხედავ შედეგს. ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია სხეულისთვის, სულისთვის, ამიტომ, ფიტნესი უფრო და უფრო მიტაცებს.

– როგორ გახდი მოდელი?

– უნივერსიტეტში ვიყავი, დამინახა ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა, დიდი ხნის განმავლობაში მეუბნებოდა, მოდი სააგენტოშიო. არ მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ ბოლოს ფსიქოლოგიურად ისე დამამუშავა, რომ მივედი და დავრჩი. მრავალფეროვნება შევიტანე ჩემს ცხოვრებაში, მანამდე იყო: უნივერსიტეტი – სახლი – წიგნები. მერე სააგენტოში მივდიოდი, ვვარჯიშობდი, ჩვენებებში ვიღებდი მონაწილეობას.

– როგორც ვიცი, „მის საქართველოზეც“ შემთხვევით მოხვდი.

– ერთ დღეს „ბასეინზე“ ვიყავი, სწორედ იქ მოვიდნენ კონკურსის მონაწილეები, ქასთინგებიც უკვე დამთავრებული იყო. მათმა მასწავლებელმა მკითხა, რატომ არ იღებ კონკურსში მონაწილეობას, იქნებ გეცადა ბედიო. თავიდან უარი ვთქვი, მერე ჩემს მეგობრებს რომ მოვუყევი, მითხრეს, მიდი აუცილებლადო. მეც სახლში გავაანალიზე – რა მოხდა, რას ვკარგავ, უფრო დავიხვეწები, გამოცდილებას შევიძენ-მეთქი. ასე, დიდი მიზნების გარეშე, მოვხვდი კონკურსზე და უცებ აღმოვჩნდი პირველ ადგილზე. ამიტომ იყო ჩემთვის გამარჯვება დიდი შოკი. არც ველოდებოდი და ამის ამბიციაც არ მქონდა.

– სხვა დროსაც თუ მიგიღია სილამაზის კონკურსში მონაწილეობა?

– თურქეთში ვიყავი დასასვენებლად და მოულოდნელად აღმოვჩნდი სილამაზის კონკურსზე. იქაც დამინახეს, წამიყვანეს და პირველ ადგილზე გავედი. სხვათა შორის, სულ მოულოდნელი რაღაცეები მატყდება თავს. მეუბნებიან, იღბლიან ვარსკვლავზე ხარ დაბადებულიო. ხალხი წვალობს, ქასთინგებზე დადის, მე კი უცებ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდები და მერე უკვე რაღაცეებში მიმართლებს.

– ავტომობილის ტარება იცი?

– არა. ჩინეთიდან რომ ჩამოვალ, ვისწავლი. მამა მპირდებოდა ყიდვას, მაგრამ ჯერ მართვის მოწმობა აიღეო. არ მენდობა, არ დაგსვამ საჭესთანო. როცა მოვიპოვებ ნდობას, დამსვამენ, ალბათ.

– დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

– კი და ამაში ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. ჩემს საქმეში არ ერევიან და იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ჩემს ცხოვრებას ეხება – თვითონვე ვიღებ.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– მამაკაცის შეფასებისას, გარეგნობას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. თუმცა, მონსტრი არ უნდა იყოს. ერთადერთი მოთხოვნა ის მაქვს, რომ ჩემზე დაბალი არ იყოს. ამ მხრივ, დასვენებული ვარ, ძირითადად მაინც ჩემზე მაღლები მაკითხავენ – კალათბურთელები, მორაგბეები. თუმცა, სერიოზული ურთიერთობები არ მაქვს, ჯერჯერობით არც ვფიქრობ და პრინციპში, არც მინდა. არც აქამდე ვაპირებდი გათხოვებას, ან სერიოზული ურთიერთობის დამყარებას. ჯერ უნდა ვისწავლო. ახლა კი „მის საქართველო“ ვარ და ერთი წელი ვერ გავთხოვდები. მოკლედ, 2-3 წელი არაფერს ვაპირებ. მთელი ცხოვრება ძალიან მკაცრ ადამიანთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. შეზღუდვებს ვერ ავიტან, საკუთარ თავს ისედაც ბევრ შეზღუდვას ვუწესებ და აღარ მჭირდება, ვინმემ კიდევ რამე დამიმატოს. ყველაფერს თვითონ ვარეგულირებ, ვიცი, სად, რა და როგორ. ამიტომ, არ მჭირდება მიმითითოს – ეს არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდეო. ისე არ მოვიქცევი, რომ შენიშვნა დავიმსახურო. მშვიდი უნდა იყოს. მოვკვდები და ვერ ვიცხოვრებ ისეთ ადამიანთან, რომელიც სახლში დაიყვირებს. ამას არ ვარ მიჩვეული. მშობლებისგან სხვანაირად ვარ გაზრდილი. ქმრისგან, შეყვარებულისგან ვერ ავიტან ხმამაღალ სიტყვას.


скачать dle 11.3