კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: მითხრეს, რომ სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა ცოცხალი შავი ქლიავის ნიღაბი. თუ შეიძლება, მითხარით, კონკრეტულად რაში გამოიხატება ქლიავის სარგებლობა და როგორ უნდა მოვამზადოთ მისგან ნიღაბი.

პასუხი: ქლიავის ნიღაბს აქვს ლიფტინგ-ეფექტი, ხავერდოვანს ხდის კანს, კუმშავს ფორებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, არჩენს ჰიპერპიგმენტაციას, აქრობს გამონაყარისა და ფერისმჭამელების შემდეგ დარჩენილ ნაწიბურებს, აქვს მათეთრებელი ეფექტი. ნიღბის გასაკეთებლად ქლიავი უნდა იყოს მწიფე. მკვახე, მჟავე ქლიავის ნიღაბი კეთდება მხოლოდ ცხიმიან კანზე.

მათეთრებელი ლიფტინგ-ნიღაბი: ას ცალ მწიფე ქლიავს გააცალეთ კანი და რბილობი კარგად ასრისეთ. შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი სახამებელი. წაისვით მთელ სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20-30 წუთი. ჩამოიბანეთ ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.

მატონიზებელი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ ქლიავის წვენში ასრისეთ 1 ცალი უმი კვერცხის გული, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. ერთი კურსის (15-20 პროცედურა, კვირაში 2-ჯერ) დასრულების შემდეგ კანი ხდება გლუვი, ხავერდოვანი, საგრძნობლად სწორდება ნაოჭები.

კითხვა: პედიკიურს ვიკეთებ თვითონ, სახლის პირობებში და ამისთვის ვიყენებ პროფესიულ კოსმეტიკას. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ ინგრედიენტებიანი კოსმეტიკა შევიძინო?

პასუხი: ყველაზე ეფექტური ინგრედიენტებია ზღვის მარილი და წყალმცენარეები. ზღვის მარილი კარგია როგორც ფეხებისა და ხელების (ფრჩხილების) აბაზანებისთვის, ასევე, გამოიყენება პედიკიურის პროფესიონალურ კოსმეტიკაში. ასეთი საშუალებები ახდენს რეგენერაციულ და მასტიმულირებელ მოქმედებას ფეხის კანზე, ამდიდრებს მას მიკრო და მაკროელემენტებით, არბილებს ქუსლებს; წყალმცენარეები კი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ატენიანებს, ჭიმავს და აახალგაზრდავებს კანს მასში შემავალი კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის ხარჯზე და მთლიანობაში არაჩვეულებრივი შედეგის გარანტიას იძლევა.

კითხვა: ზაფხულსა და შემოდგომაზე ფეხები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან, პრაქტიკულად, შიშველი ფეხებით გვიწევს სიარული. როგორია ფეხების მოვლის „სრული პაკეტი“?

პასუხი: კვირაში ერთხელ აუცილებელია, სკრაბის საშუალებით მოიშოროთ კანის გარქოვანებული ფენა, შემდეგ კი წაისვათ ქუსლებისთვის განკუთვნილი დამარბილებელი ბალზამი ან აღმდგენი კრემი. ყოველ საღამოს გაიკეთეთ თბილი, მარილიანი (სასურველია ზღვის მარილი) აბაზანები და გამოიყენეთ მოწყობილობა ან სპეციალური საფხეკი – ასე თავს დაიზღვევთ კორძებისგან. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გამოიყენეთ სპეციალური კრემი, რომელსაც აქვს ამქერცლავი ეფექტი, ამცირებს კანის სისქეს კორძებზე, უშლის ხელს მათ ხელმეორედ წარმოქმნას.

კითხვა: მაინტერესებს, რით განსხვავდება ჩვეულებრივი მანიკიური ხელების SPA-მანიკიურისგან?

პასუხი: SPA-მანიკიურს ჩვეულებრივისგან განსხვავებით, აქვს ხელების კანის მოვლის რამდენიმე ეტაპი: რძის აბაზანა ლაიმისა და ფორთოხლის ზეთების დამატებით; ასევე, პილინგი დამატენიანებელი სკრაბით, რომლის შემადგენლობაში შედის მინერალური მარილები და ყურძნის წიპწების ზეთი; შემდეგ – ნიღაბი და თბილი შეფუთვა (კომპრესი). სულ ბოლოს კი იკეთებენ მასაჟს ულტრადამატენიანებელი ლოსიონით ან დამამშვიდებელი კრემით.

კითხვა: ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ სიგარეტი მავნებელია კანისთვის. მაინტერესებს, კონკრეტულად რა მავნებლობა მოაქვს მოწევას?

პასუხი: ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად კანის უჯრედებში წარმოიქმნება აგრესიული თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობა, რომელიც აქტიურად არღვევს კანის კოლაგენურ და ქსოვილ-შემაერთებელ ბოჭკოებს, რის შედეგადაც ჩნდება ნაოჭები, უსიამოვნო ხდება კანის ფერი, თავად კანი კი კარგავს ელასტიკურობას, შრება და იქერცლება.


скачать dle 11.3