კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაყოფი


ანუ ვის დაჰკარგვია საქართველო?!

გასულ კვირას ოკეანის გაღმა ჩვენი ხელისუფლების საგარეო აქტივობამ ჯერჯერობით ის ნაყოფი გამოიღო, რომ მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა (ამიტომაც, სიტუაციის შესაბამისად, ჩვენი მოწოდება ასეც შეიძლება, შევცვალოთ: „ღმერთო, ინვესტორი მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“, გნებავთ, უფრო მარტივადაც: „დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს“). თანაც, უპირველესად, თბილისით (უფრო კონკრეტულად, საქანელას ქუჩაზე აშენდება ნიუ-იორკ სითის ასლი თბილისი-თაუერიო), თუმცა, მოგვიანებით, ბათუმითაც და ბობოყვათითაცო. მართალია, საბოლოო კონტრაქტს ხელი სამიოდ თვეში უნდა მოეწეროს, მაგრამ თბილისის მერი მეტად შეგულიანებულია, „გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ახლა დავიწყებთ არქიტექტურულ პროექტზე მუშაობას ისე, რომ გაზაფხულზე ფიზიკური სამუშაოები დაიწყოს.“ ახალ ამბავს სიტყვა აწ უკვე განათლების სფეროში გადანაცვლებულმა ბ-ნმა კახა ბენდუქიძემაც შეაწია: „საქართველოში ტრამპის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვან საბაბს შექმნის იმისთვის, რომ ბევრმა ინვესტორმა გაიგოს, დაინტერესდეს. ტურისტებმაც გაიგონ, დაინტერესდნენ და ჩამოვიდნენ საქართველოში“. მეორე მხრივ, თუ დონალდ ტრამპის არქიტექტურის ნახვა უნდათ, ტურისტები, მაინცდამაინც, საქართველოში რატომ უნდა ჩამოვიდნენ?!

ასეა თუ ისე, თბილისი კიდევ ერთი ასლით დამშვენდება (როგორც ჩანს, დედნებისთვის ჯერ კიდევ ვერ მოვმწიფდით). სხვათა შორის, ისიც გვითხრეს, რომ დონალდ ტრამპის ჰობი გოლფის მოედნების აშენებაც ყოფილა. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მალე გოლფის თამაშსაც დაგვაუფლონ (თუნდაც, იმიტომ რომ მილიარდერის არქიტექტურა არ შევარცხვინოთ). დონალდ ტრამპს ჩვენი ქვეყნის პირველი პირი პირადად ეწვია სამუშაო კაბინეტში (სავარაუდოდ, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა უკეთ იცის, ეკადრება თუ არა პრეზიდენტს ბიზნესმენების კაბინეტებში სიარული) და პირადადვე გააცნო ბათუმში განსახორციელებელი პროექტები. თავის მხრივ, ბიზნესმენმა (რომელსაც არ მგონია, პრეზიდენტები, მაინცდამაინც, ბუზებივით ეხვეოდნენ) არ დაგვიმალა, რომ „ეს კაცი (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი) ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს“ და ისიც გაგვიმხილა, რომ „მთელ მსოფლიოში ჯერ მასზე ლაპარაკობენ და მხოლოდ შემდეგ ახსენებენ საქართველოს“. და მართლაც, როდესაც საქანელას ქუჩაზე თბილისი-თაუერი უნდა აშენდეს, აბა, ვის დაჰკარგვია საქართველო?! ჰოდა, რომ დაჰკარგვია, იქნებ იმიტომაც დაპატარავდა ასე უნუგეშოდ.


скачать dle 11.3