კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიცვათ თავი ბოროტი ძალისგან

 

ნათელხილვის უნარით დაჯილდოებული პარაფსიქოლოგი ნელი ბიჩიკაშვილი უამრავ ადამიანს ეხმარება. მასთან ხალხი რაიონებიდანაც კი ჩამოდის. ქალბატონი ნელი ხსნის თვალს, ხელოვნურად შექმნილ ნეგატიურ პროგრამებს და ამზადებს ბოროტი ძალისგან დამცავ თილისმებს. მასთან ბარაქაზე შესალოცავადაც მიდიან. ნათელხილვის უნიკალური ნიჭის წყალობით, ქალბატონმა ნელიმ ბევრი ოჯახი გადაარჩინა მოსალოდნელ უსიამოვნებას.

ნელი ბიჩიკაშვილი: ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯადო აქვთ გაკეთებული, მაგრამ ზოგიერთები ნამდვილად ცდებიან, როცა ყველა უბედურებას ჯადოს მიაწერენ.

– შეგიძლიათ, დაადგინოთ, განიცდის თუ არა ადამიანი ხელოვნურად შექმნილი ნეგატიური პროგრამის (ჯადოს) ზემოქმედებას?

– რა თქმა უნდა! ამაში ნათელხილვის უნარი მეხმარება. ბევრი შეშინებული დამიმშვიდებია და მითქვამს, რომ მისი უბედურების მიზეზი ჯადო არ არის, თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა სამარჩიელოდ მოსული ადამიანისთვის თვალი ამიხელია. ამას წინათ, ერთმა ქალბატონმა, რომელსაც რძალმა სასიკვდილო ჯადო გაუკეთა, პირველად ჩემგან შეიტყო ამის შესახებ, თუმცა იგი სულ სხვა რამის გასაგებად მოვიდა.

– რა აინტერესებდა?

– შვილიშვილის ბედი. 29 წლის ახალგაზრდა ქალი ვერ თხოვდებოდა, რის გამოც ბებია ძალიან სწუხდა.

– ჯადო მოხუცს გასათხოვარი შვილიშვილის დედამ გაუკეთა?

– დიახ! ასაკში შესულ ქალბატონს, როგორც ჩანს, ხასიათი გაუფუჭდა, ბავშვივით ბუზღუნა და ჯიუტი გახდა, რძლისგან გამუდმებით ითხოვდა ყურადღებას – ყველაფერს თქვენ გიტოვებთ და სათანადოდ მომიარეთო, – საყვედურობდა. იმის გამო, რომ დედამთილი ფიზიკურად მხნედ იყო და ჯერ სიკვდილს არ აპირებდა, რძალმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა – სასიკვდილო ჯადო გაუკეთა.

– შეძელით მოხუცი ქალბატონის დახმარება?

– ვუთხარი, სადაც იყო ჯადო და, ალბათ, ვერც დაიჯერებდა, თავისი თვალით რომ არ ენახა.

– სად იპოვა?

– ლეიბში იყო ჩაკერებული. ჩემი მითითებით ქვეშაგები დაარღვია და რძლის მიერ გაკეთებული ჯადო იპოვა. საბედნიეროდ, ახალი იყო და მის მოხსნაზე ბევრი დრო და ენერგია არ დამიხარჯავს. რაც შეეხება ძველ, ანუ დიდი ხნის წინ გაკეთებულ ჯადოებს, ძალიან ძნელად, ზოგჯერ კი საერთოდ არ იხსნება. სამწუხაროდ, ზოგიერთები გვიან მოდიან ჩემთან. ზოგმა არც კი იცის, რომ ვიღაცამ 15-20 წლის წინ ჯადო გაუკეთა.

– როგორ დავიცვათ თავი ბოროტი ადამიანებისგან?

– ჯადოს ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მსურველებს თილისმას ვუმზადებ, სხვაგვარად ვერას გახდებით. დამცავი თილისმა ჭრის, ანუ ანეიტრალებს ხელოვნურად შექმნილ ნეგატიურ პროგრამას.

– ყველანაირი ჯადოს მოხსნა შეიძლება?

– დიახ, მაგრამ ძველი ჯადოების განეიტრალება, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ძნელი ან ზოგჯერ შეუძლებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საჭიროა, ადამიანმა თავადაც მოიწადინოს, ითანამშრომლოს პარაფსიქოლოგთან, მასთან რწმენით მოვიდეს, რათა საკუთარ თავს დაეხმაროს. როცა პიროვნება ინდიფერენტულია, მითითებებს არ ასრულებს, შედეგიც არასასურველია.

– ოჯახში ბარაქა რომ გვქონდეს, დამცავი თილისმა უნდა ვატაროთ?

– არა. დამცავ თილისმას სხვა ფუნქცია აქვს. რაც შეეხება ბარაქას ოჯახში, ჩემთან ამის გამოც მოდიან და მსურველებს ბარაქაზეც შევულოცავ. ზოგს აქვს შემოსავალი, მაგრამ ისეთი გაუთვალისწინებელი პრობლემები ექმნება, რასაც შოულობს, იძულებული ხდება, გასცეს და მის ოჯახში ბარაქა არ ტრიალებს.

P. S. ვისაც ქალბატონ ნელისთან შეხვედრა გსურთ, წინასწარ დაურეკეთ და ჩაეწერეთ. საკონტაქტო ტელეფონებია: 14-20-65; 893-30-65-51;  899-20-37-64.

მისამართი: ზაზა ბენდელიანის ქუჩა, I კორპუსი, II სადარბაზო, VII სართული.

скачать dle 11.3