კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კონკურსის დასაპყრობად ემზადება ნინი შერმადინი და ვისი დროშის ქვეშ იმღერებს ის


მომღერალი ნინი შერმადინი იმდენად აქტიური ადამიანია, რომ ვერ იტანს უსაქმურობას. ამიტომ, ცდილობს, ყოველთვის საქმით იყოს დაკავებული. ქვეყანა, სადაც თავს ნამდვილ ვარსკვლავად გრძნობს, საბერძნეთია. იქ მას ყველა მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობა. საზაფხულო არდადეგების შემდეგ ნინი თელ-ავივში, მერე კი ათენში მიემგზავრება, სადაც საკმაოდ დიდი გეგმები და საქმე ელის.

ნინი შერმადინი: რადგან ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ჩემთვის ყველაზე დამთრგუნველი და უინტერესოა ის პერიოდი, როცა უსაქმოდ ვარ – ამ დროს თავს საშინლად ვგრძნობ. თუ დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმით, მაშინ ვცოცხლობ, რაც სახეზეც მეტყობა. უმოქმედობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჩემზე, უხასიათოდ ვარ და ყველა იმას მეკითხება, რა გჭირსო.

– ასეთ აქტიურ ადამიანს თუ შეგიძლია პასიურ ადამიანებთან ურთიერთობა?

– პასიურ ადამიანებთან ურთიერთობა მქონია, მაგრამ ეს ძალიან მღლის. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა პასიური პერიოდი, რის გამოც დათრგუნული ვიყავი. ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ხელი არასდროს ჩამიქნევია და თავში არ წამიშენია – ახლა რაღა მეშველება, ეს რა დამემართა-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში თუ რამე ცუდი ხდება, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მაინც კარგზე ვფიქრობ.

– დროს რისთვის არ ზოგავ?

– პირველ ყოვლისა, დროს ჩემი შვილისთვის არ ვზოგავ, ისევე, როგორც ჩემი კარიერისთვის, რაიმე ახლის სწავლისა და ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. შეიძლება, ვინმემ კაფეში მეგობრებთან ერთად დამინახოს და თქვას, აქ რა უნდა, რატომ ზისო. მეგობრებთან ერთად ყოფნა ჩემთვის სულიერი განტვირთვაა, ანუ, მათგან დადებით ენერგიას ვიძენ.

– ხშირად გინანია?

– ძალიან იშვიათად მინანია, მაგრამ, თუ მინანია, გული მტკენია. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ, არასდროს შემრცხვება იმის, რასაც ვამბობ, რასაც ვაკეთებ, რასაც ჩავიდენ. ასევე, არასდროს ვინანებ, რასაც სხვას ან საკუთარ თავს ვუსურვებ. ეს იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს გულით და გააზრებულად ვაკეთებ. აი, თუ ეს გულით ჩადენილი რამ ვინანე, ესე იგი, მარტო ჩემი ბრალი არ არის, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.

– მერე თუ ითვალისწინებ იმას, რასაც ნანობ?

– ვერა.

– ანუ, საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობ ჭკუას.

– ალბათ, მაინც ვერ ვსწავლობ. ძალიან ბევრჯერ ისეთი ადამიანებისგან მტკენია გული, ვისგანაც არ ველოდებოდი, მაგრამ, მეორე წუთში, როცა მათ ჩემი გვერდში დგომა დასჭირვებიათ, წყენა არ გამხსენებია. თითქმის ყოველთვის ვმოქმედებ გულით და არა გონებით. იმას არასდროს ვამბობ, ეს არ უნდა გამეკეთებინა-მეთქი, რადგან, დროის უკან დახევა რომ შეიძლებოდეს, ზუსტად ვიცი, მაინც იმავეს გავაკეთებ – ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები.

– ადამიანის პიროვნების ამოცნობა გეხერხება?

– ადამიანის ამოცნობა 98 პროცენტით შემიძლია. სასწაული ინტუიცია მაქვს, ადამიანს პირველად რომ დავინახავ, რასაც მასზე გავიფიქრებ, ადრე თუ გვიან მართლდება.

– კარგი ინტუიციის მქონე ადამიანები ხშირ შემთხვევაში აზარტულები არიან. შენც ასეთი ხარ?

– აზარტული თამაშები საერთოდ არ მიყვარს, არასდროს მითამაშია, კაზინოს ხომ საერთოდ ვერ ვიტან, იქ არასდროს შევალ. მიუხედავად ჩემი კარგი ინტუიციისა, აზარტული მართლა არ ვარ.

– როგორ ფიქრობ, ნინი შერმადინი მარტივი პიროვნებაა თუ რთული?

– მარტივი პიროვნება ნამდვილად არ ვარ, არც ძალიან რთული. ყველა ადამიანს ახასიათებს რაღაც თავისებურებები. მე ჩემი პლუს-მინუსები მაქვს, ისევე, როგორც პრინციპები, რომელსაც არასდროს ვუღალატებ. ვარ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი და ჩემთან საერთო ენის გამონახვა რთული სულაც არ არის.

– სიმღერის გარდა რისი ნიჭი გაქვს?

