კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ნახევარძმას წეროვანში და როგორ დაკარგეს მათ ერთმანეთი მშობლების დაშორების გამო


20 წლის გიორგი რომანის ძე არგანაშვილი ეძებს დაახლოებით 28-32 წლის რამაზ რომანის ძე არგანაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარძმას, რამაზ რომანის ძე არგანაშვილს. მისი ზუსტი ასაკი არ ვიცი, დაახლოებით 28-32 წლამდე უნდა იყოს. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ნანახი, 3 ან 4 წლის რომ ვიყავი, მაშინ. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში. ვიცი, რომ ის წეროვანში ცხოვრობს, კორპუსებში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რესპონდენტი თავისი ძმის საძებნელად სპეციალურად ჩამოვიდა თიანეთის რაიონიდან თბილისში.

თხოვნით მივმართავ ჩვენი რუბრიკის მკითხველებს: თუკი ვინმემ იცის რამაზის ადგილსამყოფელი ან პირადად იცნობს მას, გააცნოს ეს სტატია ან გამოგვეხმაუროს.

– გვიამბე შენი ისტორია, როგორ მოხდა, რომ ნახევარძმას ეძებ?

– მოხდა ისე, რომ, მამაჩემი და დედაჩემი როდესაც დაქორწინდნენ, მამას უკვე ჰყავდა პირველი ცოლისგან შვილი. მას არასდროს უხსენებია თავისი მეუღლის სახელი და გვარი. სავარაუდოდ, ვიცი, რომ ჩემი ნახევარძმა, რამაზ რომანის ძე არგანაშვილი, უნდა იყოს 28-32 წლის. იგი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც 4 წლის ასაკში და მას შემდეგ აღარ მინახავს. ჩემი დედ-მამა მალე დაშორდა ერთმანეთს, რადგან მამას სმა უყვარდა. როგორც ვიცი, მამაჩემმა შემდეგ კიდევ მოიყვანა ცოლი, ანუ, გამოდის, მას სამი მეუღლე ჰყავდა. მე მყავს ორი და: ერთი ჩემზე უმცროსი, მეორე კი – უფროსი. ჰყავს თუ არა რამაზს ძმა ან და, ნამდვილად არ ვიცი. გადმოცემით გავიგე, რომ ის დაოჯახებულია. ჩემი ნახევარძმის პოვნა მართლა გულით მინდა.

– ანუ, შენ რამაზი მხოლოდ პატარაობისას გყავს ნანახი, თანაც, მხოლოდ ერთხელ. რატომ გადაწყვიტე მისი მოძებნა?

– ყოველთვის ვოცნებობდი, რომ უფროსი ძმა მყოლოდა. ქვეცნობიერად მშურდა კიდეც ყველა იმ ბიჭის, ვისაც უფროსი ძმა ჰყავდა. უბრალოდ, მარტო მას ვერ ვიპოვიდი. ამ ბოლო წლის განმავლობაში კი ავიკვიატე და ყველას ვეუბნები, რომ ძმა უნდა ვიპოვო.

– როგორ ფიქრობ, შენი ძმა თუ გეძებს ასეთი მონდომებით?

– არა მგონია, რომ ჩემს ძმას ერთხელ მაინც მოვეძებნე. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად მიპოვიდა, რადგან ჩვენ საცხოვრებელი მისამართი არ შეგვიცვლია და დღემდე თიანეთის რაიონის სოფელ ნადოკრაში ვცხოვრობთ. მეტსაც გეტყვით: ჩემს ნახევარძმას ჩვენს სოფელში ბევრი მეგობარი ჰყავს. ერთხელ შემხვდა სრულიად უცხო ბიჭი, რომელიც ჩვენი სოფლიდან იყო და მკითხა: შენ, შემთხვევით, რამაზის ძმა ხომ არ ხარ? გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარო. ასე გავიგე, რომ რამაზი და მე ერთმანეთს ვგავართ. მართალია, მე ძმის ფოტო არ მაქვს, მაგრამ, თუკი ჩვენ შორის მსგავსება დიდია, შეიძლება, ჩემი ფოტოთიც მიცნოს და მიხვდეს, ვინ ეძებს.

– ამბობ, რომ შენი ძმა წეროვანში ცხოვრობს. ერთხელ მაინც თუ გიცდია იქ ჩასვლა და მისი ადგილზე მოძებნა?

– ნამდვილად ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, ჩავედი და ვეძებე-მეთქი და ამის უამრავი მიზეზი მაქვს. პირველი მიზეზი ისაა, რომ ის არ მეძებდა, როცა, მისთვის ჩემი მოძებნა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე ჩემთვის – მისი. მე არ ვბრაზობ მასზე და ეს ნიშნისმოგებით არ მითქვამს. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი და გავიცნოთ. მართალია, ჩვენ ერთმანეთისთვის მხოლოდ ნახევარძმები ვართ, მაგრამ ზოგს ხომ ესეც არ ჰყავს.

– როგორ ფიქრობ, როდის ან როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა მისი პოვნის შემთხვევაში?

– იმედია, მალევე ვიპოვი. ძალიან მინდა, რომ მალე შევხვდე ჩემს ნახევარძმას. თუკი ვიპოვი, სულერთია, სად შევხვდებით ერთმანეთს, მთავარია, ვნახოთ და გავიცნოთ ერთმანეთი. ვფიქრობ, შვილები მშობლების შეცდომებზე პასუხს არ უნდა აგებდნენ. იმედია, ჩემს ძმას გაუხარდება, თუკი გაიგებს, რომ მე მას ასეთი მონდომებით ვეძებ და აუცილებლად გამომეხმაურება.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3