კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ღალატი ატკენს გულს გიორგი კოდუას და რას შეეგუება მისი მეუღლე



რალი – ასობით კილომეტრი გაუვალ მთებში, რთულად დასაძლევი მონაკვეთები, გზიდან გადავარდნის საფრთხე და ორი ადამიანი, რომლებიც გამარჯვებაზე ფიქრობენ... გიორგი კოდუამ ეს ყველაფერი უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა. 16 წლის მრბოლელი წელს მსოფლიოს ნომერ პირველ პილოტებს დაუპირისპირდა და არც მთლად უშედეგოდ. როგორი იყო გზა ავტოსპორტამდე, ამაზე გიორგი ექსკლუზიურად უყვება „თბილისელებს“.



გიორგი კოდუა: წელს პირველად მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში, მაგრამ გამოცდილება ნამდვილად მქონდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატი რალიში, ვგულისხმობ სპორტსმენების მომზადებას, გზის სირთულეს და სხვა, უდიდეს გამოცდილებას გაძლევს, რაც ევროპაში გამოგადგება. აქამდე მხოლოდ იმიტომ არ წავედი, რომ ავტომობილი არ მიწყობდა ხელს და სულ ცოტა ვარჯიში მაკლდა. რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ მიყვარს მანქანები. 7 წლის ვიყავი, როდესაც დამოუკიდებლად ვატარებდი ავტომობილს, კალთაში კი არ ვეჯექი ვინმეს და საჭეს ტყუილად კი არ ვატრიალებდი, ნამდვილად ვატარებდი (იცინის). ეს ძალიან პატარა ასაკია ავტომობილის სატარებლად.

– ვინ გასწავლა?

– თავიდან მარტო ვაკვირდებოდი რაღაცეებს და თვითონ გავერკვიე, 9-10 წლის ასაკში კი ბაბუამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ კარგად მესწავლა.

– მამას არ ჰპარავდი ავტომობილს?

– მამას ვერა, მაგრამ დედას ვპარავდი ხშირად. ჯერ არ მივსულვარ იქამდე, რომ მამაჩემს ავტომობილი მოვპარო (იცინის), ეს ნამდვილად რთული იქნებოდა. რაც შეეხება პროფესიულ სპორტს, სპორტული ავტომობილებით გატაცება სამი წლის წინ დაიწყო, ცოტა გვიან, რადგან შემეძლო, უფრო ადრეც მესწავლა. იმ დროს ჩემი მწვრთნელი საავტომობილო ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი იყო. მან ამიხსნა – შესაძლებელია, მანქანა ძალიან გიყვარს, მაგრამ სპორტულსა და ჩვეულებრივ ავტომობილებს შორის უდიდესი განსხვავებაა და ეს, შეიძლება, არ მოგეწონოსო. როგორც კი დავჯექი, თავად მივხვდი, რომ ეს ორი „ამბავი“ მართლა სულ სხვადასხვაა. შეიძლება, ავტომობილებზე გიჟდებოდე, მაგრამ სპორტული ვერ შეიყვარო. რადგან უკვე სამი წელია ამ საქმეს ვაკეთებ, ნიშნავს, რომ ძალიან შევიყვარე.

– რთულია ამ საქმის კეთება?

– ძალიან. რატომღაც, ჰგონიათ, რომ მათგან, ვინც ბევრს დარბის ან გირებს ეჭიდავება და ფიზიკურად ვარჯიშობს, ავტოსპორტი განსხვავდება და ამდენ ენერგიას არ მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, სადაც ფიზიკურადაც მაგრად იხარჯები, სერიოზულად იკლებ წონაში თან, თუ შენი სპორტული ავტომობილი გიყვარს, მის გაკეთებას არავის ანდობ, სულ უნდა უყურო და მონაწილეობა მიიღო იმაში, რასაც აკეთებენ. უამრავი ვარჯიშია საჭირო. სპორტული ავტომობილის მართვას თავისი „ფოკუსები“ უნდა. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა „ხესთან“ მიმიყვანა და მერე „ხეზე ასვლა“ უკვე თავად ვისწავლე. (იცინის) „ხეზე ასვლა“ თვითონ უნდა ისწავლო, ეს არ ისწავლება, ამის ნიჭი ან გაქვს, ან – არა. რაღაცეები თავად უნდა იგრძნო.

