კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე მდიდრები შვეიცარიელები არიან


2009 წლიდან მსოფლიოს ეკონომიკამ გლობალური კრიზისის შემდეგ აღდგენა დაიწყო და დედამიწის მცხოვრებთა კეთილდღეობა 7,5 პროცენტით, ანუ 82,2 ტრილიონი ევროთი გაიზარდა. საინტერესოა, რომ განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები უფრო სწრაფად მდიდრდებიან, ვიდრე ევროპელები. გერმანული კონსალტინგური კომპანია „ალიანსის“ მონაცემებით, კეთილდღეობის ზრდის ტენდენციის მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისამდელ პერიოდზე 4 პროცენტით დაბალ დონეზე დგას. მსოფლიოს სიმდიდრის 85 პროცენტი ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის მცხოვრებთ ეკუთვნით. განვითარებადი ქვეყნები ყველანაირად ცდილობენ, შეამცირონ ის სხვაობა, რაც მათ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს აშორებთ. გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულებს დაწეოდნენ. ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის მოსახლეობა 2009 წელს 10 პროცენტით გამდიდრდა, ხოლო ევროპის ქვეყნებისა მხოლოდ 4,1 პროცენტით. ყველაზე სტაბილური ქვეყნის, შვეიცარიის მცხოვრებლებს გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი ვერ შეუშალა მსოფლიოში ყველაზე მდიდრები ყოფილიყვნენ. მეორე ადგილზე ამ მხრივ ამერიკაა. უმდიდრესთა შორის მესამეა დანია.


скачать dle 11.3