კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკელი ტყუპების ვოიაჟი კოსმოსში


ნათესაური კავშირი ახლა უკვე კოსმოსურ დონეზე გამყარდება. როგორც „ნასას“ საინფორმაციო სამსახური აცხადებს, მომავალ წელს დედამიწის ახლო ორბიტაზე ორი ტყუპი ძმა – 46 წლის ასტრონავტები, სკოტ და მარკ კელები „დასახლდებიან“.

სკოტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსულ ხომალდ „სოიუზით“ გაფრინდება, ხოლო მარკი იქნება იმ კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი, რომელიც კოსმოსში მომავალი წლის თებერვალში გაემგზავრება შატლის ბოლო პროგრამით.

ძმების შეხვედრა შედგება ორბიტალურ სადგურზე, სადაც სკოტი ექვს თვეს გაატარებს, ხოლო მისი უფროსი ძმა, მარკი, რომელიც თავის ძმაზე მთელი ექვსი წუთით უფროსია, მას ამხანაგებთან ერთად ესტუმრება და იქ ერთ კვირაზე მეტი ხნით დარჩება.

ძმები კელები გახდნენ პირველი ტყუპები, რომლებიც „ნასას“ ასტრონავტების ჯგუფში ჩაირიცხნენ. 1996 წლამდე ისინი სამხედრო-საზღვაო ავიაციაში მსახურობდნენ. ასტრონავტების რაზმში ჩარიცხვის შესახებ ძმებმა ერთად შეიტანეს განცხადებები და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ, რომ ორივე ჩაირიცხა. მარკი და სკოტი სტაჟიანი კოსმონავტები არიან: სკოტი უკვე ორჯერ იყო კოსმოსში ამერიკული შატლის ეკიპაჟის შემადგენლობაში, მარკმა კი კოსმოსში სამჯერ იფრინა „ჩელნოკიაზე“. ეს მათი პირველი ერთობლივი ფრენა იქნება.


скачать dle 11.3