გია მურღულიას კოლექციიდან
– ბებია, კარლ მარქსი ვინ იყო? – მარქსი, შვილო, ეკონომისტი იყო. – როგორც ბაბუა მიშა? – არა, შვილო, ბაბუა მიშა უფროსი ეკონომისტია. *** – კაცო, მიხო მოკვდა? – ჯერ კიდევ გუშინ. – ვა, მეც არა ვთქვი, კუბოში რატო წევს?! *** – გუშინ სახლში ადრე მივედი და რას ვხედავ – ჩემი ცოლი ვიღაც შვედთან წევს ლოგინში. – მერე რა უთხარი? – რა უნდა მეთქვა, შვედური მე არ ვიცი და... *** სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს: – როდის მოკვდა ალექსანდრე მაკედონელი? – მოკვდა, მასწ? მე ისიც არ ვიცოდი, ავადმყოფობდა? *** ბიჭი მამას ეუბნება: – მამი, სკოლაში ნათელა მასწავლებელი გადამეკიდა, სულ „ორიანებს“ მიწერს და შენგან კაცი არ გამოვაო. – შეეშვი, შვილო, ნუ მიაქცევ ყურადღებას, დაასხი, დაასხი... *** ქმარი სახლში ბრუნდება – ცალი თვალი არა აქვს, მარჯვენა ხელი კი გიპსშია. ცოლი გაგიჟებული ეკითხება: – ეს რა მოგივიდა, რას ჰგავხარ? – შალვას დავენიძლავე თვალზე, რომ ხელს ვერ მომტეხავდა... *** მთვრალმა კაცმა სახლში ვიღაც ქალი მიიყვანა. კარი ცოლმა გააღო. კაცი მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა: – უთხარი, რომ ჩემი და ხარ... *** – თუ შეიძლება კარლოს სთხოვეთ ტელეფონთან. – კარლო სახლში არ არის. რა გადავცე? – სამი მანეთი გადაეცით. *** – თუ შეიძლება, რაბინოვიჩს სთხოვეთ ტელეფონთან. – რომელი რაბინოვიჩი გნებავთ, უფროსი თუ უმცროსი? – უფროსი. – იცით, ორივე გარდაიცვალა. *** ექიმი – პაციენტს: – თქვენ გადარჩებით თუ პიანინოზე დაკვრას შეწყვეტთ. პაციენტი მიდის. მედდა: – რა კავშირშია ამ ქალის ავადმყოფობა და პიანინო? – პირდაპირში, – ეს ქალი ჩემს თავზე ცხოვრობს. *** ერთი კაცი ცირკის დირექტორთან მივიდა ორი ჩემოდნით. გახსნა პირველი ჩემოდანი, რომელიც სულ აგურებით იყო სავსე. თითო აგურს იდებდა თავზე, მისი ასისტენტი კი უროთი უმტვრევდა. 10 წუთში ყველა აგური გატეხილი იყო. დირექტორმა უთხრა: – მომეწონა, აგიყვანთ სამუშაოდ. – მეორე ჩემოდანში რა გაქვთ? – ანალგინი.