კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კახელი თავადის უკანონო შვილია დიდი რუსი ვოკალისტი შალიაპინი და რა აკავშირებს მას ვერისუბნელ მაია კანკავასთან



ალბათ, ყველას გახსოვთ მედროგე პავლეს თვალებხატულა შვილები გიორგი შენგელაიას ფილმში „ვერის უბნის მელოდიები“. პატარა თამროს როლს მხატვარი და მუსიკოსი მაია კანკავა ასრულებს. ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის დროს მიხეილ თუმანიშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა – არჩევანი გააკეთე: ან თეატრი ან ხატვა-სიმღერაო. მაიამაც დაუჯერა, მიატოვა თეატრალური ინსტიტუტი და სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო კლასიკურ ვოკალზე. დღეს მაია კანკავა „თბილისელებთან“ ამხელს, რომ მას ვოკალური მონაცემები დიდი რუსი ვოკალისტის, შალიაპინისგან მოსდგამს, რომელიც, თურმე ქართველი ყოფილა და მაიას დიდ ბაბუად ეკუთვნოდა.

მაია კანკავა: ახლა ვხვდები, რომ ჩემი გამოჩენა „ვერის უბნის მელოდიებში“ მხოლოდ სურვილის და ოცნების ახდენა კი არა, ლოგიკური მოვლენაც იყო.

– ლოგიკური – რატომ?

– ვერის უბანში ვცხოვრობდი, ქიაჩელის ქუჩის ერთ-ერთ ლამაზ სახლში. დედაჩემი ლია გოგაძე მუსიკოსი გახლავთ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში მოღვაწეობდა საფორტეპიანო კათედრაზე. დიდ ოთახში როიალი გვედგა, მივუჯდებოდი ხოლმე ინსტრუმენტს და გატაცებით ვუკრავდი. ნიჭიერთა ათწლედში საკუთარი ნაწარმოებით წარვდექი. პირდაპირ მეორე კლასში ჩამრიცხეს. მაშინ ძალიან ვიყავი მოხიბლული ამერიკული და ინგლისური მიუზიკლებით და ვოცნებობდი მიუზიკლში მონაწილეობაზე. რვა წლისა კი ვიგებ, რომ გიორგი შენგელაია იღებს მიუზიკლს „ვერის უბნის მელოდიები“ და საქართველოს მასშტაბით ტარდება კონკურსი სიმღერის ნიჭით და პლასტიკურობით დაჯილდოებული ბავშვების შესარჩევად. დედას მეგობარი ჟუჟუნა რევია გაეცნო „ვერის უბნის“ სცენარს და ამტკიცებდა, რომ მე პატარა თამროს ორეული ვიყავი. ამიტომაც ჩამკიდა ხელი და კონკურსზე წამიყვანა ძველი კინოსტუდიის შენობაში. დღევანდელივით მახსოვს იმ წუთების განცდა, ემოცია, სიხარული, რომელიც ჩემს სიმღერაში ჩავდე იმპროვიზაციის სახით. მახსოვს, მათი გაოცებული და აღფრთოვანებული მზერა – გიორგის, სოფიკოს, ყველა დანარჩენი წევრის, ვინც ასარჩევ ტურში იმყოფებოდა. იმავე დღეს დამამტკიცეს როლზე. იმ დღიდან პატარა თამრო და მაია კანკავა ერთ არსებად ვიქეცით. ისე შევიჭერი როლში, თავი მართლა ბუბა კიკაბიძის შვილად გამოვაცხადე.

– ეს ბუბამ თუ იცოდა?

– ერთხელ ბატონ ბუბასთან გადასაცემად რაღაც დამაბარეს კინოსტუდიიდან. დავრეკე მის ბინაში. ყურმილი მეუღლემ აიღო და დაინტერესდა, ვინ კითხულობდა ბუბას. მეც „გამოვუტყდი“, რომ ბუბას ქალიშვილი ვიყავი და მამასთან მინდოდა დალაპარაკება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა „სიურპრიზი“ აღმოვჩნდებოდი დაბნეული ქალბატონისთვის, რომელმაც „გერის“ შესახებ ჩემს დარეკვამდე არაფერი იცოდა. (იცინის).

– მართალია, როლში იყავით შეჭრილი, მაგრამ ფაქტია, „ვერის უბნის“ უცხოელი აქტრისა ვერ გასწავლიდათ ცეკვას, სადმე დადიოდით?

– პლასტიკური მონაცემები გენეტიკურად ბებიისგან, მარგალიტა ბახუტაშვილისგან მოგვდგამს. ბებიას და ვახტანგ ჭაბუკიანს ერთი პედაგოგი ჰყავდათ – იტალიელი ქორეოგრაფი პირინი, რომელიც ჭაბუკიანის და ბებიას სახელებს ქართული ბალეტის მომავალს უკავშირებდა. მაგრამ 1921 წელს დახვრიტეს კისისხეველი თავადი დიმიტრი ბახუტაშვილი (ბებიის მამა), რომელიც ვანო სარაჯიშვილის მეცენატი გახლდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ ბებიამ ცეკვა მიატოვა (უსახსრობის გამო) და შემდგომში იურისტი გახდა. დედაჩემიც საოცრად ცეკვავდა. სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი პლასტიკურობა.

