კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ადამიანი ხელმოცარული და რა კავშირშია ამასთან გინება


ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს დაუწერელი კანონები და წესები, რომლებსაც ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, შეუცნობლად ითვალისწინებენ. ზოგს წინაპრებისგან თუ ახლობელი ადამიანებისგან გაუგონიათ, რომ, მაგალითად სახლში ნანახი ობობის მოკვლა არ შეიძლება, რადგან ეს სიღარიბის მომასწავებელია, ჭიანჭველების შემოსევა სამზარეულოში სიმდიდრის მაჩვენებელია, ხოლო თაგვების მომრავლება კი – სიღარიბის. ბევრს ეს ყველაფერი ცრურწმენად მიაჩნია და არც კი აქცევს ყურადღებას. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ელენე ამბობს, ამ მითებში სინამდვილე ნამდვილად არის და, თუ კარგად დააკვირდებით, ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება ადამიანის მომავალ ცხოვრებაზე ნამდვილად აისახება.



ელენე: ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები უამრავ ფაქტს ვაწყდებით. დაფიქრდით, რატომ შედიხართ გაუთვითცნობიერებლად სახლში მარჯვენა ფეხით, რატომ გიკრძალავენ ბებიები სახლის კედელზე მცოცავი ობობის მოკვლას, რატომ არ შეიძლება საწოლიდან მარცხენა ფეხით წამოდგომა და ასე შემდეგ. ბევრს საცხოვრებელში მომრავლებული ჭიანჭველები და თაგვებიც შემთხვევითობა ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. სულ ვამბობ, შემთხვევით არაფერი ხდება, ეს გამორიცხულია. ვცდილობ, სანამ რამე რჩევას მივცემ ადამიანს, მანამდე კონკრეტული მაგალითი და ფაქტი ვუამბო, და ამით მეტად დამაჯერებელი გავხადო ესა თუ ის მოვლენა.

– მაგალითად, თუ სახლში ჭიანჭველა, მღრღნელი ან ობობა მომრავლდა, მათი „სტუმრობა” ჩვენს საცხოვრებელში რისი ნიშანია?

– გეტყვით, რომ ოდითგანვე აქცევდნენ ყურადღებას, რომელი მწერი, ცხოველი თუ მღრღნელი დაიბუდებდა მათ ბინაში და ამით ბევრ რამეს იგებდნენ მომავალზე. მაგალითად, თუ სამზარეულოში ჭიანჭველების შემოსევაა, უნდა გიხაროდეთ, რადგან ეს ოჯახში ფულის შემოდინების მანიშნებელია, თუ თაგვები მომრავლდა – მომავალი ფინანსური სტაბილურობის, ხოლო ობობას კი ფული შემოაქვს ოჯახში და მისი მოკვლა ნამდვილად არ ღირს. სხვათა შორის, თაგვს ფულის სტაბილურობის გარდა, ოჯახში ბედნიერებაც მოაქვს. ოღონდ, რასაკვირველია, მე იმას არ ვგულისხმობ, სიბინძურე რომ არის და იქ მიდის მღრღნელი. ერთ ჩემს ახლობელს დიდი ხანი ვერ აეწყო ცხოვრება, შვილიც არ ეყოლა და ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. ისეთი დიასახლისია, მის ბინაში ყველაფერს ბზრიალ-პრიალი რომ გაუდის. ერთ დღესაც, ჩემთან სტუმრად მოვიდა და შემომჩივლა, სახლში თაგვები მომიმრავლდა და ძალიან განვიცდი. ხან სათაგური დავუდე, ხან საწამლავი დავყარე, მაგრამ, ვერა და ვერ მოვსპეო. ვუთხარი, თაგვების შემოსევა ოდითგანვე ბედნიერების ნიშნად ითვლება, რაღაც დიდ სიხარულს უნდა ელოდო-მეთქი. გაეცინა – რომელ ბედნიერებასა და სიხარულზეა ლაპარაკი, მღრღნელს რომ ეს შეეძლოს, ხალხი თვითონ მოამრავლებდა სახლშიო. არ გავიდა ერთი თვეც და, გადარეულმა დამირეკა, ორსულად ვარ და ჩემი მეუღლეც სამსახურში გამოიძახეს (ქმარი უმუშევარი ჰყავდა), მართალი ყოფილხარ, ამიხდა თაგვების წინასწარმეტყველებაო. ამას წინათ კი ისევ შემომჩივლა – რაღაც, თაგვები შემომაკლდა და, რაღა ვქნა, რამე ცუდი ხომ არ მელისო (იცინის). დავამშვიდე, ვუთხარი, იმათ თავის დროზე შეგატყობინეს წინასწარ, რისი თქმაც უნდოდათ და სამუდამოდ ხომ არ დაიდებდნენ ბინას შენს სახლში-მეთქი. მაგრამ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ თაგვს ოქრო უყვარს და ნუ დატოვებთ თქვენს სამკაულებს დაუდევრად. მღრღნელი ოქროს იპარავს, თავის სოროში საგულდაგულოდ მალავს და არ გეგონოთ, ის ოდესმე იპოვოთ. რაც შეეხება ჭიანჭველებს, ისინი სამზარეულოს სტუმრები არიან და მათ დახოცვას არ გირჩევთ, თუ ოჯახში ბარაქის მოზიდვა გსურთ. მართალია, ძნელია, როცა სამზარეულოში ჭიანჭველა „დაბოდიალობს“ და ეს არც სასიამოვნოა, მაგრამ, რას ვიზამთ, ისინი ჩვენს კეთილდღეობაზე აგებენ პასუხს და, აქედან გამომდინარე, მათი დახოცვა არ ღირს. თუ ძალიან შეგაწუხათ მათმა სტუმრობამ, დაასველეთ ღრუბელი შაქრიან წყალში, დადეთ იატაკზე ან მაგიდაზე, ისინი მას მიესევიან და, შეგიძლიათ, ასე გაიყვანოთ გარეთ, მაგრამ, მოკვლა – არამც და არამც!

