კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება საქორწინო ბეჭდის თხოვება ან გაჩუქება და როგორ შევინარჩუნოთ სასურველი თანაცხოვრება რჩეულთან უძველესი წესებით


ქორწილის დღე ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია. და თუ ამის შემდეგ ცხოვრება რჩეულ მეორე ნახევართან იდილიურად წარიმართა, ამბობენ, გამართლებული ქორწინებააო. უძველესი დროიდან არსებობს წესები, რომლებიც ყველა ნეფე-პატარძალმა უნდა დაიცვას, რათა მათ შემდგომში შესაძლო უსიამოვნებებს აარიდონ თავი. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზი ამბობს, ქორწინება მხოლოდ ზეცაში არ წყდება, ამასთან დაკავშირებული არაერთი ეზოთერიკული წესი არსებობს, რომელიც ბედნიერი ქორწინების გარანტია, ხოლო, რაც შეეხება ორსულობას, ამ დროს ქალს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა დაიცვას როგორც საკუთარი, ისე თავისი მომავალი შვილის ჯანმრთელობა გარშემო მყოფების ავი თვალისა და გათვალვისგან.


ნაზი: ქორწინება ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული ნაბიჯია. ქორწილის ულამაზესი დღე ცნობიერებაში ყველაზე ლამაზ და ბედნიერ დღედ რჩება. ბევრმა, ალბათ, არც კი იცის, რომ არსებობს უძველესი დროიდან შემორჩენილი და გავრცელებული წესები და რჩევები, რომლებიც ბედნიერი თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და მათი დაცვა სწორედ ქორწილის დროს ხდება. პირადად მე მსგავს საკითხებში კარგად ვერკვევი და, თუ გსურთ, თქვენს რჩეულ და საყვარელ ადამიანთან სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვროთ და იოლად აიცილოთ პრობლემები, გირჩევთ, ეს წესები გაითვალისწინოთ.

– კონკრეტულად რისი გათვალისწინებაა ამისთვის საჭირო?

– ქორწილის დღე საოცარი რიტუალია და, როგორც ამბობენ, არ არსებობს ულამაზო ნეფე-პატარძალი. რაც შეეხება წესებს, რომლებიც ქორწილის დღეს უნდა დაიცვას შეყვარებულმა წყვილმა, ოდითგანვე არსებობდა და მას არაერთ ცივილიზებულ ქვეყანაში დღესაც ზედმიწევნით იცავენ. მე ყოველთვის ვამბობ, ამ წესებს რომ იცავდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ცხოვრობდნენ ბოლომდე მშვიდად. ახლა კი, გადაიხდიან ქორწილს და მეორე დღეს შორდებიან – აბა, ეს ნორმალური საქციელია?! თან, თუ გიყვარს და ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს დგამ, ოჯახს ქმნი, ხარჯს წევ და ახლობლებს ეპატიჟები, რომ შენი ბედნიერება გაიზიარონ, რა ხდება მეორე დღეს? რა, ასე მალე მთავრდება სიყვარული და აღფრთოვანება? ამაზე არავინ ფიქრობს და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი ხელის მოსმით შექმნილ-დანგრეული ოჯახები ხომ ტრაგედიაა და, თუ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეგვიძლია, რატომ არ უნდა გავანდოთ და გავუზიაროთ წინაპრების გამოცდილება ახალგაზრდებს?! ზოგი იმასაც ამბობს, ეს ცრურწმენებია და თუ ადამიანი რამეს გადაწყვეტს, მას ვერანაირი რიტუალი და ნაცადი ხერხი ვერ შეაჩერებსო. დამერწმუნეთ, ასე ვინც ფიქრობს, ის ცდება. თქვენ ცრურწმენა დაუძახეთ და, სწორედ ეს ცრურწმენები თამაშობს გარკვეულ როლს იღბლიან და ბედნიერ ქორწინებაში. მაგალითად, ქორწინებამდეც და მის შემდეგაც, არ შეიძლება, საქორწინო ბეჭედი სხვა ადამიანმა მოირგოს თითზე. არც მისი თხოვება-გაჩუქება შეიძლება. არ დამავიწყდება, ჩემმა ძმამ რომ ცოლი მოიყვანა, დედამ ბეჭედი წაიძრო თითიდან და რძალს გაუკეთა. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ დედა არასწორად მოიქცა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ის ბეჭედი მამამ აჩუქა ნიშნობის დღეს. დედა არასდროს იხსნიდა ხელიდან და ამბობდა, ამ ბეჭედს საფლავში ჩავიტან, ისეთი ძვირფასია ჩემთვისო. ჩემმა ძმამ ცოლი რომ მოიყვანა, იმ მომენტში არ გვქონდა იმდენი საშუალება, ახალი ბეჭედი გვეყიდა და ამიტომაც აჩუქა მას დედამ თავისი. არ გავიდა ცოტა ხანი და დედა ცუდად გახდა. მაშინ ვერ მივხვდით მისი ავადმყოფობის მიზეზს, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ ბეჭდის გასხვისების ბრალი იყო. უბრალო დამთხვევა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სწორედ ეს მიზეზი იყო დედაჩემისთვის სავალალო შედეგის მომტანი. სულ რაღაც ექვს თვეში დედა გარდაიცვალა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, რომ თავისი საქორწინო თუ ნიშნობის ბეჭედი არავის არც აჩუქოს და არც ათხოვოს. ქორწილის დღეს კი ყველა ნეფე-პატარძალს უყურებს და, შესაძლოა, ამ დროს ერთმა ავმა მზერამ ან შურიანმა შეხედვამ ისინი გათვალოს. თავი რომ დაიცვათ, ქორწილის დროს, ნეფე-პატარძალმა ქინძისთავი ან გიშრის ქვა უნდა დაიმაგროს თვალშისაცემ ადგილას. ასე მარტივად ხდება თავდაცვა და ეს ყველა ახალდაქორწინებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს. როდესაც პატარძალი თავისი ბინიდან გადის, აუცილებლად უნდა გადაკოცნოს მშობლები, რათა მომავალში ისინი თავისი ბედნიერებით გაახაროს; ჯვრისწერამდე ან ხელის მოწერამდე კი პატარძალმა აუცილებლად ახალ სარკეში უნდა ჩაიხედოს, შემდეგ ეს სარკე საძინებელში, საწოლის ქვეშ დადოს – ეს მისი მეუღლესთან ერთად ბედნიერების, იდილიური და ჰარმონიული ცხოვრების გარანტია. ასევე, არ შეიძლება, სხვამ აიღოს ხელში საქორწინო თაიგული, სანამ მას სტუმრებს გადაუგდებს, რაც ხდება სუფრის დასრულების შემდეგ, მანამდე კი პატარძალმა თაიგული აუცილებლად უნდა დაიცვას სხვისი შეხებისგან. მაგრამ, თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ, შესაძლოა, ახალშეუღლებულები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ან მათ შორის მესამე პირი ჩადგეს. მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ, თუ თაიგული სიძის ნაყიდია, ის პატარძალმა არ უნდა ისროლოს, მას მხოლოდ მეჯვარის ნაყიდი თაიგულის გადაგდების უფლება აქვს ზურგს უკან.

