კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი – ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად!


შიშველი სიმართლე

მას შემდეგ, რაც მარტვილის რაიონში არა მხოლოდ დინოზავრის ნაკვალევი, მისი ჩონჩხიც კი აღმოვაჩინეთ, სავსებით ბუნებრივია, ამ ადგილს ქართველ მეცნიერთა წარმომადგენლობითი დელეგაციაც ეწვია (ბუნებრივია, აღმოჩენის უკეთ შესასწავლად). ეწვია და აღმოჩენას აღმოჩენაც დაუმატა – მეცნიერებმა პრეისტორიულ კანიონს მიაგნეს და ზედაც – პრეისტორიული ცხოველების ნატერფალებსაც (ბუნებრივია, თავისი ჩონჩხებიანად). როგორც აგვიხსნეს, ნატერფალები არახალია ცივილიზებული სამყაროს მეცნიერებისთვის, თუმცა ნატერფალი და ჩონჩხი ერთდროულად საკმაოდ დიდი იშვიათობა ყოფილა (აი, კიდევ ერთი თავისებურება პოსტრევოლუციური საქართველოსი). ჰოდა, მეცნიერებიც ნატერფალებს გაჰყვნენ და იმდენი ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროს ეყოფა საამაყოდ (ხოლო, თუ ნატოსა და ევროკავშირში მიგვიღებენ, ეს ნატერფალები მათი საკუთრებაც გახდება!).

კანიონის აღმოჩენისთანავე გვაუწყეს, რომ მეცნიერებმა კანიონის ნაკრძალად გამოცხადება მოითხოვეს. ბუნებრივია, გაჩნდა ეჭვი, რომ ამ კანიონის შესწავლა ქართული მეცნიერების განვითარებას ფრიად წაადგება, თუმცა ჩინოვნიკების განმარტებებმა ცხადყო, რომ საქმე მხოლოდ ქართული მეცნიერების ხელის წაკვრა არ არის: კანიონი მეტად წაადგება მარტვილის ტურისტულ პოტენციალსო (ტურისტს ძალზე მოიზიდავს მეზოზოური ხანის ბინადრის ნატერფალთან შეხებაო). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ კანიონზე, გარდა დინოზავრებისა, დღემდე უცნობი ცხოველის ჩონჩხ-ნატერფალიც ყოფილა, მარტვილის რაიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ასამაღლებლად, იქნებ, საკუთარი თავი სწორედ აი, იმ დღემდე უცნობი არსების შთამომავლებად გაგვესაღებინა?! ვითომ რით გვჯობია ნატერფალი?!


скачать dle 11.3