კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეჯიბრება ქეთი ფარესაშვილი სიყვარულში და რატომ არის ის მუდმივად სინანულში

 

„სამბის“ ქართველი დედოფალი, ქეთი ფარესაშვილი, გარკვეული პერიოდი პრესაში არ ჩანდა, თუმცა ამჯერად დაარღვია ტრადიცია და ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველისთვის ინტერვიუს მიცემა არ დაიზარა. მართალია, ფართო საზოგადოებისთვის მას რამდენიმე წელია, აღარ უმღერია, მაგრამ კაფე „კალას“ სტუმრები სიამოვნებით უსმენენ მის შესრულებას. როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს.



– ქეთი, ბოლო პერიოდი, ძირითადად, ოჯახით იყავი დაკავებული და პატარას უთმობდი უმეტეს დროს.

– ბოლო ხანებია, მართლაც ოჯახურ ცხოვრებას ვეწევი. მყავს მეუღლე და ოთხწლინახევრის ლევანიკო. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წელი არც მინდოდა გამოჩენა პრესასა და ტელევიზიაში – ეს დიდად არასდროს მხიბლავდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ახლა მართლა სიამოვნებით გაძლევთ ინტერვიუს.

– მოკლედ, ძირითადად, ოჯახურ იდილიაში ნებივრობ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

– სამწუხარო ის არის, რვა თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, დედა გარდამეცვალა, რაც ჩემთვის უდიდესი, მოუშუშებელი და მოუნელებელი სტრესი იყო. დედა ძალიან მგულშემატკივრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი სიმღერის სურვილიც დავკარგე გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ, მთელ დროს ოჯახს ვუთმობდი.

– ლევანიკო თუ მღერის?

– ისე რა, მაინცდამაინც არა. მის ასაკში კი არა, წლის და 7 თვის ვიყავი, ინგლისურ სიმღერებს ვმღეროდი. რომ გითხრათ, დიდი სურვილი მაქვს, იმღეროს-მეთქი – არა.

– მეუღლე თუ მღერის?

– სმენა აქვს, ცოტას მღერის. ყურზე სპილომ დააბიჯაო, რომ იტყვიან, ასეთი ნამდვილად არ არის.

– ამაყი თუა, ასეთი პოპულარული და ყველასთვის საყვარელი მეუღლე რომ ჰყავს?

– ეს ასეა? (იცინის). რა თქმა უნდა, ამაყია და ძალიან უხარია. ხომ იცოდა, ცოლად ვინც მოჰყავდა და იმიტომაც მომიყვანა, რომ ჩემში ყველაფერი მოსწონს.

– შენი მეუღლე, როგორც მახსოვს, პროფესიით ექიმია.

– დიახ, ჩემი მეუღლე, ლაშა თურქიაშვილი, ონკოლოგია, რომელიც დედაჩემის ერთ-ერთი მკურნალი ექიმი იყო და ერთმანეთი სწორედ იმ პერიოდში გავიცანით.

– საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ რადიოში შენი ახალი სიმღერა – „ახალი ბათუმი“ გაჟღერდა, რომელიც ჟანრობრივად ნამდვილად განსხვავდება შენი რეპერტუარისგან.

– განსხვავდება, მაგრამ, საქართველოში ყველაფერი ხდება. აქ მაინცდამაინც ვერ დაიცავ შენს სტილს, თუმცა, რაც შემიძლია, თავგამოდებით ვცდილობ, ეს მოვახერხო. სიმართლე გითხრათ, ამ სიმღერას ჩემთვის კომერციული დატვირთვაც აქვს.

– წლებია ხალხი „სამბის“ „ქართველ დედოფალს“ გიწოდებს. გარდა „სამბებისა“, შენს რეპერტუარში ორი სხვა ჟანრის სიმღერა მაინც არის: „ახალი ბათუმი,“ რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და „თუთის ხესთან.“ ანუ, ორი გადახვევა მაინც გააკეთე.

– რა თქმა უნდა, დღეს ერთფეროვნად ყოფნა წარმოუდგენელია. შეიძლება, უცებ ისეთ რაღაცას „გაარტყა,“ რაც ძალიან კარგი იქნება შენთვისაც და მსმენელისთვისაც. მიუხედავად ამისა, მე ჩემს სტილს მაინც არ ვღალატობ და ძალიან მიყვარს.

– მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებისთვის არ ჩანდი, კაფე „კალაში“ მაინც მღეროდი და არ გაჩერებულხარ.

– მართლა არ შემისვენია. ძალიან მაოცებს კითხვა – რატომ აღარ მღერიო. ვმღერი, აბა რას ვაკეთებ! ბავშვის გაჩენის შემდეგ მხოლოდ 40 დღე არ მიმღერია და, კიდევ, დედაჩემის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემდეგ, რაღაც პერიოდი. დანარჩენი დრო ნამდვილად არ გავჩერებულვარ, სულ ვმღერი, საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვიზრდები კიდეც, როგორც მომღერალი.

– მართალია, ხშირად არ ჩანხარ ეკრანზე, მაგრამ, ხალხს მაინც ახსოვხარ.

