კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ სფეროში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას. აუცილებლად უნდა იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული; შეძლოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას; წარმოაჩინეთ მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა-გადანაწილება. იყავით ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მაქსიმალურად მოაწესრიგეთ ურთიერთობები როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. თქვენთვის წარმატებების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობის ფართო სპექტრი, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო, საგამომცემლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა და ქორეოგრაფია. 

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 აპრილს, დილის საათებში. რომელ პროფესიებში მელის წარმატებები?

პასუხი: გირჩევთ, რომ ნუ გექნებათ ცხოვრებაში სხვისი იმედი, საკუთარი შრომით უნდა შეძლოთ სახელის დამკვიდრება და წარმატებების მიღწევა კარიერაში. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინის ფართო სპექტრი, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართლებრივი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსები ნამდვილად გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 14 თებერვალს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, დაიცვათ ადათ-წესები და პატივი სცეთ ტრადიციებს. ასევე, თქვენს კოსმიურ მისიაში შედის სტაბილური საოჯახო და სანათესაო კავშირების ჩამოყალიბება. დაეყრდენით ინტუიციას. დაიცავით საკუთარი საიდუმლო, ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე თქვით. ამ თვისებებთან ერთად, რაც უფრო მეტად გამოიმუშავებთ და განავითარებთ საკუთარ თავში რწმენას თქვენი შესაძლებლობების შესახებ, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, იქნებით უშიშარი და მებრძოლი სულისკვეთების, ასევე, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი და მომთმენი, მით მეტად წარმატებით შეასრულებთ თქვენს კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 2 ოქტომბერს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა, კერძოდ, საბერძნეთში. რას მირჩევთ, ღირს ჩემი იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა? თქვენ რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენი გამარჯვების ფაქტორია. ამიტომ, სამშობლოდან გამგზავრება თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანიც კია. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთის მხარე, ინგლისის დასავლეთი მხარე; ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთის ქვეყნები. საბერძნეთი დიდი წარმატებების მომტანი ქვეყანა არ არის თქვენთვის, თუმცა, არც ცუდია და, ამიტომ, ძალების მოსინჯვა ღირს.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1991 წლის 14 ოქტომბერს, ორშაბათს, დილით. რომელი პროფესია აირჩიოს, რომ სამომავლოდ ადვილად მიაღწიოს წარმატებებს ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი შვილისთვის პროფესიებიდან კარგია და მისაღები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმე. პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე.

скачать dle 11.3