– უცხო ენებისკენ მაქვს მიდრეკილება, ადვილად ვითვისებ – ეს ჩემი ჰობი იყო.

– რამდენი ენა იცი?

– ინგლისური, ბერძნული, ცოტა მეგრული და სომხური, ცოტა ჩინური, ცოტა იტალიური, ესპანური და არაბული, ყველაზე ნაკლებად – რუსული. იმდენად მომწონდა ესპანური ენა და სიმღერები, სერიალებს ვუყურებდი, ესპანური სიტყვები რომ ამომეწერა.

– კიდევ რისი ნიჭი გაქვს?

– მეგობრობის.

– შენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?

– რაც მარკუს მეტრეველთან დუეტი ჩავწერე, სხვა მეტი სიახლე საქართველოში არაფერი მაქვს. სექტემბერში თელ-ავივში კონცერტი მაქვს, მერე კი – ათენში. მესამე „იქს ფაქტორი“ იწყება და, როგორც მეორე ადგილის მფლობელი, საპატიო სტუმრის რანგში ვარ მიწვეული, უნდა ვიმღერო. ასევე ხმის ჩამწერი რამდენიმე კომპანიისგან მაქვს საბერძნეთში შემოთავაზება. რომელ მათგანთან გავაფორმებ ხელშეკრულებას, ეს უკვე რომ ჩავალ, იქ გაირკვევა.

– რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული და ბერძნული ცხოვრების რიტმი?

– ქართული და ბერძნული ცხოვრების რიტმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რაც შეეხება შოუ-ბიზნესს, იქ იმ დონეზეა განვითარებული, რომ თავს ვარსკვლავად გრძნობ. არ გეპატიება, გარეთ მოუწესრიგებელი გამოხვიდე, რადგან ყველგან პაპარაცები არიან. ხალხი პატივს გცემს და უყვარხარ. მაგალითად, საქართველოში უცნობები გვერდით შენი ოჯახის წევრივით ჩაგივლიან და – „პრივეტ“, რავა ხარ, აბა ჰეო, – შემოგძახებენ. საბერძნეთში ძალიან დისტანციით არიან, მაგრამ, პატივს გცემენ და მომღერლებით ცოცხლობენ.

– პაპარაცების მსხვერპლი თუ გამხდარხარ საბერძნეთში?

– არასდროს, რადგან ძალიან ფრთხილი ვარ.

– „იქს ფაქტორის“ შემდეგ საბერძნეთში ალბათ ყველა გცნობს.

– „იქს ფაქტორს“ უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა, ამიტომ ხალხი კონკურსის შემდეგ კი არა, ქასთინგების შემდეგაც გცნობს უკვე.

– საკმაოდ ბევრ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ბევრი კონკურსს თავს არიდებს, რადგან, შეიძლება, შედეგზე გული დაწყდეს. შენ?

– ცხოვრებაც ასეთი არ არის? ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება გული დაგვწყდეს, მაგრამ, მერე რა მოხდა? აუცილებელია, პირველი ადგილი ან „გრან-პრი“ აიღო, რომ გული არ დაგწყდეს? მაშინ, როგორც პროფესიონალი, ვერასდროს განვითარდები. თუ ყველა კონკურსში გაიმარჯვე, მაშინ, უიტნი ყოფილხარ ჰიუსტონი, ან მაიკლ ჯეკსონი და ვერ გაგიგია. კონკურსში მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, დიდი გამოცდილებაა, ბევრ რამეს სწავლობ. პირადად მე ეს ძალიან მომწონს.

– კიდევ თუ მიიღებდი მონაწილეობას?

– რატომაც არა. ერთი „ევროვიზიის“ კონკურსი დამრჩა და მაგაშიც მოვსინჯავ ბედს.

– შენ და მარკუს მეტრეველი დუეტის სახით ხომ არ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში?

– არა. ისე, ჯობია, მარკომ ჯერ „იურმალაზე“ მოსინჯოს ბედი და „ევროვიზია“ მე დამითმოს (იცინის). „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობა ძალიან მინდა, თან, როგორც სოლო-მომღერალი, პასუხს ვაგებ, რომ მოწინავე ადგილზე ვიქნები – ამის პრეტენზია ნამდვილად მაქვს. მუშაობა არ მეზარება, შემიძლია, ღამეები ვათენო. როცა იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს, არასდროს ვიღლები, მით უმეტეს, როცა საკუთარი ქვეყნის დროშა გადგას მხრებზე, ორჯერ უფრო მეტად მონდომებული ხარ.

– ბერძნებმა რომ შემოგთავაზონ „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობა მათი სახელით, დათანხმდები?

– აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას საბერძნეთის სახელით, თუ ამას შემომთავაზებენ, რატომაც არა. საქართველოს სახელით თუ არ გამიშვებენ „ევროვიზიაზე“ საბერძნეთის სახელით მაინც გავალ.

– საკუთარ ცხოვრებაში რამეს თუ შეცვლიდი?

– ჩემი მინუს-პლუსებით, უფლის ყველაფრით მადლობელი ვარ და ამიტომ არც არაფერს შევცვლიდი.


скачать dle 11.3