კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


სოლომონაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოლომონი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად წყნარს, მშვიდობიანს ნიშნავს.

1690 წელს ფარსადან ციციშვილის მიერ რევაზ მაღალაძისადმი მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სოლომონ სოლომონაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები სოლომნიშვილი, სოლომონია, სოლომონიშვილი, სოლომონიძე.

საქართველოში 30 სოლომონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 11, კასპში – 14, გორში – 5.

ბუზალაძე

გვარის ფუძეა ბუზა, რომელსაც ნაწილაკი ლა და სუფიქსი ძე ემატება.

ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ბუზალაძე 1688-1703 წლებში გვხვდება.

დაკარგული ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ ბუზალაძის საკომლო მიწები გუნდიაშვილს მიჰყიდეს.

ბერუკა ბუზალაძე პაპუნა ხვედიანელის მიერ ბადურ მაჩაბლისთვის მიცემული ნასყიდობის წიგნში მოწმედ მოიხსენიება.

საქართველოში 1 249 ბუზალაძე ცხოვრობს: თბილისში – 218, ჭიათურაში – 186, ლაგოდეხში – 176. არიან სხვაგანაც.

ყორღანაშვილი

ყორღანი თურქული სიტყვაა და მეზობლების მიწებს შორის გაკეთებულ სასაზღვრო ნიშანს, ქვების გროვას ნიშნავს.

გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ყორღანა.

ყორღანა ყორღანაშვილი მოხსენიებულია 1737 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც იასე როინიშვილმა და ყორღანაშვილმა თავის ბიძაშვილს, ზაალ როსტომაშვილს მისცეს.

ყორღანაანი იყვნენ მებატონეები.

„1710 წლის მაისის თვეში, ხარჯის გარიგება ბარათაანთ და ყორღანაანთ ყმებისა, შესრულებული ვახტანგ მეექვსეს ბრძანებით ზურაბ ერისთავის ძისა და წინწყაროს მამასახლისის ავთანდილის მიერ სახასო ყმათა ნუსხით.”

საქართველოში 411 ყორღანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 95, საგარეჯოში – 121, სიღნაღში – 84. არიან სხვაგანაც.

ფსუტური

ისტორიულ წყაროებში, ამ გვართან დაკავშირებით, ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო ვინმე, სახელად ფსუტური.

გვარ-სახელების საკუთარ სახელებად გამოყენების ტრადიციის შესახებ, მეცნიერები სვანეთში მიუთითებენ.

საქართველოში 751 ფსუტური ცხოვრობს: თბილისში – 212, გორში – 247, კასპში – 117. არიან სხვაგანაც.

სულხანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი.

1711 წელს ყაფლანიშვილების ყმების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე სულხანა.

1721 წელს მონასტრის ნუსხაში მოიხსენიება დათუნა სულხანიშვილი. ამავე წელს, სოლოღაშვილი ქაიხოსროს ყმად მოიხსენიება რევაზა სულხანიშვილი.

სულხანიშვილები მეთვრამეტე საუკუნიდან ხევსურეთში ერწო-თიანეთში გადასახლებულან.

ღოუბანში მცხოვრები სოლომონ სულხანიშვილი 1826 წელს ნათლავს ვაჟს – იაკობს. მიმრქმელი ყოფილა ღოუბნელი ივანე აზარიაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი სულხანაური.

საქართველოში 1 393 სულხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 618, მცხეთაში – 125, თეთრი წყაროში – 117. არიან სხვაგანაც.

ჭიღვარია

გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რომელიც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს.

ეთნოგრაფიული მასალებით, სამ ძმას ბატონი მოუკლეს და ლეჩხუმში გადახვეწილან.

ჭიაღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშში და დარიდასანაში ცხოვრობენ.

ეს გვარი მოხსენიებულია 1766 წელს, ერთ-ერთ საბუთში. „მოჯალაბე დაუსახლებიათ მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”

ჭიღვარიას გვარის ფუძეს ასევე მეტსახელადაც მიიჩნევენ.

ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.

საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს: ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.

ჯმუხაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯმუხა.

ჯმუხაძეები ასურეთში საცხოვრებლად გადავიდნენ 1941 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდიდან.

1873 წლის აღწერით, სოფელ ღოლოვანის ტერიტორიაზე მოიხსენიებიან გაბრიელ, ბესარიონ და მიხეილ ჯმუხაძეები.

საქართველოში 810 ჯმუხაძე ცხოვრობს: თბილისში – 438, ამბროლაურში – 110, ქუთაისში – 62. არიან სხვაგანაც.

ფირუზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირუზი, რომელიც ძვირფასი ქვის აღმნიშვნელი სიტყვაა. ეტიმოლოგიურად ის „სინათლით სავსეს”, „ნათელს” ნიშნავს.

1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის დედოფლის სახასოში მოიხსენიებიან – ზურაბა, პაპა, საქუა ფირუზაშვილები.

საქართველოში 121 ფირუზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 43, მცხეთაში – 73, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.

როსტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი როსტომი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ძლიერს ნიშნავს. სპარსულად გამოითქმის როგორც რუსტამი.

1721 წელს სამაჩვეთში მოიხსენიება პაპუა როსტაშვილი.

საქართველოში 18 როსტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 5, დუშეთში – 7, რუსთავში – 6.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3