კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბულგარული „კალათა”


საჭირო ინგრედიენტებია: 30 გრამი გრძელმარცვლიანი ბრინჯი, მარილი, 1/2 თავი ხახვი, 100 გრამი ძროხის ხორცის ფარში, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი გატარებული ნიგოზი, პილპილი, 1 კონა ოხრახუში, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, ნახევარი მსხალი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი კარაქი. 1/2 ჩაის კოვზი ფქვილი, 75 მილილიტრი რძე, 30 გრამი ყველი.

მომზადების წესი: ბრინჯი მოხარშეთ, ხახვი წვრილად დაჭერით. ორივე შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად აზილეთ. უყავით მარილი და პილპილი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიგოზი.

ჰაერღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსამდე. ბულგარული წიწაკები ამოასუფთავეთ. ამოავსეთ ფარშით. დაახურეთ „ქუდი” და გამოაცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.

მსხალი დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. დაასხით ცოტა წყალი, ლიმონის წვენი, შუშეთ 5 წუთი.

ცალკე ტაფაზე გაადნეთ კარაქი, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. განაგრძეთ მორევა და ისე შეურიეთ რძე. ადუღეთ ორი წუთით. ცხელსვე შეურიეთ კუბიკებად დაჭრილი ყველი. სოუსი მოასხით მსხალს. უყავით მარილი, შავი პილპილი და მიირთვით „კალათაზე” მოსხმული.


скачать dle 11.3