კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაუჭირდება „პარასკევას“ გარეშე ყოფნა მამუკა ლომაშვილს


მამუკა ლომაშვილი: ჯერ „ქვაზე დამჯდარი“ არ ვყოფილვარ, რომ მეფიქრა, თავს გავიტან თუ არა-მეთქი, მდინარის პირას ქვაზე ჩამოჯდომას თუ არ ჩავთვლით (იცინის). მაგრამ, აბსოლუტურად, ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო გამეკეთებინა და ხელოვნებამ გადამძალა. ამ სფეროში თავს კომფორტულად ვგრძნობ. „ცივ ქვაზე“ დამჯდარიც, ალბათ, გავიტან თავს, მაგრამ რომ ვთქვა, ყველაფერი გამომდის ხელიდან-მეთქი, ტყუილი იქნება. სამი წლის განმავლობაში, ერთხელ მივაჭედე სახლში ლურსმანი და ოჯახის წევრებს გაუხარდათ, მამუკამ ლურსმანი მიაჭედაო. სამაგიეროდ, დანგრევა მეხერხება ძალიან კარგად. თუ დასანგრევია რამე, მე უნდა მიმიშვა. სახლში რემონტის დროს ძველი კაფელი იყო ჩამოსანგრევი და სულ ჩემმა ხელმა დაანგრია. ნაგავიც მე გავიტანე. მახსოვს, ამ ნაგავს ვეზიდები და ორი გოგო მოდის. მიცნეს და ავტოგრაფი მთხოვეს. არ შევიმჩნიე. ხელები შარვალზე კარგად შევიწმინდე და ავტოგრაფი მივეცი. ძალიან მიყვარს სოფელში მიწაზე მუშაობა.

– შენი სამუშაო რეჟიმის გადამკიდე, ალბათ სოფელში ხშირად ხარ...

– როცა ვახერხებ, ჩავდივარ. ამ ზაფხულსაც კარტოფილი მქონდა ამოსაღები. მეგობრები მეუბნებოდნენ, განა რა მოსავალი გაქვს ამისთანა, წამოდი და ჩვენ გიყიდით იმ კარტოფილსო, მაგრამ საკუთარი ხელით მოწეულს მაინც სხვა გემო აქვს. საქონლის მოვლაც მეხერხება. ბებია-ბაბუა სანამ მყავდა, უფრო ხშირად ჩავდიოდი სოფელში და ნახირშიც კი ვყოფილვარ. ასე რომ, თავს გავიტან. შეიძლება, მდინარეში ხელით თევზი ვერ დავიჭირო და ფეხიც გამიცურდეს, მაგრამ არ დავიკარგები.

– რობინზონ კრუზოსავით გადაირჩენ თავს უკაცრიელ კუნძულზე?

– ჰო, უკაცრიელ კუნძულზე „პარასკევას„ გარეშე გამიჭირდება (იცინის). საერთოდაც, თუ ვიღაც მეხმარება, საქმე უფრო კარგად გამომდის. ჩემი საბავშვო თეატრი ძალიან მწირი თანხებით გავაკეთეთ და გავარემონტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. საკუთარი ხელით შევღებეთ და დავასუფთავეთ. ასე რომ, ღებვაც ვიცი.

– და, მწირი თანხით რემონტის კეთებაშიც დაოსტატდი...

– მირჩევნია, ცოტა მეტი თანხა მქონდეს (იცინის). უფრო კარგად გავაკეთებ. არ მეზარება შრომა და ერთ ადგილას ვერ ვიჯდები. ვერც ისეთ სამსახურში ვიქნები, რომლისაც არაფერი გამეგება. კაბინეტის ადამიანი არ ვარ.

– ესე იგი, კულტურის მინისტრობა რომ შემოგთავაზონ, უარს იტყვი?

– (იცინის) შემომთავაზონ და მე ვიცი, რასაც ვიტყვი. კულტურაში როგორ არ გამეგება, ჩემი სფეროა. ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრობაზე და კიდევ ბევრი რამის მინისტრობაზე კი, ნამდვილად უარს ვიტყვი. თან რა არის, იცი? ძალიან შევეჩვიე ბავშვებთან მუშაობას და ასე მგონია, მათ გარეშე ვეღარ გავძლებ.