– ხალხის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, მათგან სითბოსა და ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ. სულ მეუბნებიან, რატომ არ ჩანხარო. არ მეგონა, ამდენი სითბო და სიმპათია თუ ექნებოდათ ჩემდამი, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ტელევიზიებსა და პრესაში თითქმის არ გამოვჩენილვარ. ალბათ წლების განმავლობაში იმიტომ არ მივიწყებს მსმენელი, რომ მთელ მსოფლიოში ხმის ტემბრითა და მუსიკალური მონაცემებით არავის არ ვგავარ – მე ჩემი სტილი მაქვს და კარგი იქნება, თუ ამას შესაბამისად დააფასებენ. როგორც მომღერალი, ახლა ისეთ ფორმაში ვარ, როგორც არასდროს – შემიძლია, მწვერვალები დავიპყრო.

– საინტერესოა, როგორ გეგმავს ქეთი ფარესაშვილი მწვერვალების დაპყრობას?

– არ ვიცი, ეს ყველაფერი პროდიუსერმა უნდა დაგეგმოს.

– პროდიუსერი გყავს?

– არა, მაგრამ, მინდა, რომ მყავდეს. პროდიუსერებს შეუძლიათ, გამომიყენონ, რადგან კარგი მასალა ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ვალიც არის. როცა ღმერთს შენში რაღაც აქვს ჩადებული, ის რომ არ გააკეთო და რეალიზება არ მოახდინო, რაღაცნაირად გტანჯავს და გაწუხებს. ამიტომ, ამისგან უნდა გათავისუფლდე. ახლა მე ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ.

– ახალ სიმღერას თუ წერ?

– ლილიკო ნემსაძემ არაჩვეულებრივი „სამბა“ დამიწერა. ლილიკო ჩემი მეგობარია და ასეთი უდიდესი საჩუქარი მივიღე მისგან. თუ დამასპონსორებენ, სიმღერასაც ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ. ამისთვის არც ისე დიდი თანხაა საჭირო. იქნებ პროდიუსერსაც მივაგნო (იცინის).

– ტექსტი ქართულია?

– დიახ, ტექსტს ირინა სანიკიძე დაწერს.

– როგორც ვიცი, თავადაც წერ ტექსტებს.

– ადრე რამდენიმე შეკვეთა მქონდა და დავწერე. ახლა თამუნა ამონაშვილს ვუმზადებ ტექსტებს სიმღერებისთვის. ერთი ფრანგულ ენაზე დამაწერინა, მეორე ინგლისური იქნება, ან ბრაზილიური, ვნახოთ.

– რამდენ ენას ფლობ?

– ცოტა ფრანგულს, პორტუგალიურს, ინგლისურს.

– ზაფხული სად გაატარე?

– ორჯერ ვიყავი ბათუმში: ერთხელ – ბათუმის სეზონის გახსნაზე, კონცერტში მივიღე მონაწილეობა – „ახალი ბათუმი“ ვიმღერე; მეორედ კი ჯაზ-ფესტივალზე, როგორც მაყურებელი. ამის მერე მთაში ვიყავი, მერე ორი დღით – აბასთუმანში. მოკლედ, საქართველოს ტერიტორიაზე ვიმოგზაურე.



– როგორი დედაა ქეთი ფარესაშვილი?

– ყურადღებიანი. ბავშვს ყველაფერს მე ვუკეთებ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ დედამ შვილი აუცილებლად თვითონ უნდა გაზარდოს. ძიძა არ მყოლია, მხოლოდ დამხმარე ქალი მყავდა სახლში.

– ახლო მომავალში კიდევ თუ გეგმავ შვილის გაჩენას?

– სურვილი მაქვს.

– ლევანიკო ვის ჰგავს?

– ორივეს. მამიკოს უფრო ამსგავსებენ, მაგრამ თვალები და ხასიათი ჩემი აქვს.

– როგორი ხასიათი გაქვს?

– რაღაც-რაღაცეებში პრინციპული ვარ, რაღაც-რაღაცეებში – ხათრიანი. ძალიან სამართლიანი ვარ. იმისთვის, რომ სიმართლე აღვასრულო, შემიძლია, თავიც გადავდო.

– საკუთარ პრინციპებს ყოველთვის იცავ?

– არა. ძალიან ხათრიანი ვარ და, ამიტომ, რაღაც მომენტში, საკუთარ პრინციპებს ვერ ვიცავ. ხათრის გამო ძალიან ბევრი რამე შეიძლება გავაკეთო, მაგრამ სხვა ნამდვილად ვერ წარმოიდგენს, რომ მე ამას მხოლოდ ხათრით ვაკეთებ.

– გინანია ამის გამო?

– კი, როგორ არა, ძირითადად სულ სინანულში ვარ. წლების მატებასთან ერთად, მინიმალური ვისწავლე – მაინც იმავეს ვაკეთებ. ჩემთვის მთავარია, ამქვეყნად მაქსიმალურად დავთესო სიკეთე და სიყვარული, მეტს ნამდვილად არაფერს არ აქვს აზრი.

– შენს მსმენელს რას ეტყვი ინტერვიუს დასასრულს?

– დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის. მე მათთვის გაცილებით მეტს გავიღებ, ვიდრე ისინი ჩემთვის – ამის სურვილი ნამდვილად მაქვს და მათ იმედს არ გავუცრუებ. ჯობია, ერთმანეთს სიყვარულში შევეჯიბროთ – ეს დღეს სამყაროს მართლა ძალიან აკლია.


скачать dle 11.3