– კისისხეველი ბახუტაშვილებისგან გამიგია, შალიაპინი ქართველი იყოო. ამაზე თქვენ რა იცით?

– ბებიას ოჯახში სამაგიდო წიგნი არსებობდა, სადაც მტკიცდებოდა, რომ შალიაპინი ქართველი იყო. სამწუხაროდ, მე არ წამიკითხავს ის წიგნი, რომელიც ახლა აღარ არსებობს (ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე დაიკარგა), მაგრამ ბავშვობიდანვე მახსოვს, ბებია სულ ამბობდა, რომ დიდი რუსი ვოკალისტი შალიაპინი ჩვენი ახლო ნათესავი იყო.

– მაინც, როგორ იქცა კისისხეველი ბახუტაშვილი შალიაპინად?

– შალიაპინის დედა მოსამსახურედ იდგა დიმიტრი ბახუტაშვილის ბიძასთან. ბატონისა და მოახლის ფარული რომანი ქალის დაფეხმძიმებით დამთავრდა. ბახუტაშვილმა დუმილის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა ნახარჭალს და სამსახურიდან დაითხოვა. მშობიარობის შემდეგ თავისი შვილი ბახუტაშვილის მოსამსახურემ თბილისის „გარადავოის“ მიუგდო, რომელმაც გაზარდა და საკუთარი გვარი მისცა. ცნობილია, რომ შალიაპინს ადრეული ბავშვობის წლები თბილისში აქვს გატარებული. ისიც ცნობილია, რომ შალიაპინი თავის გამჩენს დედად არასოდეს აღიარებდა, თუმცა მატერიალურად მაინც ეხმარებოდა. დედამ კი შვილთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ სცადა, როცა შალიაპინი საყოველთაოდ ცნობილი და სახელმოხვეჭილი პერსონა გახდა.

– რატომ გამოირჩევა მაია კანკავა „დუმილის ესთეტიკით“, რად გაურბის პოპულარობას, პრესაში, ტელევიზიაში გამოჩენას?

– სამწუხაროდ, დღეს ქართულ კულტურას მეტად უჭირს. შოუ-ბიზნესის სამყაროს უნდა აუწყო ფეხი (ეს ყველას როდი შეუძლია), პირადად მე არასოდეს მდომებია შოუ-ბიზნესში გამოჩენა. რადგან შოუ-ბიზნესი ბიზნესია და არა ხელოვნება. გაინტერესებთ, რატომ არ ვაწყობ გამოფენებს, რატომ არ ვმართავ სოლო კონცერტებს? ჩემთვის ხელოვნება არის სიჩუმე, იდუმალება და ქორწილი, ეს არის კონცერტი, იგივე განცხადება იმ იდუმალების, რომელიც თავისთავად არსებობს, აზრის, იდეის, განცდის სახით. ხელოვანი დიდხანს უნდა რჩებოდეს ამ იდუმალებასთან. ჭვრეტდეს, ყურს უგდებდეს მის სიჩუმეს. და, როდესაც მიხვდება რომ დაიბადა ამ იდუმალებაში ხელოვანის სიტყვა, მაშინ ჩნდება სურვილი ამ სიტყვის განცხადების, შესაბამისად, სათქმელი ხარისხსაც იძენს. და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ამბობ, როგორ გამოხატავ ამა თუ იმ აზრს შემოქმედებითად. მხატვრულობა აზრისა ისეთივე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი სიტყვის (ფერის, მზერის), რაც საზრისი, რაც დევს ამა თუ იმ შემოქმედებით ნაწარმოებში. ამიტომაც ფრაგმენტულად ვჩნდები სცენაზე. ხშირად ვდუმვარ.

– ქორწილი კონცერტია, შემოქმედება და სიყვარული – იდუმალება. და მაინც, რა არის მაია კანკავასთვის სიყვარული, რატომ არ ხდება მისი რეალიზება ოჯახის შექმნის სახით?

– ჩემთვვის სიყვარული პირველადია, ის ჟანგბადია ხელოვანისთვის. მის გარეშე შემოქმედებითი პროცესი არ არსებობს. ის ნებისმიერი მოვლენის აღქმას ამძაფრებს. ეს არის გამთლიანების ჰარმონიული შერწყმა, მუდმივი მონატრება. თუმცა, ოჯახის სახით ჩემთვის სიყვარულის რეალიზება ჯერ არ მომხდარა. სიყვარული ყოველთვის მამდიდრებდა, მამდიდრებდა მისგან მოგვრილი სიამოვნებაც და ტკივილიც.

– რა მიაჩნია მაია კანკავას მრავალწახნაგოვანი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან განაცხადად?

– მსოფლიო საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა ნოვოსიბირსკში, გავხდი ფესტივალის პირველი პრიზის მფლობელი „მის ფესტივალი“ ქალთა შორის, სადაც მამაკაცთაგან უმაღლესი პრიზით „მისტერ ფესტივალით“ დაჯილდოვდა ჯო-კარტერი.

ეკა ყანჩელი


скачать dle 11.3