– როგორია შენი და ავტომობილის ურთიერთობა?

– ძალიან მეგობრული. ვერ წარმომიდგენია, რომ რაღაც ნივთია, რომელიც რკინისგან აიწყო, როგორც სულიერს, ადამიანს, ისე ველაპარაკები. ძალიან გავბრაზდები, რომ მიღალატოს. მაგარი მეგობარია, ერთმანეთის იმედზე ვართ ხოლმე შეჯიბრებაზე. ზუსტად რომ მიგახვედროთ, ეს სიყვარული ისეთია, რომ ხშირად სპორტსმენებს უთქვამთ, ჩემი ცოლი ავტომობილზე ეჭვიანობსო.

– შენი მეუღლე არ ეჭვიანობს?

– არა, ჩემს ცოლს ეს პრობლემა არ აქვს, არ ეჭვიანობს.

– შენი ახალი ავტომობილი თუ უწევს კონკურენციას რალის გრანდების სპორტულ ავტომობილებს?

– დაახლოებით სამოცდაათ პროცენტამდე, მაგრამ ასი პროცენტით კონკურენტუნარიანი ვერ ვარ. ახლა მყავს „მიცუბიში ევო შვიდი“, ასი პროცენტისთვის კი „ევო ცხრა“ მჭირდება. ბულგარეთში ბევრი „ევო ცხრა“, „სუპერ ორი ათასი“ და მსგავსი ავტომობილები იყო. ისეთი მომზადებულები არიან, ვერ წარმოიდგენ. ადრე ძალიან დიდი სხვაობა იყო ჩვენსა და მათ ავტომობილებს შორის, დაახლოებით ოთხმოცი – ოცთან, არც კი. ახლა ვცდილობთ, ცოტა ავწიოთ დონე. „რალი ბალგარიაზე“ ისეთი ავტომობილებით დამხვდნენ, რომ ჩემი ავტომობილის ფასის მხოლოდ მუხრუჭები ჰქონდათ.

– შენი ავტომობილი რა ღირს?

– არ ვიცი. მეგობარს ხომ არ შევაფასებინებ! (იცინის) ის ნახევრად გასპორტულებულ-გაკეთილშობილებული ვიყიდე. მერე ცოტა ჩვენს გემოზე დავამთავრეთ მისი კეთება. „რალი ბალგარია“ – ეს ოცკოეფიციენტიანია, ანუ უმაღლესი კოეფიციენტის მქონეა. უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, კოეფიციენტები ქვეყანას ენიჭება იმის მიხედვით, თუ რა დონის შეჯიბრებას ატარებს, რა დონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. მაღალკოეფიციენტიან შეჯიბრებებზე სპორტსმენები ბევრ ქულას აგროვებენ. წელს იქ უკვე „ვეერცე“, ანუ რალიში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. სამწუხაროდ, ის შეჯიბრება ბოლომდე ვერ ჩავატარეთ – ჩვენი იტალიელი კოლეგა, ერთ-ერთი ეკიპაჟის შტურმანი, დაიღუპა, რის გამოც შეჯიბრება შეწყდა და მხოლოდ სამოცდაათი პროცენტის შედეგები დაითვალეს. რალი ჩატარდა მუჰოოს მთაში, სადაც, თუ არ ვცდები, თექვსმეტი სპეც-მონაკვეთი იყო, მათ შორის ერთი – ოცდასამკილომეტრიანი. სერბიაში კი ცოტა მოკლე „დოპები“ გვქონდა. უზომოდ დიდ ენერგიას ხარჯავ, შეჯიბრების ერთ დღეს მინიმუმ სამ კილოგრამს იკლებ.

– ნერვიულობ ხოლმე?

– დიახ, ვაღიარებ. აქ საერთოდ არ ვნერვიულობ ხოლმე, იქ ძალიან ვინერვიულე. ბულგარეთში ჩემი კონკურენტი იყო ბასო, „ფიატ გრანდ პუნტოთი“, რომელიც მსოფლიოში რალისტებს შორის სულ მეხუთე-მეექვსე ადგილებზეა, ასევე, იყო კრუნ დონჩევი, იასენ პაპოვი და სხვები. ესენი არიან ყველაზე მაგარი ტიპები თანამედროვე რალიში.