– რას მოითხოვ ოჯახის წევრებისგან. რა უნდა დაგხვდეს სახლში მისულს, რომ თავი კომფორტულად იგრძნო?

– მე მხოლოდ საკუთარი თავისგან ვითხოვ. არ ვარ პრეტენზიული. განსაკუთრებით საკვების მიმართ. თუ რამე კონკრეტული კერძი მინდა, თავად ვიმზადებ და ძალიან გემრიელიც გამომდის. ამაში არ ვგულისხმობ ერბოკვერცხს და შემწვარ კარტოფილს. როგორ გეკადრებათ. ყველაფერი შემიძლია, მოვამზადო – ხინკალი, ყაურმა, სალათები. მე თვითონაც ვიგონებ ახალ კერძებს. ჩაქაფული არ მიყვარს და არ ვაკეთებ. პროდუქტის მოსატანადაც წავალ და ძალიან კარგ პროდუქტსაც შევიძენ, მაგრამ თავისუფალი დრო ისე ცოტა მაქვს, ახლა, ეს საქმე დედაჩემმა აიღო საკუთარ თავზე. ის დადის ბაზარში.

– რომ გცნობენ, ფასს არ გიკლებენ?

– რას ამბობ, პირიქით, მიმატებენ, ხოლმე. ალბათ ჰგონიათ, რადგან ვიღაცა „პრეზიდენტს„ მეძახის და მიშა სააკაშვილის პაროდიას ვაკეთებ, პრეზიდენტის შემოსავალიც მაქვს (იცინის). აბა?! საფულე კი მაქვს, მაგრამ რად გინდა?!

– მიშას მართლა გეძახიან?

– როგორ არა და მე უკვე რეაქცია აღარ მაქვს. თავიდან უსიამოვნო რეაქცია მქონდა, მაგრამ შევეჩვიე და ზოგჯერ, ჩემი სახელი უფრო ყურს მჭრის. ისე, მიმაჩნია, რომ ამ როლში საკუთარი თავი უკვე ამოვწურე. მაგრამ, თუ მაყურებლის მოთხოვნა იქნება, ისევ გავაკეთებ.

– ოღონდ არა გაქვს პრეზიდენტის შემოსავალი...

– (იცინის) ისე სერიოზულად მეკითხები, ეტყობა ვიღაცას მართლა ასე ჰგონია. არ მაქვს, არა! შესაბამისად, მფლანგველიც ვერ ვიქნები. რაც არ გაქვს, რას გაფლანგავ. მაგრამ, ისედაც არ ვარ ტანსაცმელსა და ბრენდებზე გაგიჟებული. რაც მჭირდება ვყიდულობ იმას და შემიძლია, ბაზრობაზე ნაყიდ კედებშიც ძალიან კომფორტულად ვიგრძნო თავი. როცა შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, უცხოეთში შევიძინო სამოსი. ხარისხიანიც არის და იმ ფასად, რაც ზოგჯერ აქ ერთ ნივთში უნდა გადაიხადო, იქ მთელი ოჯახის გარდერობს შეავსებ.

– ბევრი ფული რომ მოგცე, რაში დახარჯავ? ბევრ ფულს გაძლევ ძალიან...

– ბევრს მაძლევ? ო, ავაშენებ თეატრს. მერე ვიზრუნებდი, თანხის კომერციულად დაბანდებაში. ალბათ, ფართებს შევიძენდი და გავაქირავებდი. მოგზაურობაშიც დავხარჯავდი, მაგრამ მე ერთი პრობლემა მაქვს, დიდხანს ვერსად ვძლებ. თბილისში თუ არ ვარ, ისეთი დისკომფორტი მაქვს, დასვენებასა და სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია – მაქსიმუმ ორი კვირა. მერე აქეთ მომიწევს გული.

– ალბათ, კომფორტული დასვენება გიყვარს?

– არა, არა. არ მაქვს პრეტენზია ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და ჯაკუზებზე. კარავსა და „სპალნიკშიც“ ძალიან კარგად დავისვენებ. შეიძლება, იქ უფრო კარგად დავიძინო, ვიდრე ხუთასდოლარიან საწოლში.


скачать dle 11.3