კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის მოსახლეობა ღარიბდება


გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ რიგითი ამერიკელების ქონებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ, გაიზარდა და ნახევარი საუკუნის წინანდელ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის მოსახლეობის აღწერის ბიურო იუწყება. კონგრესის არჩევნების წინ, ეს მონაცემები დემოკრატებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამერიკაში ღარიბების რაოდენობა 2009 წელს 1,1, პროცენტით გაიზარდა და მოსახლეობის 14,3 პროცენტს მიაღწია. ამერიკის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2009 წელს 43,6 მილიონი ამერიკელი ცხოვრობდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში 51 წლის წინათ დაფიქსირდა. 2008 წლის მონაცემებით, ამერიკაში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ 39,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-სულიანი ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი 21,954 ათას დოლარზე ნაკლებია. ამერიკაში მაქსიმალურად გაიზარდა მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც სიღატაკის ზღვარს ოდნავ აღემატება. სიტუაციის გაუარესების მიზეზად, აღწერის ბიურო სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შემცირებას ასახელებს.


скачать dle 11.3