კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეტეოდაკვირვებების ისტორიაში 2010 წლის ცხელი ზაფხული მხოლოდ მესამე ადგილზეა


„გასული წელი ყველაზე ცხელი იყო მსოფლიოში უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მაგრამ, მეტეოროლოგიური დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში უფრო მაღალი ტემპერატურაც იყო დაფიქსირებული,“ – ამტკიცებს ოკეანისა და ატმოსფეროს პრობლემების ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური სამმართველო.

როგორც ამერიკელმა ექსპერტებმა დაითვალეს, წყლისა და ხმელეთის ზედაპირების საშუალო ტემპერატურა წელს, ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში, 16,2 გრადუსი იყო ცელსიუსით. მთელი მეოცე საუკუნის საშუალო ტემპერატურა კი – 15,6 გრადუსი. თუ ავიღებთ მხოლოდ აგვისტოს მაჩვენებლებს, ისინი დაკვირვებების ისტორიის განმავლობაში მესამე ადგილზეა 1998 და 2009 წლების დონეების შემდეგ. ამასთან, ამერიკელების მონაცემებით, ყველაზე ცხელი რეგიონები აღმოსავლეთ ევროპა, კანადის აღმოსავლეთი პროვინციები და აღმოსავლეთ აზიის ცალკეული რაიონები იყო.

1979 წლიდან ამერიკელი მკვლევრები აკვირდებიან აგრეთვე ყინულის საფარის ზომებს პოლარულ მხარეებში. მათი მონაცემებით, არქტიკაში ყინულით დაფარული ტერიტორიის ფართობი აგვისტოში 6 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტოლი იყო, რაც 22 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ 1979-2000 წლების პერიოდისა. მაგრამ, ამავე დროს, ანტარქტიდაში ყინულის საფარი აგვისტოში იყო რეკორდულად დიდი – 4,1 პროცენტით მეტი, ვიდრე საშუალოდ 1979-2000 წლებში.

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ბიუროს მონაცემებით, რუსეთის ევროპულ ტერიტორიებზე გასული აგვისტო, ისევე, როგორც 2010 წლის მთელი ზაფხული, ყველაზე ცხელი იყო მთელი 130 წლის განმავლობაში. მეტეოდაკვირვებით, მთელ ზაფხულში ტემპერატურის მიხედვით ნორმაზე გადაჭარბებამ ცელსიუსით 5,3 გრადუსი შეადგინა, აგვისტოში საშუალო თვიურმა ტემპერატურამ 5,4 გრადუსით გადააჭარბა, ივლისში კი – 8 გრადუსით.


скачать dle 11.3