კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბანკები სავალუტო რეზერვებს გაზრდიან


მსოფლიო ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში შეკრებილმა ცენტრალური ბანკებისა და საბანკო ზედამხედველობის სისტემის წარმომადგენლებმა სავალუტო რეზერვების გაზრდის წესებზე იმსჯელეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს. ახალი შეთანხმება მსოფლიოში საბანკო სისტემის რეფორმის ქვაკუთხედი უნდა გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი განმეორდება, ბანკები პრობლემებს უკეთესად გაუმკლავდებიან, ვიდრე ბოლო წლებში. ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ჟან კლოდ ტრიშეს განცხადებით, ახალი წესები, რომელთაც სახელად უკვე უწოდეს „ბაზელი 3“, კაპიტალის გლობალური სტანდარტების ფუნდამენტურ გაძლიერებას მოასწავებს. ბაზელის შეხვედრაზე მოწონებულ პროექტს დასამტკიცებლად დიდ ოცეულს წარუდგენენ სამიტზე, რომელიც ნოემბერში სამხრეთ კორეაში გაიმართება. დღესდღეობით საბანკო რეზერვი შესაძლო დანაკარგთან შეფარდებაში 4 პროცენტია. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში, სულ მცირე, 7 პროცენტამდე გაიზრდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო საბანკო კრიზისის უმთავრესი მიზეზი კაპიტალიზაციის დაბალი დონე გახდა. ახალი წესები ბანკებს იმ სიტუაციასთან გამკლავებაში დაეხმარება, როდესაც კრედიტორები მასობრივად ვეღარ იხდიან ვალებს.


скачать dle 11.3