ანეკდოტები
***
სულ ორი შემთხვევაა, როცა კაზინოში არ ღირს შესვლა და თამაში: როცა ფული გაქვს და როცა ფული არ გაქვს.
***
– ჩვენმა ქარხნებმა ჩაიბარეს 1 000 ტონა ყურძენი, რაც 1 000 ტონით მეტია, ვიდრე სინამდვილეში...
***
ნარკოპოლიციელებმა გაანადგურეს ათასობით ჰექტარი ველური კანაფი, რათა თავიდან აეცილებინათ ბაზარზე მსუბუქი ნარკოტიკების ფასის დაცემა.
***
– ალო, დაგირეკავს, ახლა დავხედე მობილურს და... თანაც, 25-ჯერ...
– ჰო, ვრეკავდი.
– ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანი გქონდა სათქმელი.
– კი. პირველ ზარზე უკვე ათი წუთის დაწყებული უნდა ყოფილიყო ჩვენი პაემანი, 23-ზე კი – დამთავრებული.
– აბა, ოცდამეხუთეჯერ რაღას მირეკავდი?
– უნდა მეთქვა: წადი, შენი!..
***
რჩევა:
„თუ შენ ხარ ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი და ამით მოგაქვს თავი, გირჩევ, არ სცადო თანამედროვე სკოლის მეორე კლასის საშინაო დავალების გაკეთება, თორემ თავს სრულ იდიოტად იგრძნობ“.