კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ჩაცმულობის გამო ისჯებოდნენ მამაკაცები და მანდილოსნები ეკლესიის მიერ უზიარებლობით


დღეს თანამედროვე ადამიანების ჩაცმულობა ხშირად ხდება კრიტიკისა და კამათის თემა, განსაკუთრებით ეს მანდილოსნების ჩაცმის სტილს ეხება. როგორ უნდა იმოსებოდეს მართლმადიდებელი ადამიანი, როგორ ვარცხნილობას უნდა ატარებდეს ის, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიგაშვილი).


– მამაო, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის ჩაცმულობა, რას უნდა ითვალისწინებდეს ის ამ საკითხში?

– როგორ უნდა იმოსებოდეს ქრისტიანი მამაკაცი ან დედაკაცი, ამის შესახებ სწავლება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისტორიაში გვაქვს. ძველი პატრიარქები, მღვდელმსახურები, წინასწარმეტყველები მიანიშნებდნენ და თვით მოსეს რჯულის კანონებში იყო წესდება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანის ჩაცმულობა, ვარცხნილობა. ანუ, ჯერ კიდევ მოსეს რჯულის დროს, ადამიანის ჩაცმულობა, მისი თმის ვარცხნილობა, მისი ყოფა-ცხოვრების მოწყობა, ქცევები, პირად ცხოვრებასა და საზოგადოებაში, მოწესრიგებული იყო. ძველი აღთქმიდან, კონკრეტულად კი, ბრძენი სოლომონის ცხოვრებიდან, შეგვიძლია, ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. მას მიუყვანეს რამდენიმე ბავშვი – გოგონები და ბიჭები. ყველანი ერთნაირად იყვნენ შემოსილები და ბრძენ მეფეს უნდა გაერჩია, რომელი იყო იქიდან გოგონა და რომელი – ბიჭი. ისინი იმდენად ერთნაირად იყვნენ შემოსილნი, ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ, რომ მათი გარჩევა ჩვეულებრივ ადამიანს გაუჭირდებოდა. სოლომონ მეფემ მიიყვანა ისინი წყალზე და უთხრა, რომ პირი დაებანათ. მაშინ მეფე მიხვდა, რომელი იყო გოგონა და რომელი ბიჭი. და, როგორ ამოიცნო? გოგონები წყალს პირზე ძალიან ნაზად ისხამდნენ და ხელებით იმშრალებდნენ – ბიჭები უფრო თამამად ისხამდნენ წყალს და ხელებს ლოყებზე იტყაპუნებდნენ, – ასე გაარჩია ბრძენმა მეფემ, რომელი იყო მათ შორის გოგონა და რომელი ბიჭი. დღეს ძალიან ჭირს ქალისა და კაცის გარჩევა. ასეთი გამოთქმა არსებობდა ძველ დროში: ადამიანი მამაკაცს და დედაკაცს 50 მეტრიდანაც გაარჩევსო, დღეს კი ახლოდანაც ჭირს მათი გარჩევა. ქალისა და მამაკაცის ჩაცმულობის შესახებ მეექვსე საეკლესიო კრების 62-ე კანონში წერია ასეთი სიტყვები: მამაკაცი, რომელიც ჩაიცვამს დედაკაცის სამოსს, ან პირიქით, დედაკაცი, რომელიც ჩაიცვამს მამაკაცის სამოსს, ისჯება უზიარებლობით. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდებოდა მორწმუნე საზოგადოებაზე, მორწმუნე მრევლზე, რადგან ვინც არ იყო მორწმუნე, ეკლესიური, მასზე ეს კანონი არ გავრცელდებოდა, მარტივი მიზეზის გამო, რომ ის მას არ მიიღებდა. ასევე, მეექვსე მსოფლიო კრების 98-ე კანონში წერია: ადამიანმა, რომელმაც ნათელი იღო, წმიდა სამების სახელით შემოსა ქრისტე, მან აღიარა კიდევაც მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის მიბაძვის სურვილი. ანუ, ადამიანი, როდესაც ინათლება წმიდა სამების სახელით, ის ადასტურებს თავის მზაობას, შეუდგეს ქრისტეს და მას მიბაძოს ცხოვრების წესში, ქცევაში, ზნეობაში. აქედან გამომდინარე, თუ მამაკაცისთვის ყოველთვის მისაბაძი იყო ქრისტე, ქალისთვის – დედაღვთისმშობელი უნდა იყოს და ადამიანები ჩაცმულობით, ვარცხნილობითაც უნდა მიემსგავსონ მათ. მაცხოვარს თავისი მოღვაწეობის პერიოდში სულ რამდენიმე სამოსი ეცვა. ძირითადად ემოსა უკერავი კვართი, რომელიც წმიდა ქალწულმა მოუქსოვა და რომლითაც ჯვარცმის დროს ხელახლა შემოსეს. მანამდე ის ჰეროდემ შემოსა თეთრი სამოსით, ხოლო პილატემ – მეწამული სამოსით, ნიშნად იმისა, რომ რომაელი იმპერატორები ატარებდნენ მეწამულ სამოსს. ღვთისმშობელმა, როდესაც მიიძინა, მას, გარდა იმისა, რაც ემოსა, მხოლოდ ორი სამოსი დარჩა. ისინი მისი ანდერძისამებრ, დაურიგდათ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ცხოვრებაში ემსახურებოდნენ. ამიტომ, შეიძლება, ადამიანს რამდენიმე სამოსი ჰქონდეს და ამით დაკმაყოფილდეს წლების განმავლობაში. მაგრამ, დღეს ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ. ადამიანს აქვს 100-200 კოსტიუმი, პერანგი, ფეხსაცმელი და კიდევ მეტის შეძენაზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა, ადამიანს უკვე უჩნდება მიჯაჭვულობა ტანისამოსზე, რომელიც მას არ სჭირდება. ანუ, მას შეიძლება, ეს ყველაფერი შენახული ჰქონდეს „შავი დღისთვის“, მაგრამ ვერაფერში გამოიყენოს. ან პირიქით, მას ეს სამოსი აქვს ბედნიერი დღისთვის ან იმისთვის, რომ ყოველ დღეს მოაწონოს ვინმეს თავი. დღევანდელ საზოგადოებაში არასწორად არის დამკვიდრებული აზრი, რომ ადამიანი თავს წარმოაჩენს თავისი შესამოსელით. ეს ასე არ არის. ადამიანი, პირველ ყოვლისა, თავს წარმოაჩენს თავისი პიროვნულობით, ზნეობრიობით, ადამიანობით. უპირველესად ადამიანი უნდა იყოს და მერე შეიძლება, უკვე მიაღწიოს კარგ ქრისტიანამდე. ტანსაცმლით კი, ადამიანის შინაგანი და გარეგანი მდგომარეობა არ წარმოჩინდება. ვისაც აცვია სადად, უბრალო სამოსი და შინაგანად კარგი ადამიანია, ყველა დამეთანხმება, რომ ის ასხივებს დადებით ენერგიას და მისი კარგი განწყობა, ადამიანობა ტანსაცმელზეც მოეფინება. ამას ხილულად თუ უხილავად სხვა ადამიანებიც აღიქვამენ. როგორ კარგადაც არ უნდა ეცვას ადამიანს, თუ შინაგანად უარყოფითი პიროვნებაა, გამოსცემს ადამიანების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, მისი გარეგნობა და სამოსი ყველანაირ მნიშვნელობას და აზრს დაკარგავს. ადამიანი, ხატოვნად, რომ ვთქვათ, პირველ ყოვლისა, უნდა შეიმოსოს სულიწმიდის მადლით, უფლით, კარგი საქციელით, ზნეობრივი ცხოვრებით და მერე უკვე გარეგნობაც შეიძლება, გარკვეულ როლს თამაშობდეს. ადამიანი თუ ძალიან ლამაზი იყო, მომხიბვლელი, ადრე ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობდა. თვითონ ის ადამიანიც არაფერს ამბობდა საკუთარ სილამაზეზე ხმამაღლა. ვინც ხედავდა ადამიანის სილამაზეს, ისიც ჩურჩულით საუბრობდა ამაზე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა და ხაზი მხოლოდ მის გარეგნობაზე არ გაესვა. სამაგიეროდ, ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, ზნეობაზე ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდნენ და წარმოაჩენდნენ.

– სახარებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქალს უნდა ჰქონდეს გრძელი ვარცხნილობა, ხოლო მამაკაცს – მოკლე.

