კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი – ზემოთ!


ნაყოფიერი „მკვდრები“

საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის საკონსტიტუციო პროექტი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა (ეს ის პარლამენტია, რომელიც ექსპერტთა ნაწილის შეფასებით ყველაზე უსახელოდაა გარდაცვლილი, თუმცა აშკარაა, რომ ეს ფაქტი ხელს ვერ უშლის „ნაყოფიერ მუშაობაში“). ბუნებრივია, უმრავლესობა აღფრთოვანებას ვერ მალავს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ოპოზიციას კვლავაც აქვს შენიშვნები, სხვათა შორის, ვენეციის კომისიასაც, ოღონდ საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში მხოლოდ სახელისუფლო აზრი (გნებავთ, პოლიტიკური მიზნები) იქნება ასახული. შესაბამისად, უკვე ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლისთანავე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები თითქმის გარანტირებულია (ვითომ შემდეგ ხელისუფლებას ვერ ექნება საკუთარი პოლიტიკური მიზნები?!).

მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა იმ მარტივი მიზეზით დაიწყო, რომ ქვეყნის მოწყობის მოდელი საპარლამენტოთი შეცვლილიყო და, რაც მთავარია, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი აღმდგარიყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ორიოდ კვირის წინათ პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლისას ბრძანა, ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი სჭირდებაო, გაირკვა, რომ ახალ მოდელში პრეზიდენტიც ძლიერი იქნება, მთავრობაც და პარლამენტიც (ესე იგი, ყველანი ზემოთ იქნებიან). ბუნებრივია, რაკი განხილვის პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა და, რაც მთავარია, ახალი კონსტიტუცია არც მუშაობაში გვინახავს, ვერაფერს ვიტყვით ვერც მის ძლიერ და ვერც სუსტ მხარეებზე, მაგრამ ერთი კი აშკარაა: თუ ყველა ზემოთ (ანუ ძლიერი) იქნება, ქვემოთ ვინ დარჩება?!


скачать dle 11.3