გია მურღულიას კოლექციიდან
ნაღდი ამბავი: ჯანო ბაგრატიონის ძმამ „ტოტოჩამ“ თემურ ბაგრატიონმა თავის ქალიშვილს, რომელიც თხოვდებოდა და მერე უკან ბრუნდებოდა „ბუმერანგი” დაარქვა.
***
სვანი სექსშოპში შევიდა და გასაბერი (რეზინის) ქალი მოითხოვა.
– აი, ბატონო 200-დოლარიანი, ეს – 300-დოლარიანი, ეს კი – 1 000 დოლარი ღირს.
– და რა განსხვავებაა?
– 200-დოლარიანს მხოლოდ ერთი ნახვრეტი აქვს, 300-დოლარიანს – ყველა, აი, 1 000-დოლარიანს კი ინტელექტიც აქვს.
– 1 000-დოლარიანი მინდა!
წაიღო სვანმა ინტელექტიანი გასაბერი ქალი. 3 დღის შემდეგ დაბრუნდა და ნაღვლიანი სახით უკან აბრუნებს:
– რატომ აბრუნებთ? – ჰკითხეს.
– არ მომცა, მაგის... – თქვა სვანმა.
***
ღამეს ერთად ათევენ პროფესორი, პარიკმახერი და მელოტი კაცი. პროფესორმა ითხოვა, რომ დილით ადრე გაეღვიძებინათ. ღამით პარიკმახერმა პროფესორს თმა პირწმინდად გადაპარსა და დილით პროფესორი გააღვიძეს, მან თავზე ხელი გადაისვა და შეშფოთებულმა დაიყვირა:
– მე კი არა, მელოტი გაგიღვიძებიათ!
***
წარწერა უნივერსიტეტის მერხზე:
„აქ მხეცურად იქნა მოკლული დრო”.
***
პატარა ბიჭი უყვება დედას:
– ამ დილით მამა და მე რომ ავტობუსით ვმგზავრობდით, მამიკომ მითხრა, რომ გოგონასთვის დამეთმო ადგილი და მეც დავუთმე.
– ძალიან კარგად მოქცეულხარ, შვილო, უთხრა დედამ.
– ჰო, მაგრამ, მამიკოს მუხლებზე ვეჯექი.
***
კაცი მოკვდა და ჯოჯოხეთში მოხვდა. ძალიან მოიწყინა და თანაც ეშინია. ამ დროს ვიღაც ტიპი მიუახლოვდა და ეკითხება:
– რატომ ხარ ასე მოწყენილი?
– ჯოჯოხეთში მოვხვდი და...
– ეგ არაფერია. ჩვენთან ყველაფერი მხიარულადაა. აი, მაგალითად, დალევა გიყვარს?
– კი, ხანდახან შეიძლება, თუ მხიარული კომპანიაა.
– მაშინ ორშაბათი მოგეწონება – ამ დღეს ყველაფერს ვსვამთ ხოლმე: კონიაკს, ვისკის, არაყს, ღვინოს, ლუდს. მოწევა თუ გიყვარს?
– კი, როგორც ყველას.
– მაშინ ძალიან მოგეწონება სამშაბათი – უმაღლესი ხარისხის თამბაქო მოაქვთ. აზარტული თუ ხარ?
– კი, მითამაშია.
– ო, მაშინ ოთხშაბათობით მაგრად იხალისებ – ყველანაირ თამაშს ვთამაშობთ. ნარკოტიკები თუ მოგწონს?
– ვერთობოდით ხოლმე ხანდახან მეგობრები.
– მაშინ ხუთშაბათი შენთვის მისწრებაა: ვიკეთებთ, ვყნოსავთ, ვეწევით, ვყლაპავთ. ერთი ესეც მითხარი – შემთხვევით „ცისფერი“ ხომ არ ხარ?
– როგორ გეკადრებათ, რა თქმა უნდა, არა.
– ჰო. მაშინ პარასკევი ნამდვილად არ მოგეწონება.