– თუ სიძის ნაყიდი თაიგული ისროლა პატარძალმა ზურგს უკან, რა მოხდება?

– ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი მალევე დაშორდნენ. ჩემი მეზობლის გოგონა რომ თხოვდებოდა, ეს ყველაფერი ვუთხარი და გავაფრთხილე: ვიცი, შენი მეუღლე ყიდულობს საქორწინო თაიგულს და ის არ გადააგდო, შეინახე, თუ გინდა, რომ ბედნიერად იცხოვრო მის გვერდით-მეთქი. თავი დამიქნია, მაგრამ სუფრიდან რომ წამოდგა და შებრუნდა, ისეთი ძალით ისროლა თაიგული ხალხში, ძლივს დაიჭირეს. არ გავიდა სულ რაღაც ერთი წელი და რვა თვის ფეხმძიმე მიატოვა ქმარმა. მოდი ახლა და თქვი, რომ ეს ტყუილია. ფაქტია, ახლა ნანობს, რომ არ დამიჯერა, მაგრამ, გვიანაა, გენაცვალე. არ ვარგა, როცა ნეფე-პატარძლის შუაში დგებიან და ფოტოს ასე იღებენ – ესეც შესაძლო დაშორების ნიშნად ითვლება. კარგია, თუ დედამთილის ნაჩუქარ სარკეში ჯვრისწერის და ხელის მოწერის შემდეგ, ახალდაქორწინებულები ერთდროულად ჩაიხედავენ და გაიღიმებენ – ეს ბედნიერებისა და მომავალი მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. ძველად მიაჩნდათ, რომ ჯვრისწერის შემდეგ, ნეფე-პატარძალი მალევე არ უნდა დამჯდარიყო საქორწილო სუფრასთან, მათ ჯერ ბევრი უნდა ევლოთ სუფთა ჰაერზე, რითაც ავ და ბოროტ ძალებს გზა-კვალს უბნევდნენ. ეს უძველესი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. საქორწინო ტორტი კი აუცილებლად პატარძალმა უნდა დაჭრას, ხოლო დანაზე სიძესაც უნდა ჰქონდეს ხელი მოკიდებული. პირველი ნაჭერიც ერთი თეფშიდან უნდა ჭამონ, უფრო სწორად, პატარძალმა სიძეს თავისი ხელით უნდა აჭამოს ტორტის პირველი ლუკმა, სიძემ კი – პატარძალს. პირველ ღამეს კი ლოგინი გათხოვილმა, ბედნიერმა და შვილიანმა ოჯახის წევრმა უნდა გაუშალოს. ასე რომ, გირჩევთ, არ დაარღვიოთ ეს უძველესი ტრადიციები და თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ.

– ქალბატონო ნაზი, ამბობენ, განსაკუთრებული ყურადღება ორსულმა ქალმა უნდა გამოიჩინოს, რომ ავმა მზერამ მისი მომავალი შვილი არ დააზარალოსო. ეს რას ნიშნავს და როგორ უნდა დაიცვას თავი მომავალმა დედამ?

– მართალია, ორსული ქალი ძალიან ადვილად იღებს თვალს და, ისე შეიძლება გაითვალოს, რომ მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე აისახოს ეს ყოველივე. ამიტომ, ორსულმა ქალმა აუცილებლად უნდა ატაროს „ბულავკაზე” დაბნეული გიშრის თვალი. ოღონდ, ისეთ ადგილას უნდა დაიმაგროს ტანსაცმელზე, რომ ადამიანის მზერა ადვილად მოხვდეს. თუ ის გაიბზარა, აუცილებლად უნდა გადააგდოს და ახლით შეცვალოს. ეს გიშრის ქვა მშობიარობის დროსაც უნდა ჰქონდეს თან და იქამდე ატაროს, სანამ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ეყოლება.


скачать dle 11.3