– სერბეთში რა ხდებოდა?

– „სერბია რალიზე“ ბასო არ გვყავდა, მაგრამ იყო კრუნ დონჩევი, იასენ პაპოვი მოკლედ, ძალიან ბევრი. ჩემს კლასში გავედი მეოთხე ადგილზე, ხოლო აბსოლუტში (უფრო ზუსტად რომ მიხვდეთ, აბსოლუტი ნიშნავს, სადაც ყველა კლასის ავტომობილის ქულებს ერთად ითვლიან) – მეექვსეზე. ძალიან გამიხარდა. აბსოლუტ კლასში, სადაც ასეთი გამოცდილი მრბოლელები არიან, მეექვსე ადგილზე გასვლა მართლა სერიოზული წარმატებაა. ვერ წარმოიდგენ, რა ხდება იქ შეჯიბრების დროს, მთელი ქვეყანა ამით არის მოცული და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს ხალხი, პრესა, ტელევიზია. ყველაფერი ბანერებსა და რეკლამებშია გაფორმებული. შეჯიბრების დოპები დილის რვა საათზე იკეტება, ხალხი ოჯახებთან ერთად მოდის 7 საათზე, რომ სპეცმონაკვეთთან ახლოს იყვნენ, მოაქვთ მთელი დღის საჭმელი, მწვადები, კარვები და მთელი დღე არიან იქ, რომ ერთი წუთით ნახონ, ესა თუ ის ავტომობილი იმ ადგილს როგორ გაივლის. მთელი დღე ზეიმი აქვთ. მწვადები ჩვენც გვიყვარს, მაგრამ ცუდია, რომ რალის ასე არ უყურებენ, თუ მთელ შეჯიბრებას ვერ ხედავენ, რა საყურებელიაო ამბობენ. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იციან.

– ყველაზე პატარა მონაწილე იყავი?

– დიახ, ორივე შეჯიბრებაში ყველაზე უმცროსი ვიყავი. ყველა მაგარი პილოტი მოდიოდა, მარიგებდა, რჩევას მაძლევდა. ყველაზე სასარგებლო რჩევა, რაც აქაც და იქაც მითხრეს, ის იყო, რომ, რალიში მთავარია, ფინიშამდე მიხვიდე და, შესაბამისად, რამე შედეგი აჩვენო. ეს ძალიან გამომადგა. სერბიაში შეჯიბრების პირველ დღეს ბევრ სპორტსმენს უმტყუნა ნერვებმა. სახიფათო გზაა და ისე იარეს, ავტომობილები გააფუჭეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. მეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, (იცინიან). ერთ მომენტში ჩვენც შეგვექმნა პატარა პრობლემა: ცოტა დაფარული მოსახვევი იყო, ხრეში ეყარა. ეს ხრეში გვიან დავინახე, ჩქარა მომივიდა შესვლა და მთაზე ავედი (იცინის). ავტომობილს მარცხენა უკანა დისკი გაეღუნა, მაგრამ ის ორი დოპი „რაზვალით“ დავამთავრე, მერე სერვის-ზონაში საბურავი შევაკეთეთ, „რაზვალი“ გავასწორეთ და განვაგრძეთ შეჯიბრება.

– შენი მეუღლე არ ნერვიულობს, ასეთ სახიფათო სპორტში რომ ხარ?

– ეს არის ის საქმე, რისი კეთების სურვილიც მაქვს მთელი ცხოვრება. ავტოსპორტი და კიდევ სხვა რამ ერთად არ გამოდის. ეს ჩემმა ცოლმა და მთელმა ოჯახმა გადასარევად იციან. რაც შეეხება ნერვიულობას, ზუსტად არ იცის, რამდენად საშიშია და მშვიდადაა. სხვათა შორის, რალიში ასეა: ან არაფერი მოგდის, ან – კვდები. მაგრამ ჩემმა ცოლმა ეს ჯერ არ იცის (იცინის). როდესაც გაიგებს, შეეგუება, ამის პრობლემა არ აქვს.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3