– თქვით, ჭიანჭველებს სახლში ბარაქა მოაქვთო და, თუ მათ ასეთი წესით გარეთ გავიყვანთ, ბარაქაც არ გაჰყვება?

– თქვენ ისინი გარეთ გაგყავთ, ხომ არ ხოცავთ? თანაც, მათი გარკვეული რაოდენობა ხომ სახლში რჩება? ისე, ობობა, ჭიანჭველა თუ თაგვი, რომელიც ადამიანებში ზიზღს, შიშსა და სიძულვილს იწვევს, არცთუ ისე საშიშია, როგორც გგონიათ.

– დილით, საწოლიდან მარცხენა ფეხით წამოდგომა რატომ არ შეიძლება?

– ხომ გაგიგიათ, ადამიანს რამე რომ არ გამოსდის, ჩხუბობს ან ცუდ განწყობაზეა, ეუბნებიან, შენ დღეს მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექიო. ზოგჯერ გვიკვირს და ვფიქრობთ, რატომ უმართლებთ სხვებს ჩვენზე მეტად, რატომ არიან ისინი ჩვენზე წარმატებულები, რატომ გვეცარება ხელი. ამ კითხვებზე პასუხი, ეზოთერიკაში ჩახედულმა ადამიანებმა იციან და მათი აზრის გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ზოგადად კი, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაა. ასევე, ხშირად, წყევლის ძალას იძენს უნებურად წამოსროლილი, გაბრაზებულ გულზე შეგინება; არც იმ ტანსაცმლის თხოვება ვარგა, რომელიც ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებში გეცვათ. ერთი სიტყვით, არსებობს ისეთი დეტალები, რაც ჩვენს ბედზე აგებს პასუხს და ამას აუცილებლად გულდასმით უნდა დავაკვირდეთ.

– თქვით, ბევრს ხელი ეცარება და ამის მიზეზი თავად არისო. თუ არ გიმართლებს, პრობლემა შენშია?

