კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ცოდვა, რომელიც აღსარებაში მოვინანიე, მაინც არ მასვენებს და ძალიან მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჩამიდენია. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენი სინანული ნამდვილად გულწრფელია და აღსარებაც გულწრფელად თქვით, მაშინ ეს ცოდვა აღარ უნდა გაიხსენოთ, მით უმეტეს, აღარ უნდა ჩაიდინოთ. უფალი კაცთმოყვარეა და თქვენი სინანულის შემდეგ, ამ ცოდვისგან სრულიად თავისუფლდებით. თუ ისევ იფიქრებთ ჩადენილ ცოდვაზე, ეს უფრო აგაფორიაქებთ და შესაძლოა, ახალ ცოდვაში, სასოწარკვეთილებაში, ჩავარდეთ. ილოცეთ და სთხოვეთ უფალს, რომ გული სიმძიმისგან გაგითავისუფლოთ.

კითხვა: რატომ არის ზოგიერთი ლოცვა „დაუჯდომელი?“

პასუხი: თვითონ სახელწოდება „დაუჯდომელი ლოცვა“ ლოცვის ძალას და განსაკუთრებულებას გულისხმობს. დაუჯდომელი ლოცვები ძლიერი ლოცვებია და როდესაც მათ წარმოვთქვამთ განსაკუთრებით ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და მთლიანად ლოცვისკენ უნდა ვიყოთ მიმართული. ხოლო თუ ადამიანი ჯანმრთელია, სიფხიზლე გულისხმობს, რომ მუხლი არ მოხაროს, ანუ არ დაჯდეს. დაუჯდომელ ლოცვებში განსაკუთრებულად არის წარმოჩენილი ვედრება იმ წმიდანებისადმი, რომლებისთვისაც ეს ლოცვებია დაწერილი. მორწმუნეები ამ ლოცვებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, სიხარულის ან განსაცდელის დროს კითხულობენ, რადგან მათ დიდი ძალა აქვთ.

კითხვა: რატომ არის ცოდვა საყვარელ ადამიანთან ჯვარდაუწერლად თანაცხოვრება? ჩვენ ხომ არც სხვას ვუშლით ხელს და ჩვენს სიყვარულსაც ამით არაფერი აკლდება.

პასუხი: ჯვრისწერის საიდუმლოს გარეშე თქვენი ხორციელი თანაცხოვრება სიძვაა. პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ მეძავნი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

კითხვა: ჩემს თავს მორწმუნედ მივიჩნევ, რადგან ეკლესიაში დავდივარ და ათ მცნებას ვიცავ. თუმცა მარხვას არ ვინახავ. ამით ხომ არ ვცოდავ?

პასუხი: თუ თავს მორწმუნედ მიიჩნევთ და გსურთ ეკლესიური ცხოვრება, თუკი ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, აუცილებელია მარხვის დაცვა. თქვით აღსარება და ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამის გარეშე თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ვერ იქნებით.

კითხვა: როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას კათოლიკე წმიდანების მიმართ?

პასუხი: იმ პირებს, რომლებსაც კათოლიკური ეკლესია წმიდანებად აღიარებს კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია არ აღიარებს.


скачать dle 11.3