კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

500-მილიონიანი მორალი


ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ლიგის, „ორლანდოს“ ცენტრფორვარდი დუაიტ ჰოვარდი ყოფილ ცოლს უჩივის და მისგან მორალური ზიანის სანაცვლოდ 500 მილიონ დოლარს ითხოვს. საქმე იმ საგაზეთო ინტერვიუს ეხება, რომელშიც ცოლყოფილმა – როის რიდმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი ქმარი მხოლოდ გარედან ჩანს ნამდვილი მამაკაცი, სინამდვილეში ერთი ეგოისტი და ფულით დაბრმავებული ბიჭია. ქალმა მათი ცხოვრების ინტიმური დეტალებიც დაფქვა, რომელსაც აქ არ განვავრცობთ. მაგრამ, მიახლოებით მაინც ადვილი წარმოსადგენია, როგორ გაბრაზდა ჰოვარდი, რომ 500 მილიონი მოითხოვა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეათე შემთხვევაა, როცა ყოფილი ცოლი ღიად მლანძღავს. არადა, ჩვენ გვაქვს განქორწინების კონტრაქტი, სადაც წერია, რომ ერთმანეთს არ გავლანძღავდით და მხარე, რომელიც ამ კონტაქტს დაარღვევს, 500 მილიონს გადაიხდიდა. მეც სწორედ ამ თანხას ვითხოვ“, – განაცხადა ჰოვარდმა.

არადა, განქორწინების შემდეგ, როის რიდმა ქმარყოფილს ალიმენტის სახით 35 მილიონი დოლარი ააფცქვნა და ამას გარდა, მათი საერთო შვილის გაზრდისთვის, დამატებით 13 ათას დოლარს იღებს.


скачать dle 11.3