კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება კიბოს განკურნება და როგორ იხსნა იოგამ ინდოეთში ნარკოტიკების საყიდლად წასული ქართველი მამაკაცი


ადამიანს შეუძლია, გააცნობიეროს გაუცნობიერებელი ძალები. მრავალი ნივთისა და თვით ორგანიზმის პარამეტრთა – სუნთქვის, წნევის, ნივთიერებათა ცვლის, ძილისა და ასე შემდეგ, მართვის უნარი გააჩნია. შესაძლებელია თუ არა ადამიანის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის მართვა და როგორ მოვიქცეთ ამ ძალისა და შესაძლებლობების გასავითარებლად, ამ თემაზე გვესაუბრება იოგი – ზაზა ბარკალაია.


– რა არის იოგა და პირველად როდის დაინტერესდით ამ მეცნიერებით?

– დაახლოებით, 4-5 წლის წინ, წავედი ინდოეთში დასასვენებლად. ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა. იქ შემხვდა რუსი გურუ, რომელმაც ენერგეტიკულად მაჩვენა, რა არის იოგა. ეს ისეთი მეცნიერებაა, სიტყვიერად ვერ ახსნი. გურუ არ ჩარეულა ჩემს განვითარებაში, უბრალოდ, სწორი გზა დამანახვა. ამის შემდეგ ჩემში მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები. მქონდა ხილვები. შემდეგ ისე მოხდა, რომ მოვხვდი რამდეისთან. ის არის მსოფლიოში პირველი იოგი. მისგან ყველაფერი ვისწავლე.

– როგორც ვიცი, გყავთ მოსწავლეები, როგორც ინდოეთში, ისე საქართველოში. რას ასწავლით მათ?

– უპირველესად, იოგა არის სულიერი სიმშვიდის მოპოვების ერთ-ერთი გზა და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც. სპეციალური სუნთქვებით სისხლს ვამდიდრებთ ჟანგბადით. შემდეგ ხდება დაზიანებულ ორგანოებში ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის მიწოდება, მაგრამ სანამ დაზიანებულ ორგანოს სისხლს მივაწოდებთ, ჯერ იმ ორგანოებს ვცლით სისხლისგან და შემდეგ უკვე ვაწოდებთ ახალ სისხლს. იოგას ვარჯიშები იდეალურ შედეგებს გვაძლევს, ისევე როგორც გახდომაზე, ბევრ სხვა რამეზეც.

– რაში გვეხმარება იოგა?

– ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება, დაგვეხმაროს იოგა. ხსნის ნევროზს, დეპრესიას, უხასიათობას. როდესაც ტვინს არ მიეწოდება იმ რაოდენობის სისხლი, რაც უნდა მიეწოდოს, ეს რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხეულს. იოგა არის სხვადასხვანაირი. არსებობს ხათხა იოგა, რომელიც შეიძლება მივამსგავსოთ ვიოლინოს აწყობას, მაგრამ მასზე დაკვრა უკვე არის რაჯა იოგა. რაჯა უკვე ისეთი თემაა, იქამდე ყველა თავისით უნდა მივიდეს, ამას ვერავინ გასწავლის. ხათხა იოგა, რომელსაც მე ქართველ ხალხს ვასწავლი, არ ეხება რწმენას. ეს არის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, რომელიც ხალხს სჭირდება. ახლა მოგიყვანთ მაგალითს, რაში შეიძლება დაგვეხმაროს იოგა. მაგალითად, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც არ უმართლებს. შეიძლება ის კარგი ადამიანია, ჭკვიანი, ნიჭიერი, მაგრამ არ უმართლებს და რა ქნას? ამ შემთხვევაში რა ხდება, შეიძლება მას ჰქონდეს ენერგეტიკული ბლოკი, სხვადასხვა მიზეზების გამო დაზიანებული აურა. იოგა ჩვენ გვეხმარება ამის შეკვრაში. დავუშვათ, გვაწუხებს ღვიძლი. აურაში ვიპოვით სად არის და შემდეგ შევძლებთ მის მკურნალობას. ასევე ხერხემალზეც არის წერტილები და ძირითადად იქიდან ვმუშაობთ. პრინციპი არის ის, რომ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც დაახლოებით ხერხემლის ქვედა ნაწილშია მოთავსებული, უნდა წავიდეს ზემოთ და ამ სასიცოცხლო ენერგიამ უკეთ იცის, რისგან უნდა მოგვარჩინოს. ეს არის იოგას ძირითადი პრინციპი.

– რა დაავადებების განკურნება შეიძლება იოგას დახმარებით?

