კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: თმის საღებავზე მაქვს ალერგია – საშინლად მექავება ყურის მიდამოში. მირჩიეთ, რომელი საღებავი გამოვიყენო?

პასუხი: თმის საღებავი უამრავ ქიმიურ კომპონენტს შეიცავს. გირჩევთ, საღებავის შერჩევისას მისი შემოწმების წესი გამოიყენოთ. ცოტა საღებავი წაისვით წინამხრის მიდამოში და რამდენიმე წუთი დაელოდეთ. თუ კანი არ გაგიწითლდათ, შეგიძლიათ, შეიღებოთ.

კითხვა: 25 წლის გოგოს ყურში ჩაესმის ხმაური, ზოგჯერ წუილის ხმებიც. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: გირჩევთ, წაბრძანდეთ ოტოლარინგოლოგთან, რომელიც გამოკვლევის შემდეგ ან მკურნალობას დაგინიშნავთ, ან საკონსულტაციოდ სხვა სპეციალისტთან გაგგზავნით.

კითხვა: რით განსხვავდება ართრიტი ართროზისგან?

პასუხი: ართრიტი ანთებითი პათოლოგიაა, მას ახასიათებს სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით მოძრაობისას. ართროზი ანთებითი დაავადება არ არის, ამიტომ ართრიტთან არაფერი აქვს საერთო. ართრიტის დროს სასახსრეების სითხეში პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. ართროზის დროს კი აღინიშნება სასახსრე სითხის უკმარისობა და სახსრის გამოფიტვა – მისი ქსოვილების პათოლოგიური გადაგვარება.

კითხვა: ჩემს 5 წლის გოგონას ძალიან უყვარს C ვიტამინი და გამუდმებით მთხოვს. მაინტერესებს, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს მისი ჭარბად მიცემა?

პასუხი: C ვიტამინის სიჭარბე ნებისმიერ ასაკში საზიანოა. ამ ვიტამინის მიღებას დღიური ნორმა გააჩნია და ნორმის გადაჭარბება არ შეიძლება. ნუ მიაჩვევთ პატარას ვიტამინის უკონტროლო მიღებას. გახსოვდეთ, ვიტამინები კანფეტები არ არის!

კითხვა: კვირაში რამდენჯერ უნდა დავბანოთ ახალშობილი საპნით? ჩვილის დასაბანი სპეციალური თხევადი საშუალებების ყიდვაა საჭირო, თუ ჩვეულებრივი საბავშვო საპონიც საკმარისია?

პასუხი: ახალშობილის ყოველდღე საპნით დაბანა აუცილებელი არ არის. ბავშვისთვის სასარგებლოა ზღვის მარილის, წიწვის, ორკბილას ნახარშის აბაზანები. საპნით კი კვირაში 1-2-ჯერ დაბანაც საკმარისია. თუ წელს ქვევით რეგულარულად კარგად ჩაბანთ, მაშინ საპნით დაბანა უფრო იშვიათადაც შეიძლება.

კითხვა: რა შეიძლება იყოს 3 წლის ბავშვის ხვრინვის მიზეზი. შეიძლება თუ არა ეს ბრონქიტს უკავშირდებოდეს?

პასუხი: ამ ასაკში ხვრინვის მიზეზი ხშირად ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული პათოლოგია ან ცხვირის ლორწოვანი გარსის ადენოიდებია. გირჩევთ, პატარა ყელ-ყურის ექიმს გაასინჯოთ.

კითხვა: ვარ 4 თვის ორსული. ორსულობის მესამე თვეს 17 კეტოსტეროიდზე გავიკეთე ანალიზი და მამაკაცური ჰორმონების დიდი რაოდენობა აღმომაჩნდა. ექიმმა დამინიშნა დექსამეტაზონი დღეში ერთხელ მშობიარობამდე. უსაფრთხოა თუ არა ამ პრეპარატის მიღება და რა შეიძლება, გამოიწვიოს წამლის მიუღებლობამ?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში, ორსულობისას დექსამეტაზონის დანიშვნა, სავსებით მართებული გადაწყვეტილებაა. ეს პრეპარატი არც თქვენ და არც თქვენს პატარას საფრთხეს არ შეგიქმნით, მისი მიუღებლობის შემთხვევაში კი სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი.

კითხვა: 62 წლის ქალბატონს რამდენიმე წელია, ჰაერის უკმარისობა აწუხებს. უმკურნალა ნევროპათოლოგმა. შედეგი ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ექიმთან მისვლა ვეღარ შევძელით. მკურნალობაც მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე შეწყვიტა. ახლა კვლავ გაუმეორდა. იქნებ გვირჩიოთ, რომელ ექიმთან მივიდეთ და რომელი ანალიზები დასჭირდება?

პასუხი: აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორია გულის ფუნქციური მდგომარეობა. ამისთვის უნდა ჩატარდეს გულის ექოსკოპიური გამოკვლევა და პაციენტი უნდა გასინჯოს კარდიოლოგმა.

კითხვა: შემოდგომაზე მქონდა ბრონქოპნევმონია. გაზაფხულზე კი ასეთი დიაგნოზი დამისვეს: მარჯვენამხრივი კეროვანი პნევმონია. გთხოვთ ამიხსნათ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?

პასუხი: პნევმონია ფილტვების ანთებაა. ბრონქოპნევმონია აზიანებს ფილტვის ცალკეულ ნაწილაკებს. დაზიანების კერები შეიძლება მრავლობითი იყოს. ხშირად ორივე ფილტვშია განლაგებული, უპირატესად ქვედა ნაწილებში. რაც შეეხება კრუპოზულ პნევმონიას, ამ დროს ანთებითი პროცესი მოიცავს ერთ-ერთი ფილტვის დიდ უბანს, ხშირად პლევრასაც. კეროვანი პნევმონია იგივე ბრონქოპნევმონიაა სხვადასხვა ტერმინებით გამოხატული.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3