რიზოტო
საჭირო ინგრედიენტებია: 1 კონა (პატარა) მწვანე ხახვი, 250 გრამი ქამა სოკო, 100 გრამი ისპანახი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 300 გრამი ბრინჯი (გრძელმარცვლიანი), 1 ლიტრი ქათმის, ან ბოსტნეულის ბულიონი, 175 გრამი ხაჭოს ყველი. მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით წვრილად. მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ ბრინჯი და დაბრაწეთ. დაასხით 100 მილილიტრი ბულიონი. დანარჩენი ბულიონი ნელ-ნელა უმატეთ. ბრინჯი შუშეთ, სანამ მოხარშვას ცოტა არ დააკლდება.
სოკო გადაწურეთ, გადაავლეთ მდუღარე და დაჭერით თხელ ფირფიტებად. ისპანახის ფოთლები ხელით დაფლითეთ. სოკოც და ისპანახიც ჩაუმატეთ ბრინჯს. შუშეთ თავდახურულ ტაფაში. ბოლოს შეურიეთ ხაჭოს ყველი და ურიეთ სანამ ბოლომდე არ ჩადნება. უყავით მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.