კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟოლოსმურაბიანი


ნატოს ცოდვა – ვის?!

თუმცა იმედები საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე წყალგადასხმული ნაკვერჩხალივით მიინავლა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შიგადაშიგ მაინც შემოგვიძახებს ხოლმე. ბუნებრივია, ძველი და ყურსმიჩვეული ფრაზით: ნატოს კარი ღიააო. სულ ბოლო შეძახილს ნატოს გენმდივანმა ინსტრუქციაც მოაყოლა: ეს არის („ეს“-ში იგულისხმება „კარი ღიაა“) ჩვენი ფილოსოფიის ნაწილი. ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოებაო (ის კია, ჩვენ რომ გადავწყვიტეთ, ვითომ რა ხეირი?!).

ბუნებრივია, ჩვენთვის არავის განუმარტავს, ნატოს ფილოსოფიის დედააზრი, სამაგიეროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა დაგვაიმედა, რომ აგერ უკვე მიმდინარე კვირას ჩვენს დედაქალაქს ნატოს გენმდივანი პირადად ეწვევა და ისიც განგვიმარტა, „რასმუსენის ვიზიტი იმ პოზიტიური დამოკიდებულების გამოხატვაა, რომელიც ალიანსს საქართველოს მიმართ აქვს.“

მეორე მხრივ, რაკი ჩვენც მეტად პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს ბ-ნი რასმუსენის უწყებისადმი, ვფიქრობ, ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ჩამოსულ სტუმარს საჩუქრად ბლომად ჟოლოს მურაბები უნდა გავატანოთ, თორემ იმდენი ხანია, ღია კარში სხედან, სავსებით შესაძლებელია, უკვე ფილტვების ანთებაც დაიმართეს.


скачать dle 11.3