– რასაკვირველია. მაგალითად, ბევრს უკვირს, რატომ არ მიმართლებს კაზინოში, ბიზნესში, ფულში ან პარტნიორშიო. მათ საერთოდ არ ესმით, რა კავშირში შეიძლება იყოს წარუმატებლობა ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობასთან. პირადად მე თუ მკითხავთ, ადამიანის უიღბლობას, თუნდაც კაზინოში, ტოტალიზატორში ან ნებისმიერ აზარტულ თამაშსა თუ პირად ცხოვრებაში, ზეციური ძალების სასჯელით ვხსნი. რასაკვირველია, შემთხვევითობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ერთ დღესაც თქვენც დარჩებით მოგებული, მაგრამ, ეს დღე როდის დადგება, ღმერთმა უწყის. ისე კი, გეტყვით, რომ შემთხვევითობა სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. ამიტომ, ჩვენს თავს დატეხილი უბედურების დროს ყველაფერი შემთხვევითობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, უბედურების სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ უბედურების უმეტესი წილი უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებას, გათვალვას, შურს ან ავ თვალს მოჰყვეს. მაგალითად, ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანს კარიერაში უმართლებს, პირად ცხოვრებაში კი – არა; ან, იშოვის სამსახურს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და, უეცრად, უქმდება შტატი, ან, საქმიანი პარტნიორი უღალატებს და მთელი ფინანსები წყალში იყრება და ასე შემდეგ. ასეთი ბევრი მაგალითია.

– ჩვენ არასტაბილურ დროში ვცხოვრობთ და შეგვიძლია, ეს უიღბლო ვარსკვლავს კი არა, ამ დროს დავაბრალოთ. არ მეთანხმებით?

– დაგეთანხმებით იმაში, რომ არასტაბილურ დროში ნამდვილად ვცხოვრობთ, მაგრამ, არ შეიძლება ამის გამო აგრესია გაგზავნო სხვების მისამართით, თან გინება, რომ იციან: „ჩემი დედა“... „ჩემი კარგი“... ჩემი ბედის ასე და ისეო – ეს საკუთარი თავის დაწყევლის ტოლფასია. გინებას, გარკვეულ დროსა და მომენტში, წყევლის ძალა აქვს და უიღბლობის სახით ასმაგად და ათასმაგად უბრუნდება ადამიანს. როცა ვინმეს მიმართ ზიზღს ამჟღავნებთ, სამყაროსგან რეაქცია არ დააყოვნებს და ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ. მერწმუნეთ, დედამიწის ის ნაწილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ვერ აიტანს იმ ჯადოს, რომელიც თქვენ გაუგზავნეთ, აფეთქდება და მის გაწმენდას შეეცდება. კაცი თუ მთელი გულით იგინება, ეს ძლიერად მოქმედებს და, სხვა არაფერია, თუ არა დედამიწის, ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ჯიშის დაწყევლა. როცა ვიგინებით გაბრაზებულ გულზე, ამით ვწყევლით საკუთარ თავს, საკუთარ დედას, საკუთარ გენს და, თუ ამის შემდეგ ხელი გვეცარება, არ გვიმართლებს და უიღბლობა გვიტევს, გასაკვირია?! იმის გარდა, რომ არასასიამოვნოა, ასევე, ყველაზე საშიშია, როცა ქალი იგინება. მამაკაცის გინება არ არის იმდენი უბედურების მომტანი, როგორც ქალის გინება. მას წყევლაზე უფრო ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. დღეს ბევრი მანდილოსანი მიუჯდა საჭეს და ისე იგინება, მტრისას, ყურს რომ არ გაეგონება! გირჩევთ, ამისგან თავი შეიკავოთ და ამით არ დაიბინძუროთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკული არხი.

– გამოდის, რომ უიღბლობის მიზეზი, შესაძლოა, გაბრაზებულ გულზე შეგინებაც იყოს?

– რასაკვირველია. სწორედ ამას ვამბობ. ყველა ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს. აბა, დააკვირდით აზარტული თამაშის დროს, რაც მეტად იგინება ადამიანი, მით მეტად არ უმართლებს და აგებს. ეს პასუხია მის საქციელზე. მშვიდ, გაწონასწორებულ და საკუთარი თავის მართვის მცოდნე ადამიანებს კი მეტად უმართლებთ. ამიტომ, გირჩევთ, ისწავლეთ თავის ხელში აყვანა და მოთოკვა თუნდაც ექსტრემალურ, გამოუვალ თუ უიღბლო სიტუაციაში და ამით უფრო მეტად დაიზღვიეთ თავი შესაძლო უბედურებისგან მომავალში.


скачать dle 11.3