– მანდილოსანს, რომელსაც მოკლე ვარცხნილობა აქვს, თითქოს ის ამით თავს იუშნოებს, თავის ქალობას, კდემამოსილებას, მორჩილებას – რაც მასში უფლისგან არის ჩადებული, ხაზს გადაუსვამს. ქალი აღიარებს იმას, რომ ქვეცნობიერად ეურჩება მეუღლეს, ოჯახის წევრებს და გამოხატავს პროტესტს. მას ღმერთმა გრძელი თმა მისცა მორჩილების ნიშნად და ის ამით უფლის მიმართაც იჩენს პროტესტს. გრძელი თმა, გარდა იმისა, რომ მორჩილების ნიშანია, ამშვენებს ქალს და ეს მას სინატიფეს, ქალურობას, თავმდაბლობას ჰმატებს. რაც შეეხება მამაკაცს, არა მხოლოდ ახალ აღთქმაში, ძველი აღთქმის ეკლესიაშიც დაუშვებელი იყო, მამაკაცს ჰქონოდა გრძელი თმა, თუ ის არ იქნებოდა სასულიერო პირი. წვერს ძველი აღთქმის დროს და მანამდეც, თუნდაც ელინურ სამყაროში, ატარებდა ადამიანი, რომელიც განსწავლულობით გამოირჩეოდა. ახალ აღთქმაში არის კანონი, რომ მამაკაცმა არ უნდა ატაროს გრძელი თმა, რადგან არ უხდება და ამით ის მანდილოსანს მიემსგავსება. მამაკაცს თუ აქვს სურვილი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვერი, მაგრამ არა გრძელი თმა, თუ ის არ იქნება სასულიერო პირი. რაც შეეხება ქალების მიერ მაკიაჟის ხმარებას, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულად არ შეიძლება მისი გამოყენება. მაცხოვარი და ძველი აღთქმის სწავლება გვასწავლის, ქალს არ ამშვენებს ფერუმარილი, ის მაინც ლამაზია და რაც ღმერთმა შექმნა, იმას მეტი გალამაზება არ სჭირდება. კაცისთვის, მით უმეტეს, ამის გაკეთება ან სამკაულის ტარება მიუღებელი და დაუშვებელია. დღეს ჩვენს საზოგადოებაშიც არიან მამაკაცები, რომლებიც ატარებენ ერთ საყურეს, რაც ნიშნავს პროტესტს. ამას ყოველთვის ანარქისტები აკეთებდნენ და ამით პროტესტს და წინააღმდეგობას გამოხატავდნენ. დღეს ვინც ერთ საყურეს ატარებს, მათმა უმეტესობამ ამის მნიშვნელობა არც კი იცის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი პირად და საყოველთაო სამსჯავროზე თავისი შესამოსელით წარდგება. საკუთარ შესამოსელში კი, მისი კეთილი თუ უკეთური საქმეები იგულისხმება.

– მორწმუნეები ხშირად ეკლესიაში მოკრძალებულად ჩაცმულები დავდივართ, განსაკუთრებით მანდილოსნები, ქუჩაში კი ჩვენი ჩაცმულობა რადიკალურად იცვლება.

– ის კანონები, რაც ეხება ადამიანის ჩაცმულობას, რა თქმა უნდა, არ ძველდება. ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით კი ღმერთისთვის და უფალი ჩვენ ამ კანონებით განგვსჯის. ეკლესია ქადაგებს, რომ დედაკაცმა თავი უნდა შეიკავოს მამაკაცის სამოსის ჩაცმისგან, მაგრამ დღეს, არა ეკლესია, ზოგადად სასულიერო დასი, მოძღვრები უშვებენ იკონომიას – შეწყალების მომენტს. დედაკაცს მკაცრად არ სთხოვენ, რომ გარეთ მაინცდამაინც არ ჩაიცვას შარვალი. ვერ ვიტყვით, რომ ამას უშვებს ეკლესია, უბრალოდ, მიდგომა ოდნავ შერბილებული და ოდნავ შეცვლილია. მაგრამ, თუ დედაკაცი მოიქცევა ისე, რომ გარეთაც არ ჩაიცვამს შარვალს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უფლისთვის ძალიან კარგი და მისაღები.


скачать dle 11.3