დედამიწას ორმა ასტეროიდმა ჩაუქროლა
ორმა ასტეროიდმა, 11 საათის ინტერვალით, დედამიწას ახლო მანძილზე ჩაუქროლა. დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში მათი გავლისას ორივე ციურ სხეულზე დაკვირვება საშუალო ზომის სამოყვარულო ტელესკოპის საშუალებითაც კი შეიძლებოდა.
მათ დედამიწასთან დაჯახება არ შეეძლოთ, – ეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების რეაქტიული მოძრაობის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევების ნაციონალური სამმართველოს პასადინას ლაბორატორიამ გაავრცელა.
„ადრე ჩვენს პლანეტას სხვა ასტეროიდები უფრო ახლო მანძილზეც მოახლოებიან, მაგრამ უცებ ორი ციური სხეულის თითქმის ერთდროული შემოსვლა დედამიწისა და მთვარის ორბიტებს შორის, ძალზე იშვიათი მოვლენაა“, – აღნიშნავენ სპეციალისტები.
„ნასას“ შეფასებით, მზის ირგვლივ დაახლოებით 50 მილიონი ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ასტეროიდი ბრუნავს. ყოველდღე დედამიწასა და მთვარეს შორის სივრცეს კი მინიმუმ ერთი მათგანი მაინც კვეთს, რომლის ზომა სიგანეში 10 მეტრია. ასტეროიდის დედამიწის ატმოსფეროს ზემოთა ფენებში შემოსვლის ალბათობა ძალზე მცირეა – დაახლოებით ერთხელ ათ წელიწადში.