კალათბურთი – კაბებში
ბელარუსის კალათბურთის ნაკრების გოგონები მსოფლიოში პირველები იქნებიან, რომლებიც კაბებით გამოვლენ ტოპ-ტურნირზე. მათ პლანეტის პირველობის წინ შეცვალეს ფორმის დიზაინი, რითაც ყურადღების ცენტრში მოექცევიან.
„სპორტში არის ასეთი გაგება: ეპატაჟი. მაგრამ, ჩვენ სულ სხვა მიზანი გვაქვს: გვსურდა, კალათბურთისთვის ახალი კონცეფცია, ახალი იმპულსი მიგვეცა“, – განაცხადა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ირინა ჟილაჩმა.
რეგლამენტი აიძულებს კალათბურთელ ქალებს, მაისურები შორტებში ჩაიტანონ. ამიტომ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან დადებითი შედეგის მიღწევა ადვილი არ იყო. მაგრამ ბელარუსის მხარის არგუმენტები დამაჯერებელი აღმოჩნდა.
აღვნიშნავთ, რომ 2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე რიგაში ბელარუსი კალათბურთელები სავარჯიშოდ კაბებში გამოწყობილები გამოდიოდნენ. „ევრო 2009-ზე“ ბელარუსის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა, 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში – მეექვსე ადგილზე გავიდა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხეთში, რომელიც 23 სექტემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, გუნდის მთავარი მიზანი მედლების მოპოვებაა.