კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორიდან და მაღლიდან


ინგლისურენოვანი ძმები

ჩვენმა ქვეყანამ აგერ უკვე მერამდენედ გაუწოდა ხელი ჩვენს ოსსა და აფხაზ ძმებს (მართალია, ეს უკანასკნელები ერთი ხელის გაწვდენაზე გვყვანან, მაგრამ მიმართვებს ყოველთვის შორიდან და მაღლიდან ვუგზავნით, ეტყობა, მეტი დამაჯერებლობისთვის). მეტიც, გაეროს მაღალი ტრიბუნიდანვე ისაუბრა ჩვენმა პრეზიდენტმა ერთიანი კავკასიის აუცილებლობაზეც (რას მიქვიან ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია, კავკასია ერთიანიაო!). ბუნებრივია, ამ პასაჟმა რფ მეტად გააცოფა (რაც სავსებით ბუნებრივია, რადგან ჩრდილოეთი უკვე დაბევებული აქვს, სამხრეთზე კი აქტიურად მუშაობს), სამაგიეროდ, ადგილობრივმა კანონმდებლებმა მოიწონეს. კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბ-ნმა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „კავკასიის რეგიონს განვითარების პერსპექტივა გააჩნია, რასაც ხელშეწყობა სჭირდება და ამისთვის საქართველო მზად არის“. ჩვენ არ ვიცით, რატომ ამოქექეს ამ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა თავიანთი კავკასიური წარმომავლობა, მით უფრო, რომ ბოლო ექვსი წელია, აქცენტი მხოლოდ ჩვენს ევროპულ წარმომავლობაზე კეთდება (თუმცა ისიცაა, ერთი მეორეს ხელს სულაც არ უშლის), მაგრამ აშკარაა შეუსაბამობა: თუ, სახელდობრ, ჩვენ ოთხიოდ წელიწადში ინგლისურენოვნები ვხდებით, ამ ჩვენს კავკასიელ ძმებს ნეტავ რა ენაზე დაველაპარაკებით?!


скачать dle 11.3