ანეკდოტები
*** სამი სადაზღვევო სააგენტოს წარმომადგენელი საუბრობს. პირველი: ჩვენი კომპანია ძალიან სწრაფად მუშაობს. თუ ჩვენი კლიენტი ორშაბათს უბედური შემთხვევით დაიღუპა‚ ჩვენ დღის განმავლობაში ვიგებთ ამ შემთხვევის შესახებ და უკვე ოთხშაბათს მისი ქვრივი ჩეკს იღებს. მეორე: თუ ჩვენი კლიენტი ორშაბათს უბედური შემთხვევით დაიღუპება‚ ჩვენ ორი საათის შემდეგ უკვე ვიცით ამის შესახებ‚ დღის ბოლოს კი ქვრივს ჩეკი სახლში მიეწოდება. მესამე: ჩვენი სააგენტო ცათამბჯენის მეორე სართულზეა. თუ 51-ე სართულიდან ჩვენი კლიენტი ვარდება‚ ჩვენთან ჩამოქროლებისას‚ მზა ჩეკის ხელში მიცემას ვასწრებთ. *** – წელს ორი თვე დავისვენე. – როგორ მოახერხე‚ ამსიგრძე შვებულება გაქვს? – არა‚ ერთ თვეს მე ვიყავი შვებულებაში‚ მეორე თვეში კი – ჩემი უფროსი. *** ახალი ფილმის ნახვის შემდეგ: – ამ ფილმის რეჟისორმა‚ სცენარისტმა და მთავარი როლების შემსრულებლებმა‚ კინოფესტივალის პრიზები მიიღეს. – ჩემი აზრით‚ პრემია მაყურებლისთვისაც უნდა დაეწესებინათ... *** მარტოხელა‚ სიმპათიური მამაკაცი სერიოზული ურთიერთობებისთვის გაიცნობს სექსუალურ ქალბატონს. ჩემი ტელეფონია... თუ ქალი გიპასუხებთ‚ თქვით‚ რომ ნომერი შეგეშალათ.