კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასვენების შემდეგ სწორად შეარჩიეთ საკვები რაციონი


შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებული, ვერ ახერხებთ ემოციების მოთოკვას, საქმესაც ვერ უდებთ გულს და ყველაფერი გეზარებათ. ეს ჩვეულებრივი, შვებულების შემდგომი სინდრომია და პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ.

დასვენებისას ორგანიზმი იცვლის დღის რეჟიმს, კვებისა და ძილის ჩვეულ რიტმს, დუნდება კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემები, მოშვებულია ნერვული სისტემა და იკლებს პირობითი რეფლექსების სიჩქარეც. მოკლედ რომ ვთქვათ, ორგანიზმი სხვა ბიორიტმზე გადაეწყობა და გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს უყენებს გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვით სისტემებს, ყოველივე ეს კი ორგანიზმის ერთგვარი თავდაცვითი რეაქციაა. ფიზიკური და გონებრივი აქტივობის შემცირებით ის ცდილობს, აღიდგინოს წლის განმავლობაში დახარჯული ენერგია.

შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ეცადეთ, იმაზე ადრე დაწვეთ დასაძინებლად, ვიდრე ეს თქვენი ჩვეული რეჟიმით იყო გათვალისწინებული. შუაღამემდე ნუ იჯდებით ტელევიზორის წინ, ნურც კითხვით გადაიტვირთავთ თვალებს და ისედაც მოდუნებულ ტვინს, რადგან ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ახალ ენერგეტიკულ დანახარჯს ითხოვს, თქვენ კი ენერგია ისედაც გაკლიათ. კარგი იქნება თუ ძილის წინ, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ ფეხით.

არ დაგავიწყდეთ ვარჯიში – ეს საგრძნობლად შეამოკლებს შვებულების შემდგომ რეაბილიტაციას, მოდუნებულ ორგანოებს თვალის დახამხამებაში უწევს ტონუსს და მუშაობის ჩვეულ რიტმზე გადაიყვანს. დატვირთვა და ვარჯიშის ხანგრძლივობა ნელ-ნელა გაზარდეთ.

ასევე, მოიწესრიგეთ კვების რეჟიმი: დროებით მოერიდეთ ნოყიერ საკვებს და ეცადეთ, თქვენი მენიუ მცენარეული, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით შეავსოთ. განსაკუთრებით კარგია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ტვინის უჯრედების ფუნქციას ააქტიურებს. მაგალითად, ასეთია: თხილი, შოკოლადი, ნიგოზი, თაფლი, ყურძენი, ხახვი, წიწაკა, კომბოსტო, ოხრახუში, თევზი, ყვავილოვანი კომბოსტო და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3