კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველმა გოგონებმა – მარიამ ნერგაძემ, ნათია და მარიამ სვანაძეებმა, იტალიაში, საერთაშორისო კონკურსზე, პირველი, მეორე და მესამე ადგილები აიღეს



14 წლის მარიამ ნერგაძე და დები – 9 წლის ნათია და 10 წლის მარიამ სვანაძეები, ჯერ სულ პატარები იყვნენ, როდესაც სიმღერა დაიწყეს. დღეს მათ არაერთ კონკურსსა და ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული და მათი გამოსვლა ყოველთვის ტრიუმფით მთავრდება. გოგონები სულ ახლახან იმყოფებოდნენ იტალიაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში „დო-რე-მი“. მარიამ ნერგაძემ თავისი ასაკის მონაწილეებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა, მარიამ სვანაძე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ნათიამ პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ასეთი სერიოზული წარმატებისა, მათ მომავალში სხვა ქვეყნებში გამართულ კონკურსებში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს. როგორც მათმა მასწავლებელმა, მეკო ქავთარაძემ გვითხრა, გოგონებს ძალიან უყვართ სიმღერა, ბევრს შრომობენ და ცდილობენ, საკუთარი ნამღერი მსმენელამდე მიიტანონ. რა თქმა უნდა, ამაში მათ მასწავლებელიც ძალიან უწყობს ხელს.

მარიამ ნერგაძე: სიმღერა საბავშვო ბაღში დავიწყე და უამრავ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. შემდეგ დავდიოდი თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში, მერე სწავლა განვაგრძე კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ათწლედში, სადაც მასწავლიდა ეკა ჩიქოვანი. შემდეგ მოვხვდი ვოკალის პედაგოგთან – მეკო ქავთარაძესთან, რომელთან მუშაობა განსაკუთრებულად მომეწონა და, შესაბამისად, დღემდე მასთან დავდივარ. ამჟამად ვსწავლობ ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განხრით, დავდივარ პირველ საჯარო სკოლაში და ლია ნიქაბაძის სახელობის საავტორო მუსიკალურ ცენტრში.

ნათია სვანაძე: 6 წლის ვიყავი, როდესაც იტალიაში კონკურსში „ძეკინო დორო“ მივიღე მონაწილეობა, ჩემს დასთან ერთად ვიმღერე და იმის მერე ძალიან შემიყვარდა სიმღერა, სცენაზე გამოსვლა. ახლა მეკო მასწავლებელთან ვარ, უკვე ოთხ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ოთხი გამარჯვება მოვიპოვე.

მარიამ სვანაძე: მე და ჩემი და ვსწავლობთ დემირელის სახელობის კერძო სკოლაში „სხივი“, ასევე, ლია ნიქაბაძის სახელობის საავტორო მუსიკალურ სკოლაში. ძალიან მიყვარს სიმღერა და მეკო მასწავლებელი.

მარიამ ნერგაძე: კონკურსი „დო-რე-მი“ იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში ტარდებოდა. მე გამოვდიოდი 14-დან 17 წლის ასაკის მონაწილეებს შორის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, ვნერვიულობდი. კონკურსი სამ დღეს გაგრძელდა. თავიდან შიდა შესარჩევი ტურები ჩატარდა, ბოლოს კი – გალა-კონცერტი, სადაც გამოვლინდნენ საპრიზო ადგილებზე გასული შემსრულებლები. პირველ დღეს ჩატარდა შიდა შესარჩევი ტური, რომელზეც ოცი მონაწილიდან, ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა, აარჩიეს ხუთეული, მეორე დღეს კი 25 მონაწილიდან შვიდი ბავშვი და სამივე მოვხვდით. გალა-კონცერტზე გამოაცხადეს, ვინ გავიდა შესარჩევ ტურებში. მე ვიმღერე შუბერტის „ავე მარია,“ რომელიც ძალიან მოეწონა ჟიურის თავმჯდომარეს, მან ღვთისმშობლის ძალიან ლამაზი ხატი მაჩუქა. ნათიამ და მარიამმაც ძალიან კარგად იმღერეს, ნათიამ პირველი ადგილი მოიპოვა, მარიამმა – მეორე.

დიანა კუპრავა (იტალიის საელჩოსა და კონკურს „დო-რე-მის“ წარმომადგენელი საქართველოში): ჟიურის შემადგენლობა ძალიან საინტერესო იყო, მასში შედიოდნენ როგორც საესტრადო, ისე ოპერის მომღერლები, პროდიუსერები და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ჟიურის თითოეული წევრი სხვადასხვა კონკურსის წარმომადგენელი იყო და ისინი თანამშრომლობდნენ „დო-რე-მისთან“.

მემეკო ქავთარაძემექო: ნათია და მარიამ სვანაძეებმა მიწვევა მიიღეს საერთაშორისო კონკურსზე „tiamo“, რომელიც ჩატარდება რუმინეთში, მარიამმა კი – კონკურს იალტაზე, „იალტის კუნძულები“, რომელიც 25 მარტიდან 31 მარტამდე გაგრძელდება. ჩვენ უკვე აქტიურად ვემზადებით ამ კონკურსებზე წასასვლელად, ვარჩევთ რეპერტუარს და ვმეცადინეობთ.

მარიამ ნერგაძე: ნამდვილად არ მეგონა, თუ მესამე ადგილს ავიღებდი. ათეულში რომ გავედი, ესეც კი გამიკვირდა, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ჟიურის განსაკუთრებით მოეწონა ჩემი ხმა და ჩემ მიერ შესრულებული „ავე მარია“, მეუბნებოდნენ, ძალიან ლამაზი ხმა გაქვსო. იმედი მაქვს, იალტაშიც მივაღწევ წარმატებას.

ნათია: ძალიან გამიხარდა პირველი ადგილი რომ ავიღე და მიხარია, რომ რუმინეთშიც გავემგზავრები, სადაც შევეცდები, კარგად გამოვიდე.

მარიამ სვანაძე: მეკო ძალიან კარგი, მეგობრული მასწავლებელი და თავისი საქმის სპეციალისტია. ძალიან მიყვარს მასთან მუშაობა.

მეკო: ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ. ყოველთვის ვცდილობ, მათ კარგი რეპერტუარი შევურჩო, რათა ღირსეულად წარსდგნენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის წინაშე.

იზო ენდელაძე (მარიამ ნერგაძის დედა, 51-ე საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი): ძალიან მინდა, ერთი რამ აღვნიშნო. რატომღაც, „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურში ჩემი შვილის ვოკალური მონაცემები არ მოეწონათ. შესაბამისად, მინდა, რომ მარიამის ნიჭი საქართველოშიც, ისევე დაინახონ, როგორ ეს იტალიაში მოხდა.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3