კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კობალტი და რკინა ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია


რკინა აუცილებელია სისხლის წარმოსაქმნელად. ის უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ფილტვებიდან ქსოვილებში. ადამიანის ორგანიზმში რკინის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნება ანემია. მას თან ახლავს სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, საერთო ჯანმრთელობის გაუარესება და ასე შემდეგ.

რკინა შედის ჰემოგლობინის, ანუ სისხლის წითელი პიგმენტის შემადგენლობაში. სისხლის წითელი სხეულაკები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. იქიდან კი ხვდება სისხლში და ცირკულირებს მასში. შემდეგ, დროთა განმავლობაში, იშლება შემადგენელ ნაწილებად და რკინა, რომელსაც ის შეიცავდა, ხვდება ღვიძლში, ელენთაში და იქ ინახება.

ადამიანის ორგანიზმი რკინას კარგავს ოფლის გამოყოფის დროს და შინაგანი ორგანოების უჯრედების დაღუპვისას.

ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება რკინაზე დაახლოებით 20 მილიგრამია. სხვათა შორის, ბევრ ადამიანს აღენიშნება მისი ნაკლებობა. ამ მიკროელემენტის უკმარისობის მიზეზი კი ის არის, რომ რკინა, როგორც კალციუმი, ყოველთვის კარგად არ შეითვისება. სხვათა შორის, ძნელად შესათვისებელია რკინა, რომელიც არის ხორცსა და ბურღულეულში.

რკინას უხვად შეიცავს მწვანე ბოსტნეული, თალგამი, მდოგვი, წიწმატი, ღვიძლი, თირკმელი, კვერცხის გული, მოლუსკები...

როგორც კალციუმი, რკინაც არ შეიწოვება ნაწლავებში შაველისა და ფიტინის მჟავების არსებობისას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის შედეგადაც უნდა გამოიყენოთ რკინის შემცველი პროდუქტები დღიურ ნორმაზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით. ორგანიზმმა რკინა კარგად რომ შეითვისოს, აუცილებელია C და B12 ვიტამინები.

კობალტი არის ვიტამინ B12-ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმატებით გამოიყენება მკურნალობის დროს. კობალტის უკმარისობამ შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის კიბო.

კობალტი აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის. ასევე, სისხლის წითელი სხეულაკების წარმოქმნისთვის. ის არეგულირებს ადრენალინის შემცველობას, კერძოდ, თირკმლის ზედა ჯირკვლის ჰორმონის შემცველობას.


скачать dle 11.3