კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბროწეულით ისეთი წვნიანი კეთდება, რომლის ჭამის შემდეგ, ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემებიც კი ავიწყდება


ადამიანი ცდილობს, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოს. ისეთ კერძებს მიანიჭოს უპირატესობა, რომლის მომზადებაც ადვილია და რაც მთავარია, არც ბევრი ინგრედიენტი დასჭირდება. როგორც სომელიე თეიმურაზ ბენიძე ამბობს, თეთრ ღვინოში მომზადებული კარტოფილი და კონიაკში შემწვარი წიწილა, სწორედ ის კერძებია, რომელიც ადამიანს ადვილად ანაყრებს, არც ზედმეტი კალორიების დაგროვებას უწყობს ხელს და ჯანმრთელობისთვისაც კარგია.


თეიმურაზ ბენიძე: უცხოელები კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათთვის მთავარია, იკვებონ გემრიელი, სასარგებლო და მსუბუქი კერძებით. მაგალითად, ფრანგებს, ამასთან ერთად, ძალიან უყვართ დელიკატური და „გლამურული“ კვება. ამაში, მათ ნამდვილად ვერავინ შეედრება. სწორედ ფრანგების უსაყვარლესი და უგემრიელესი საჭმელია ყველის კროკეტები, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია, ადამიანი მსუბუქად ნაყრდება და თან დიდი ხნით შიმშილის გრძნობაც არ აწუხებს. მის მოსამზადებლად საჭიროა: 400 გრამი სულგუნი, 4 ცალი კვერცხი, 6-8 სადილის კოვზი თეთრი პურის საფანელი, 200 გრამი ცხიმი და 250 გრამი არაჟანი. ყველის კროკეტების მომზადების წესი კი ასეთია: კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან. ცილა ათქვიფეთ სანამ თეთრ, მდგრად ქაფს არ მიიღებთ. კვერცხის გულს შეურიეთ 4 ჩაის კოვზი წყალი და კარგად აურიეთ. გახეხეთ ყველი და შეურიეთ ათქვეფილ ცილას. მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები და შედგით მაცივარში ფორმის შესანარჩუნებლად. ყველის ეს ბურთულები ამოავლეთ საფანელში, შემდეგ კვერცხის გულში და ისევ საფანელში. შეწვით კროკეტები დიდი რაოდენობის, 170 გრადუსამდე გაცხელებულ ცხიმში, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ლამაზ თეფშზე და სუფრაზე გაიტანეთ არაჟანთან ერთად. მერწმუნეთ, უგემრიელესი, უმსუბუქესი დასაგემოვნებელია და მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ. სხვათა შორის, ეს საჭმელი, ძირითადად, საშემოდგომოა და მას სწორედ ამ დროს მიირთმევენ ყველაზე მეტად საფრანგეთში. აქვე გეტყვით, ასევე, ფრანგული კერძის რეცეპტს, რომელიც მართლაც „გლამურულ-სვეტსკურია“. ეს არის წიწილა ფორთოხლისა და არაჟნის სოუსში. მას ფრანგები „გაბრუებულ წიწილასაც“ უწოდებენ, რადგან ეს კერძი კონიაკით მზადდება. მოკლედ, მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 1 ცალი წიწილა, 45 მილილიტრი კონიაკი, 250 მილილიტრი ფორთოხლის წვენი, 100 გრამი არაჟანი, 1 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და 10 გრამი სახამებელი. სანამ მისი მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ, გეტყვით რომ, ამ რეცეპტის სოუსის მომზადება შეიძლება, რამდენიმე ვარიანტით. მაგალითად, არაჟნის მაგივრად შეგიძლიათ, ხაჭოც გამოიყენოთ. ასევე, ჩაახეხოთ ფორთოხლის კანი და ასე შემდეგ. მთავარია, ეს კერძი ადვილად მოსამზადებელი და სწრაფად დასაგემოვნებელია. „მთვრალი წიწილა“ ფრანგულად ასე მზადდება: წიწილა შეწვით მაღალ ცეცხლზე. ხახვი მრგვლად დაჭერით. ტაფაზე, სადაც წიწილა იწვებოდა დაამატეთ ფორთოხლის წვენი 200 მილილიტრი, კონიაკი და ხახვი. დააყარეთ მარილი და წიწაკა. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ანუ სანამ წიწილა არ დარბილდება. დარჩენილ ფორთოხლის წვენში გახსენით სახამებელი და დაამატეთ არაჟანი. ეს ყველაფერი კარგად ამოურიეთ და ჩაამატეთ წიწილაში. მოშუშეთ, სანამ სოუსი არ გასქელდება. შეგიძლიათ, ამ კერძთან ერთად სუფრაზე გარნირად მიიტანოთ მოხარშული ბრინჯი ან მაკარონი.

– და რომელი ალკოჰოლური სასმელი მივაყოლოთ „მთვრალ წიწილას“?

– რასაკვირველია კონიაკი, რადგან წიწილა კონიაკში შევწვით. აი, „პახმელიაზე“ კი შეგიძლიათ, მინერალური წყლით გამოიყვანოთ თქვენი თავიც და კუჭიც (იცინის). ასევე, „საპახმელიო“ და პირის „გასამჟაუნებელი“ სალათაა ბადრიჯანი ბროწეულით.

– ბადრიჯნის სალათა ბროწეულით როგორღა მოვამზადოთ?