– იოგას მეშვეობით ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლება. მაგალითად კიბო – რა ჰმართებს ქალს მკერდის კიბოს? ეს არის დაუცველობის სინდრომი. ქალს ჰგონია, რომ ქმარი მიატოვებს, დარჩება მარტო და ათასი სხვა რამ. საერთოდ, კიბო არის ნეგატიური ენერგია. იოგას დროს ხდება ცუდი აურის გამრთელება, ნეგატიური ენერგიის გასვლა ორგანიზმიდან. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ენაზე ასე შეიძლება, გავიგოთ – როდესაც უჯრედია დაზიანებული და სისხლის მიწოდება შეწყვეტილია, ჩვენ სწორად ვაწვდით სისხლს და ის უკვე ცოცხლდება.

– ესე იგი, მკვდარი უჯრედის გაცოცხლება შეიძლება, შესაბამისად, კიბოს განკურნებაც?

– უჯრედი მკვდარი იმიტომაა, რომ ჟანგბადი არ მიეწოდება. ესე იგი, ვერ სუნთქავს. ჟანგბადი უნდა მივიდეს სისხლიდან, მაგრამ ჯერ სისხლი უნდა გაიწმინდოს. როდესაც ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს მივაწვდით, იგი უკვე დაიწყებს სუნთქვას.

– რელიგიურად იოგა მიღებულია, რატომ კრძალავს მას ეკლესია?

– მე მასწავლებელმა მასწავლა, რომ რელიგიაზე რაც მეტს ილაპარაკებ, ვერაფერს ვეღარ გაიგებო. რწმენამდე ყველა თვითონ უნდა მივიდეს. მე არ მესმის რატომ კრძალავს ეკლესია ამ მეცნიერებას. ერთი კი ვიცი, იოგა არის ყველასთვის. შეუძლია, ნებისმიერი რწმენის ადამიანი მოვიდეს ჩვენთან. იოგა ჩვენ გვეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფიზიკური სხეული და სული ერთმანეთთან ძალიან ახლო კავშირშია. აქედან გამომდინარე, ფიზიკური სხეული თუ არ გავიწმინდეთ, არ გამოგვივა ის, რაც ჩვენ გვინდა.

– თუ არის იოგაში რაიმე აკრძალვები, თუნდაც კვების თვალსაზრისით?

– კვებას რაც შეეხება, თევზს არ ვჭამ, ხორცს და კვერცხს. ამ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრება გვაქვს. როდესაც საქონელს კლავენ, მას ეშინია, შემდეგ ხორცის ჭამისას, შიში, რომელსაც იგი დაკვლის წინ განიცდიდა, გადმოდის შენზე.

– ნიორსაც არ ჭამთ, როგორც ვიცი და ეგ რასთანაა კავშირში?

– ვინც დადის ტაძარში, იმან იცის, რომ უნდა ილოცოს და იფიქროს 20 წუთი მარტო ღმერთზე. მედიტაციაში მიაჩნიათ, რომ ნიორი აზრებს ფანტავს. ინდოეთში ამას აკვირდებოდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნიორი ხელს გვიშლის კონცენტრაციაში.

– თქვენ თვითონ რაში დაგეხმარათ იოგა?

– მე ვიყავი ძალიან მძიმე ავადმყოფი, ჩემს ავადმყოფობას ერქვა 110 კილოგრამი. ამასთანავე მიჯაჭვული ვიყავი ძლიერმოქმედ ნარკოტიკებზე. მაწუხებდა ღვიძლი, ფილტვი და ათასი რამ. პირადად მე, იოგამ მიხსნა ამ ყველაფრისგან. ვინც დაინტერესდება თუ როგორ დამეხმარა იოგა ამაში, თვითონაც შეუძლია, დაიწყოს ვარჯიში და შედეგს აუცილებლად ნახავს.

– ინდოეთში შემთხვევით მოხვდით? წასვლის მიზეზი ნარკოტიკები ხომ არ იყო?

– ინდოეთში ჩავედი გასართობად, მთავარი მიზეზი, ალბათ, ნარკოტიკები იყო, მაგრამ შემთხვევით შემხვდა გურუ, რომელმაც ჩემში ბევრი რამ შეცვალა. იოგა ჩემთვის აღმოჩნდა გზა ჭეშმარიტებისკენ. ჭეშმარიტება სად არის, ეს უკვე ყველამ თვითონ იცის. ჩემი მოსწავლეებისთვის კი იოგა არის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. მე ვერავის ვერაფრისგან განვკურნავ – მივიყვან კარამდე, მაგრამ კარი ყველამ თვითონ უნდა გააღოს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან. ამაში კი ყველაზე კარგად დაგეხმარებათ იოგა.


скачать dle 11.3