სვით მაყვლის ფოთლების ჩაი
მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები. მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, სიროფს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და ასე შემდეგ.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება სასარგებლო და არომატული ჩაი. ახალი ფოთლები დაკრიფეთ, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში. როცა ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, გააშრეთ ჰაერზე. მისგან მომზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ორგანიზმის გამამაგრებელ და დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება კლასიკური ნევროზის დროს. ის, ასევე, ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა.
ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ასევე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის დროს, ფარინგიტის შემთხვევაში კი გამოსავლებად. ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი, ანუ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ოთხი საათის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.