კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძოლა ყინულზე


ყოფილი მოციგურავე, ახლა კი უბრალოდ, კარგი ქალი, ანა სემიონოვიჩი გათხოვებას აპირებს. მისი რჩეული (თუ პირიქით) მოსკოველი ბიზნესმენი, დიმიტრი კანიშევია და წყვილი ჯვარს მალე დაიწერს. მანამდე კი ანას მორიგ შოუში იღებენ, რომელსაც „ვარსკვლავები ყინულზე“ ჰქვია. სემიონოვიჩის პარტნიორი მსახიობი ვიაჩესლავ მანუჩაროვი გახლავთ და წყვილმა პირველი გადაცემა ჩაწერა, თუმცა ჩაწერამ სკანდალის გარეშე არ ჩაიარა. მანუჩაროვი და ანა ძალიან სექსუალურად ცეკვავდნენ, ამ ყველაფერს კი ტრიბუნიდან თვალს საქმრო ადევნებდა. დიმიტრიმ მოითმინა ის, რომ მის ქალს ვიღაც მანუჩაროვი ფეხებზე ხელებს უსვამდა, ისიც, რომ იგივე მანუჩაროვი ზედმეტად ეწებებოდა, ისიც, რომ რამდენჯერმე ჰაერში დაატრიალა, მაგრამ, როცა ყინულზე დადგმულ მაგიდაზე წამოაწვინა და ზემოდან დააწვა, დიმიტრიმ იფეთქა და ყინულზე გაჩნდა.

ხელჩართული ჩხუბი საქმროს გამარჯვებით დასრულდა, რადგან მას პირადი დაცვაც ეხმარებოდა. ანამ კი კატეგორიული ტონით მოითხოვა, ასეთი რამ აღარ გაიმეორო, ეს შოუა და შოუს ელემენტებზე ეჭვიანობა სისულელეაო. რა ვიცი, ჩვენში ნახევრად შიშველ ქალს რომ მაგიდაზე წამოაწვენ და მერე ზემოდან დააწვები, სხვა რამეს ეძახიან, თუმცა შოუც არ უნდა იყოს ცუდი სახელი.


скачать dle 11.3