კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთავარი... სიყვარულია!

 

ჭეშმარიტი ქალი აფასებს ჰარმონიას ურთიერთობაში და სიმშვიდეს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ყველა ჭეშმარიტი ქალი ვალდებულია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისე მოიქცეს, როგორც მას ნამდვილად უნდა.

სილამაზე, ეს არის ჰარმონია სხეულსა და სულს შორის. წონასწორობა შინაგან „მესთან“ და რა თქმა უნდა, კარგი განწყობა. რომელიც ოპტიმიზმის გარეშე შეუძლებელია.

თუ ქალს თმის ფერის შეცვლა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება. რატომ არ უნდა სცადოთ რაღაც ახალი.

ქალს არ შეუძლია, ძალიან უჭირს სიყვარულის გარეშე – ეს ფაქტია და თუკი უსიყვარულოდ ცხოვრობს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ყველა ჭეშმარიტი ქალის ნატვრაა, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იყოს და ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ. ის დედაა და ბუნებრივად აქვს მშვიდობის მოთხოვნილება.

საუკეთესო საჩუქარი ჭეშმარიტი ქალისთვის, ეს სიყვარულია. რისთვის სჭირდება, ან სჭირდება კი, ქალს დაქალები?! – რა თქმა უნდა, სჭირდება. ისინი მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები არიან. იმ ჰორმონის ნაწილი, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ.

მიეცით ქალს მილიონი და უყურეთ, რაში დახარჯავს: თავიდან ცოტას დაფიქრდება... მერე კი, ეჭვი არ გქონდეთ, აუცილებლად ჭკვიანურად „მოუღებს“ ბოლოს – მამაკაცზე ჭკვიანურად და გონივრულად, თავისი საყვარელი ადამიანების გულის გასახარად. თანაც, რაც მთავარია, კომფორტისთვის. სხვათა შორის, ქალებს სულ ტყუილად სდებენ ბრალს მფლანგველობაში. მატერიალურ დოვლათს ოჯახში ქალი ქმნის  და რამდენიც არ უნდა მოჰქონდეს მამაკაცს, თუ თანხებს ქალი არ განკარგავს, მას აუცილებლად ქარი წაიღებს. ასაკი?! – ასაკი რა სალაპარაკოა. ჭეშმარიტად ქალს ის მხოლოდ თავდაჯერებულობას, გამოცდილებასა და მომხიბვლელობას სძენს.

скачать dle 11.3