– მისი მომზადებაც ძალიან იოლია და თან, თუ განწყობაზე არ ხართ ან რამეს განიცდით, ეს სალათა ძალიან დაგეხმარებათ. მოკლედ, მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 2-3 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1/2 ჭიქა ბროწეულის მარცვლები, 1/2 ჭიქა ბროწეულის წვენი და მარილი გემოვნებით. ბადრიჯნის სალათა ბროწეულით ასე უნდა მოამზადოთ: ნიორი დაჭერით წვრილად, დაამატეთ მარილი და ბროწეულის წვენი. ბადრიჯანი შეწვით ჰაერღუმელში, გააცალეთ კანი და რბილობი დაჭერით. ბადრიჯანს დაუმატეთ ნივრის ნაზავი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და აურიეთ კარგად. მაგიდასთან მიტანის წინ სალათას მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და გააფორმეთ მწვანილით.

– თეიმურაზ, ამბობენ, თეთრ ღვინოში ესპანურად შემწვარი კარტოფილი უგემრიელესია და მის მოსამზადებლად არც დიდი დრო და არც ბევრი ინგრედიენტია საჭიროო. როგორ მოვამზადოთ ესპანურად კარტოფილი?

– მართალია, ესპანური წესით შემწვარი კარტოფილი, მართლაც რომ გემოს „კივილია“. მე ყველა დიასახლისს ვურჩევ მოამზადოს ის და ასიამოვნონ საყვარელი ადამიანები. დამიჯერეთ, თუ სტუმარმა ერთხელ მაინც გასინჯა თქვენი მომზადებული ესპანური წესით შემწვარი კარტოფილი, ის თქვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდება. მას კი მისაყოლებლად უხდება 11 გრადუსზე ჩაცივებული თეთრი მშრალი ღვინო, და ამიტომ, ეს სასმელიც წინასწარ მოიმარაგეთ, სუფრაზე გასატანად. მოკლედ, ამისთვის დაგჭირდებათ: 4 ცალი კარტოფილი, 1 ცალი მწვანე, ტკბილი წიწაკა, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1/2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თეთრი მშრალი ღვინო, დაფქული შავი პილპილი და მარილი კი გემოვნებით. ეს კერძი ასე უნდა მოამზადოთ: კარტოფილი დაჭერით თხელ ნაჭრებად. წიწაკა, ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად. ღრმა, ცხიმწასმულ ფორმაში ფენებად ჩააწყვეთ კარტოფილი, წიწაკა და ხახვი. თითოეულ ფენას მოაყარეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში. ბოლო ფენას კარტოფილის დაწყობამდე დაადეთ დაფნის ფოთოლი. კარტოფილს კი მოაყარეთ წითელი წიწაკა და მოასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი. ჩაასხით ფორმაში ღვინო და ცოტაოდენი წყალი. მიიყვანეთ მაღალ ცეცხლზე ადუღებამდე, შემდეგ შედგით ჰაერღუმელში დაახლოებით 40 წუთით, 200 გრადუსზე. სუფრაზე გატანის წინ კი მოაყარეთ ზემოდან მწვანილი.

– ბევრს უყვარს წვნიანი კერძები. ამბობენ, ბროწეულით ისეთი წვნიანი კეთდება, მისი ჭამის შემდეგ, ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემებიც კი ავიწყდებაო.

– ო, ასეთია მწვანილის წვნიანი ბროწეულის წვენით. სხვათა შორის, ეს წვნიანი ძალიან მოეწონებათ ალკოჰოლის მოყვარულ მამაკაცებს. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 20 გრამი კამა, 20 გრამი ოხრახუში, 20 გრამი ნიახური, 20 გრამი ქინძი, 50 გრამი მწვანე ხახვი, 1/2 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, 2 სადილის კოვზი დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ბროწეულის წვენი და მარილი გემოვნებით. მწვანილის წვნიანი ბროწეულის წვენით ასე უნდა მოამზადოთ: ზემოთ ჩამოთვლილი მწვანილი და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, მარილიან წყალში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1/2 თავი ხახვი და ხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. ხარშვის დროს დაუმატეთ მცირე რაოდენობის წყალში გახსნილი ფქვილი, ნიახური და ბროწეულის წვენი. სუფრაზე ეს წვნიანი უნდა მიიტანოთ გაცივებული და არა ცხელი. ასევე, უგემრიელესია ყველის სუპი, რომელიც ნორვეგიელების საყვარელი წვნიანია. მისთვის დაგჭირდებათ: ქათმის ფილე 500 გრამი, გამდნარი ყველი 400 გრამი, ბრინჯი 150 გრამი, კარტოფილი 400 გრამი, სტაფილო 150 გრამი, ხახვი 150 გრამი, მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ქათმის ფილეს დაასხით სამი ლიტრი წყალი, ჩაყარეთ პილპილი, მარილი და ხარშეთ დაახლოებით ოცი წუთი. მოხარშული ფილე გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ ბრინჯი და ხარშეთ დაახლოებით ათი წუთი. შემდეგ ჩაყარეთ მასში ჯერ წვრილად დაჭრილი ხახვი, მერე მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 5-7 წუთი. ამის შემდეგ, ჩაყარეთ დაჭრილი ქათმის ფილე და მდნარი ყველი. კარგად ამოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან. სუფრაზე გატანის წინ კი მოაყარეთ მწვანილი.


скачать dle 11.3